თიბისის მხარდაჭერით, ძველ თბილისში “ალფა ფროფერთის” პროექტი – Garden Hills შენდება
თიბისის მხარდაჭერით, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩაზე, კომპანია “ალფა ფროფერთის” მსხვილი პროექტი – Garden Hills შენდება. ახალი უბანი ძველ, ისტორიულ თბილისში, 30 000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას მოიცავს. კომპანია “ალფა ფროფერთი” მაცხოვრებლებს თანამედროვე უბანს სთავაზობს, სადაც ყველა ის სივრცეა თავმოყრილი, რაც დღეს მობინადრეს სრული კომფორტისთვის სჭირდება. დაბალი განაშენიანების პროექტი 5 სართულიანი 8 საცხოვრებელი სახლისგან შედგება, რომელიც […]
საქართველოში წლიური ინფლაცია 0% იყო

2024 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 0% იყო. საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ფასები შემცირდა ყველაზე მსხვილ სამომხმარებლო ჯგუფზე, სურსათზე, ასევე გაიაფდა ჯანდაცვის სექტორში სხვადასხვა მომსახურება. იანვარში, 2023 წლის იანვართან შედარებით, ფასები მომატებულია ტრანსპორტის მომსახურებაზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა სხვა პროდუქტებზე. იანვრის ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი. ფასი გაზრდილია სატრანსპორტო […]
ალიევი მშვიდობის სანაცვლოდ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს

“სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში პირდაპირი მოწოდებაა აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან შეერთებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ, რაც სომხეთის კონსტიტუციაშიც არის ასახული”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევის თქმით, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის კონსტიტუაციასა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები შევა და სომხეთს პრეტენზია აღარ ექნება ყარაბაღზე. მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, […]
„შრომა, თავის რჩენა და სხვა კეთილი საქმეების კეთება როდიდან გახდა სათაკილო?“ – დედა სიდონია

დედა სიდონია სოცქსელში წერს: „ერთ ფბ. მეგობარს გამოვეხმაურე აშკარად არასწორ აღქმულ კომენტარზე და, ვიღაც მესხმის თავს, რატომ იცავო – ვისაც აკრიტიკებდნენ.იმას კი არ ვიცავ, მეგობარს ვიცავ, არაობიექტურ აზრზე რომ არ დარჩეს!შენს სამკაულებს “მიაწექიო”, ირონიულად! :))იი, არაა, ზოგიერთი მუქთახორასავით სხვისი ხელის შემყურე უნდა ვიყო!შრომა, თავის რჩენა და სხვა კეთილი საქმეების კეთება როდიდან გახდა სათაკილო“.
„ენენ ჯგუფი“ 27 მილიონად 8 ლოკაციაზე იუსტიციის სახლებს ააშენებს – ქალაქების ჩამონათვალი

საქართველოს მასშტაბით 8 ლოკაციაზე იუსტიციის სახლებს კომპანია „ენენ ჯგუფი” ააშენებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მცხეთის, გლდანის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიშის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების იუსტიციის სახლების ასაშენებლად გამოცხადებულ 26 959 642 ლარის ღირებულების ტენდერში სწორედ ამ კომპანიამ გაიმარჯვა. იუსტიციის სახლის მიერ გამოცხადებული […]
ნატა ფერაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ეს გადაწყვეტილება მიიღო სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო. ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, ფეისბუკში იანვრის პირველ რიცხვებში გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ნატა ფერაძემ და “საქართველოს ახალგაზრდა […]
ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა ეროვნული არქივის კინოთეატრში

2-4 თებერვალს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება ოთარ იოსელიანის აღდგენილი ფილმების ჩვენება. რეტროსპექტივა ეძღვნება რეჟისორის 90 წლის იუბილეს: „რეჟისორის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად 3 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი იხილავს ციფრულად რესტავრირებულ 5 მხატვრულ ფილმს”, – წერს ეროვნული არქივი. · 2 თებერვალი, 19:00 – „იყო შაშვი მგალობელი“ · 3 თებერვალი, 16:00 – „პასტორალი“; […]
თეა წულუკიანი “რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს” ესტუმრა
თეა წულუკიანი “რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს” ესტუმრა. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სასწავლებლის მუშაობის სპეციფიკას ცნობილ ქართველ მუსიკოსთან, გიორგი ვაჩნაძესთან და მის მეუღლესთან, პიანისტ კიომი სუგიმურასთან ერთად გაეცნო. თეა წულუკიანმა დაათვალიერა სასწავლებლის საკონცერტო დარბაზი, აუდიტორიები. შეხვდა დირექტორს და პედაგოგებს.
ხელისუფლებას არ აქვს მზაობა, 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ჩართოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები – თამარ ხიდაშელი
ევროკომისიის 9 დათქმა და ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ქმედებები პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ISFED-სა და IDFI-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ “ქართულ ოცნებას” არ აქვს მზაობა, ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს. მათი თქმით, ხელისუფლებაში პოლიტიკური ნება არ არსებობს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. “ყველანაირად ვცდილობდით, ეს იქნებოდა ადგილზე, მათთან ერთად მუშაობის პროცესში, მათ გარეშე მუშაობის […]
აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმე – დღეს სასამართლოს ჩვენებას სკოლის დირექტორი და მკვლელობაში ბრალდებულის მშობლები მისცემენ
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. ამჯერად, საუბარია გოგონას დედის და ბიძის ეპიზოდზე. სასამართლოს დღეს ჩვენებას მისცემენ სკოლის დირექტორი და მკვლელობაში ბრალდებულის მშობლები. 14 წლის აითაჯ შახმაროვა გასული წლის ოქტომბერში მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მოზარდი მანამდე ქორწინების მიზნით მოიტაცა. გოგონამ გაქცევა რამდენჯერმე სცადა. დანაშაული სწორედ ერთ-ერთი მცდელობის დროს მოხდა.