ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება გრძელდება – პოლიციამ დალუქა ის ობიექტები, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა

ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოძიება გრძელდება – პოლიციამ ის ობიექტები დალუქა, სადაც გუშინ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მისამართი ჰოლბრუკის ქუჩაა, სადაც გამოძიების ინფორმაციით, ქოლ-ცენტრი მოქმედებდა. სწორედ ამ ობიექტიდან რეკავდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და პენსიონერებს თანხებს სძალავდნენ. თაღლითური ქსელი მათ არწმუნებდა, რომ დანაზოგი საინვესტიციო პლატფორმებში დაებანდებინათ, სინამდვილეში კი ფულს ითვისებდა. ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ მალე ოფისში მომუშავე […]

“ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი მათთვის არის ის, რომ დააზიანონ ქვეყანა” – მიხეილ სარჯველაძე NGO-ებზე

მმართველი გუნდის შეფასებით, NGO-ების დიდი ნაწილი კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის შემდეგ, ცდილობს საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოების შემდეგი ეტაპი – მოლაპარაკებების გახსნა შეაფერხოს. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში NGO-ების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებას არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს. მმართველი გუნდი კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობს და მესამე სექტორს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ახსენებს. “მათ თავიდანვე ჰქონდათ არჩეული […]

ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

აქტივისტ ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დაუდასტურეს. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა ფერაძის ინტერესებს. თავად ფერაძე Facebook-ზე წერს, რომ მასთან შესაბამისი უწყების წარმომადგენლები უკვე მივიდნენ. “ხალხო, ვერ გპასუხობთ, მოვიდნენ უკვე, ვლაგდები”. – წერს ფერაძე. ნატა ფერაძის მიმართ საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იყო აღძრული, რაც […]

Новая газета: რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელებს ქირაობს, სანაცვლოდ მოქალაქეობას სთავაზობენ

როგორც რუსული დამოუკდებელი მედია Новая газета საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რუსეთი სირიის მოქალაქეებს იაკუტიაში ოქროს მომპოვებელ ობიექტზე სამუშაოს სთავაზობს, სინამდვილეში კი, აქ ჩასვლის შემდეგ სთავაზობენ ხელი მოაწერონ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტს, რუსეთის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ, რის შემდეგაც მათ უკრაინაში გზავნიან. სირიელების გადმობირებაში, გამოცემის ცნობით, მონაწილეობენ სირიაში მყოფი შუამავლები. ერთ-ერთი მათგანი კსკ ვაგნერისთვის სამხედროების რეკრუტირებას ლიბიაში ცდილობდა. […]

საქსტატი: ზეთი, ბოსტნეული, პური გაიაფდა, ხილი და ხორცი გაძვირდა, წლიური ინფლაცია 0%-ია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 2.4%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 3.5%-ით გაიზარდა. განათლება – 3.5%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 5.9%-ით, ტრანსპორტი 4.3%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი […]

ილჰამ ალიევის განცხადებით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება

მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, თუკი აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის პრეტენზიებს ბოლო მოეღება და სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა მარეგულირებელ და სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები განხორციელდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დე ფაქტო მშვიდობა უკვე არსებობს და რამდენიმე თვეა, რაც ორი ქვეყნის საზღვარზე მშვიდობიანი ვითარება სუფევს, მაგრამ იმისათვის, რომ […]

პაატა მანჯგალაძე – ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე დააწინაურეს, მე ვიტყვი, რომ ის არ დააწინაურეს – CV-ში შეიძლება ჩაწეროს, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არც ირაკლი კობახიძისთვის არ ხდება უკეთესი

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე დააწინაურეს, მე ვიტყვი, რომ ის არ დააწინაურეს – CV-ში შეიძლება ჩაწეროს, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არც ირაკლი კობახიძისთვის არ ხდება უკეთესი, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას. მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს რეალურად მართავდა და ფლობდა ძალაუფლებას, „გადაიყვანეს მთავრობაში, სადაც არავინ […]

მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა – “უოტფორდმა” ჩაკვეტაძე “გენტისგან” გამოისყიდა

“უოტფორდი” თავისი საიტით იტყობინება, რომ მათ გუნდში იჯარის წესით მოთამაშე საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე “გენტისგან” გამოისყიდა. ჩაკვეტაძეს “გენტთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე ჰქონდა გაფორმებული. ინგლისური კლუბი არ აზუსტებს დეტალებს, მაგრამ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ქართველის ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდათ და მისი ახალი ხელშეკრულება სამსეზონიანია. ჩაკვეტაძემ კომენტარი გააკეთა: “კონტრაქტის გაფორმებით ძალიან ბედნიერი ვარ. […]

სომხეთი NATO-ს უახლოვდება – ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას თქმით, სომხეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლვდება. ამის შესახებ კოლომინა 31 იანვარს Armenpress-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში საუბრობდა. “ძალიან გვამხნევებს სომხეთის გადაწყვეტილება, რომელიც საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაში მიიღეს, ცვლილება, რომლის მიღებაც გადაწყვიტეს. ვიცი, ეს არის გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც რთულია და ალბათ დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, რა თქმა […]

იტალიაში ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, პოტენზას რეგიონში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. მას სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როცა ზურგჩანთაში მოპარული ალკოჰოლური სასმლის ბოთლების დამალვას ცდილობდა. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მარკეტის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა სამართალდამცველებმა […]