ბერლინალეზე წამსვლელთა დელეგაციას კიდევ 2 წევრი დაემატა – დეტალები

ბერლინის კინოფესტივალის კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრის სტენდის დელეგაციას კიდევ 2 ადამიანი დაემატა. ბოლო მონაცემებით საბიუჯეტო ორგანიზაციის სტენდს 34 მონაწილე ეყოლება, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. ინფორმაციას ამ შემთხვევაშიც გამოცემა “პუბლიკა” ავრცელებს. კინობაზრობის (EFM) საიტის მიხედვით, დელეგაციას დაემატა პროდიუსერი ვერონიკა გაბრიაძე, რომელიც დელეგაციაში კინოექსპორტის სპეციალისტად არის გაფორმებული და ირაკლი ბერიძე, რომელიც სიაში რეჟისორის სტატუსით არის. შეგახსენებთ, დელეგაციაში ასევე შედიან […]
CBS – აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა

აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, ავიადარტყმების დრო დიდწილად ამინდით იქნება განსაზღვრული. ავიადარტყმები პასუხად მოჰყვება ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ შაბათ-კვირას იორდანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ დრონებით თავდასხმას. სირიასა და ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ […]
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, რუსული ილ-76-ი უკრაინელმა სამხედრობმა “პეტრიოტის“ რაკეტით ჩამოაგდეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამერიკულ კომპლექს „პეტრიოტიდან“ გაშვებული MIM-104A-ს კლასის რაკეტით ჩამოაგდეს. “გამოძიების დროს ჩატარებული გამოკვლევების დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ფრაგმენტები, მათი დიზაინის მახასიათებლების, გეომეტრიული მახასიათებლებისა და არსებული ნიშნების მიხედვით, წარმოადგენს აშშ-ს „პეტრიოტის“ კომპლექსის Mim—104a საზენიტო მართვადი რაკეტის სტრუქტურულ ელემენტებს”, – იტყობინება რუსეთის საგამოძიებო […]
ევროპელი ელჩები 2024-ის არჩევნებზე: ზუსტად უნდა ასახავდეს საქართველოს ხალხის ნებას

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად“ თვლის საქართველოსთვის იმის შეხსენებას, რომ „არჩევნების ხარისხს განსაზღვრავს არა უბრალოდ ხმის მიცემის აქტი, არამედ მთელი საარჩევნო პროცესი და საარჩევნო გარემო“. 1 თებერვალს, ევროკავშირის, SIDA-ს, USAID-ისა და NED-ის მიერ მხარდაჭერილი ახალი საარჩევნო პროექტის პრეზენტაციაზე ელჩმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესის თითოეულ მონაწილეს – „მთავრობით დაწყებული და მოქალაქით დამთავრებული, მედიით დაწყებული და […]
“ეპოქის ციტატაა ეს გოიმი ჩინოვნიკი ქალისგან” – იუნა შაფათავა

ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა, ავრცელებს კადრებს სიუჟეტიდან, რომელიც უკვე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის გრანდიოზულ დაბადების დღეს ეხებოდა და წერს: ყოფილი პრემიერის მიღწევები ერთ კადრში თქმულ ფრაზაში: ‘ახლობლები არ გყოლოათ სათანადო’. სერიოზულად ვანვიცდი, შემდეგ წელს ის 50-60 დაქალი ‘სათანადო ახლობლის’ ტრადიციულ დაბ დღეს თუ გადაუხდის ყოფილი პრემიერის ცოლს? ეპოქის ციტატაა ეს გოიმი ჩინოვნიკი ქალისგან […]
“ჩვენი ქვეყნის უმაგრესი მებრძოლები დავკარგეთ, სულ ვიამაყებ თქვენით, ჩემო ძმებო” – ლაშა რუხაია

ფოთის საკრებულოს დეპუტატი, ლაშა რუხაია: ჩვენი ქვეყნის უმაგრესი მებრძოლები დავკარგეთ, ქართული ლეგიონის მებრძოლები გოჩა ჟვანია და ზურა წიკლაური. გაანათლოს თქვენი მებრძოლი სულები ბიჭებო და ამაყი ვარ და სულ ვიამაყებ თქვენით, ჩემო ძმებო და მინდა ოჯახს მიუსამძიმრო და ვუთხრა მათ რომ ისინი გმირები არიან მუდამ იქნებით ჩვენს გულებში დიდება გმირებს
United Parcel Service 12 000 მენეჯერს სამსახურიდან ათავისუფლებს

გლობალური ლოჯისტიკური კომპანია, United Parcel Service-ი $1 მილიარდის დაზოგვის მიზნით, მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული 85 000 თანამშრომლიდან 12 000-ს ათავისუფლებს. კომპანიამ ამის შესახებ არასახარბიელო შემოსავლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. სიახლის გავრცელების შედეგად, UPS-ის აქციები 8,2%-ით შემცირდა, რაც გასული წლის აპრილის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ქეროლ ტომეს განცხადებით, სამუშაო ადგილების შემცირება კომპანიის 116-წლიანი ისტორიის განმავლობაში […]
უკრაინა: ყირიმში რუსეთის სარაკეტო კატერი გავანადგურეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიხედვით, ყირიმში უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სარაკეტო კატერი, სახელად “ივანოვეც” გაანადგურეს. “ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი გახდა ციფრული ტრანსფორმირების სამინისტროსა და United24 Platform-ის მხარდაჭერით”. – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალები. სარაკეტო კატერის განადგურების კადრები უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, კატერის განადგურებით ოკუპანტებს $60-70 მილიონის ზარალი მიადგათ. აღნიშნულს უკრაინის სამხედრო ფლოტიც გამოეხმაურა და მომხდარი რუსეთისთვის დიდ დანაკარგად […]
შერმადინის “ტენერიფემ” ბერძნული “პერისტერი” იოლად დაამარცხა

გიორგი მწვრთნელმა ზედმეტად არ დატვირთა: 17 წუთში ქართველმა 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 26 ქულით მატჩის ბომბარდირი კაილ გაი გახდა. GBF.GE
არმაზ ახვლედიანი – ზოგს მიაჩნია, რომ ივანიშვილი ტალეირანია, ფუშეა, მაგრამ მან ვერ გათვალა მთავარი: საქართველოში ავტორიტარიზმი არ მუშაობს – შეიძლება, რაღაც დროით გაუვიდეს, სხვებსაც გასვლიათ, მაგრამ მწარედ მთავრდება

ივანიშვილი რომ ყოფილიყო 90-იანი წლების დასაწყისში, როგორც ჩანს, არც აფხაზეთის ომი იქნებოდა. კიდევ მანამდე რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირში, ვინ იცის მსოფლიო ომიც არ გაჩაღებულიყო , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დეპუტატმა , არმაზ ახვლედიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. ახვლედიანმა გადაცემაში ისაუბრა „ქართულ ოცნების“ ყრილობის შედეგებზე და აღნიშნა, რომ პერიოდულად იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, მაგრამ ქვეყანაში არის ერთი […]