თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს: კრწანისის რაიონში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩის N 14 ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 00:45-დან 16:00-საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: ნიშნიანიძე, ბარათაშვილის N 7-19 (კენტები და ლუწები). ნაძალადევის რაიონში, მაღალაშვილის და საჩხერის კვეთაზე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით […]

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს დღეს სამთავრობო პროგრამას წარუდგენს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამას წარადგენს, ასევე, დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენების გრაფიკი. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება. პროცესი ორშაბათიდან ჯერ კომიტეტებში წარიმართება, სავარაუდოდ, მომდევნო ხუთშაბათს კი, პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატი დამტკიცდება.ზუსტად ერთ კვირაში ქვეყანას განახლებული მთავრობა ეყოლება. როგორც ცნობილია, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს […]

ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის “დინამო” ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან

გუშინ, 1-ელ თებერვალს, “უოტფორდმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ “გენტიდან” გიორგი ჩაკვეტაძე გამოისყიდა. “ირმებმა” ბელგიურ კლუბს ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა. მოგეხსენებათ, 2017 წელს, როცა “დინამომ” ჩაკვეტაძე “გენტში” გაყიდა, რომან ფიფია ტრანსფერს მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა, რომ გიორგის შემდეგი გაყიდვიდან თბილისური კლუბი “გენტისგან” თანხის 50%-ს მიიღებდა. რაც იმას ნიშნავს, რომ “დინამო” ტრანსფერიდან 1.25 მილიონ ფუნტს […]

გერმანელი დეპუტატის თანაშემწე შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი იყოს

გერმანიის პარლამენტის დეპუტატის, მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრის, ოიგენ შმიდტის თანაშემწეს სავარაუდოდ, კავშირი აქვს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან. გამოცემების, The Insider-ის და Spiegel-ის გამოძიების თანახმად, შმიდტის თანაშემწე ვლადიმირ სერგიენკოს მჭიდრო კონტაქტი აქვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერთან. უკრაინაში დაბადებულმა რუსმა პოლიტტექნოლოგმა ვლადიმირ სერგიენკომ გერმანიის მოქალაქეობა 2022 წლის ნოემბერში მიიღო. მას სავარაუდოდ, აქვს რუსეთის მოქალაქის პასპორტიც. […]

საარჩევნო ელექტრონული აპარატების დემონსტრირება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების კამპანიის ახალ ეტაპზე გადადის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და სახელმწიფო სტრუქტურების შემდეგ, ტექნოლოგიების დემონსტრირება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დაიწყო, სიმბოლურად შეირჩა 1-ელი თებერვალი – არჩევნების საერთაშორისო დღე. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, პირველი კორპორაცია, რომლის წარმომადგენლებიც საარჩევნო ელექტრონული აპარატურის მუშაობას გაეცნენ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა“. კორპორაციის წარმომადგენლებთან […]

„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.0% შეადგინა

2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ივანიშვილი ფაციფუცობს, რომ გადაარჩინოს საკუთარი ძალაუფლება, მაგრამ ერთი ირაკლის მეორე ირაკლით შეცვლა, მოკლე თუ გრძელი როქი საჭადრაკო დაფაზე, უნაყოფო მცდელობაა

ივანიშვილი ხედავს ქართული მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას, იმასაც, რომ მათ საარჩევნო მანქანას სერიოზული ბზარები აქვს – რასაც ახლა ივანიშვილის მხრიდან ვხედავთ, ჩემი აზრით უნაყოფო მცდელობაა, რომ რაღაცნაირად დაიბრუნოს ნდობის მანდატი მოქალაქეებში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სამთავრობო ცვილელებებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, „ივანიშვილი ფაციფუცობს, რომ რაღაცნაირად საკუთარი […]

DRI – „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით ბოლო პერიოდის ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფრთა შესაძლოა, გვერდზე გაწიოს და რადიკალურმა განწყობებმა „ხალხის ძალასთან“ მიმართებით გადმოინაცვლოს

„ალტ-ინფო“ „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებული იყო იმ აქტივობების განსახორციელებლად, რასაც თავად ღიად არ აკეთებდა – ბოლო პერიოდში „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით განხორციელებული ნაბიჯები მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფრთა გვერდზე გაწიოს და რადიკალურმა განწყობებმა „ხალხის ძალასთან“ მიმართებით გადმოინაცვლოს, – ამის შესახებ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა DRI-ის მიერ ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8-თვიანი შედეგების პრეზენტაციამდე ჟურნალისტებთან […]

თბილისში საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა იმართება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები განიხილავენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის: საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ჩარჩოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას. უწყების ცნობით, ყურადღება ეთმობა ასევე ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ სიახლეებს და საქართველოსთვის კანდიდატის […]

მიხეილ სარჯველაძე – პოლიტიკურ ოპოზიციას ვარქმევ იმ ხალხს, ვინც არასამთავრობო სექტორის ნიღაბქვეშ რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ საქმეს ემსახურება – მათთვის ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი ქვეყნის დაზიანებაა

პოლიტიკურ ოპოზიციას ვარქმევ იმ ხალხს, ვინც არასამთავრობო სექტორის ნიღაბქვეშ რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ საქმეს ემსახურება – მათთვის ხელისუფლების დაზიანების ერთადერთი ინსტრუმენტი ქვეყნის დაზიანებაა,- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან ISFED-ში და IDFI-ის პოზიციას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც დიდი პრობლემაა. სარჯველაძე აცხადებს, რომ მათ […]