ენმ-ის „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერი იქნება სააკაშვილი – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“, „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იქნება მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავმჯდომარეც, დამფუძნებელიც, ლიდერიც და ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილი. ჩვენ გვჭირდება ტექნიკურად ამაზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქი პრეზიდენტ სააკაშვილს ამყოფებს ციხეში, ამიტომ ამ პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი არის მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად ამ […]
“მე არ ვარ ეკლესიის მტერი, სტალინის მტერი ვარ” – ნატა ფერაძე

ნატა ფერაძე დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი. სამოქალაქო აქტივისტი ხუთი დღით საკანში დარჩება. სადამსჯელო სპეცოპერაცია შედგა. ქალი, რომელიც პოლიციას ჩალაგებული ბარგით სახლში ელოდებოდა, ჯერ სამართალდამცველებმა დიდ ალყაში მოაქციეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და ბოლოს საპატიმროში წაიყვანეს. ნატა ფერაძე სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მის ინტერესებს საია დაიცავს. 5 დღე გავძლებ ციხეში და ეს არის სახადი, რასაც ვიხდი ამ ბანძ სახელმწიფოში […]
თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიკა მელია არის წითელი ხაზი, მით უარესი მათთვის – ნიკა გვარამია

„ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იქნება მთავრობის ერთ-ერთი თანამონაწილე, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ დიდი აქტორი იწყებს წითელი ხაზების შემოფარგვლას, ის ამით საკუთარ თავს იკნინებს. „დავიცალოთ ემოციებისგან, მეხსიერებისგან, ყველაფრისგან და შევხედოთ ამას მშრალად. ეს არის მათემატიკური საკითხი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, იქნება მთავრობის ერთ-ერთი თანამონაწილე. თუ […]
გვექნება ინიციატივა, რომ მსგავს ქმედებებზე პასუხისმგებლობა გავამკაცროთ – გივი მიქანაძე ნატა ფერაძის დაკავებაზე

ფერაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული – ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე სტალინის გამოსახულებით მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისთვის სასამართლოს მიერ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას. მიქანაძის შეფასებით, „ეს არის სიწმინდეებზე, რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა“ „მოსამართლემ […]
ახალგაზრდა სპორტსმენებმა საქართველოს სახელით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს – ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. წელს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეის ქალაქ განგვონში ჩატარდა, სადაც 1900-მდე სპორტსმენმა სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა. ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველო 6-მა სპორტსმენმა, სპორტის სამ სახეობაში წარადგინა. ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ:
პაველ ჰერჩინსკი – იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერის განცხადებები, რომ ახალი მთავრობა მზად არის იმუშაოს ძალიან ძლიერად, რათა საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს

ძალიან იმედის მომცემია ახლად წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პირველი განცხადებები, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომავალი კვირის ბოლოდან გვეყოლება, მზად არის დაჯდეს და იმუშაოს ძალიან ძლიერად ჩვენი დახმარებით, ევროკავშირის დახმარებით, იმისთვის, რომ საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ […]
პროკურორი – აითაჯ შახმაროვას დედამ შვილის გარდაცვალება მისი სკოლის დირექტორს არ დაუდასტურა – ბრალდებულებს პოლიციაშიც არ დაურეკავთ აითაჯის მოტაცებასთან დაკავშირებით

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის ეგანა მაგარამოვასა და ბიძის ნატიკ მაგარამოვის საქმის პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, დედამ სკოლის დირექტორს, როცა აითაჯის გარდაცვალება დადასტურდა, არც ეს დაუდასტურა. პროკურორის განმარტებით, გამომძიებლის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა პოლიციას არ მიმართეს. „სკოლის დირექტორმა არაერთხელ სცადა დედასთან კომუნიკაციის დამყარება, მათ […]
„ჰერბია“ აქციების გამოშვებას გეგმავს

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია კომპანია „ჰერბია” აქციების გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განაცხადა. “ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ ამ საკითხზე. შემოთავაზებაც გვქონდა; ახლა მეტს ვერაფერს ვიტყვი. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა დრო კიდევ გვჭირდება“, – ამბობს ბიზნესმენი. 2022 წელს გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, „ჰერბიამ“ პროდუქციის რეალიზაციით 12 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, […]
„გუდვილის“ დამფუძნებლები დუბაიში რესტორან „ქართულს“ დღეს გახსნიან

„გუდვილის“ დამფუძნებლები დუბაიში რესტორან „ქართულ“-ს დღეს გახსნიან. მარიამ შევარდნაძის თქმით, თავდაპირველად, სანამ რესტორანი გაიხსნებოდა, პარტნიორთან ერთად მიტანის სერვისი შექმნა. იმისდა მიუხედავად, რომ ბაზარზე მცირე მენიუთი ოპერირებდნენ, მცირე ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა და მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი გაფართოებაც რესტორანი „ქართული“, რომელიც დუბაის ცენტრში, „ბურჯ-ხალიფასთან“ და “დუბაი მოლთან” ახლოს მდებარეობს დღეს გაიხსნება და მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს ქართული, […]
გალანთი: ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ქალაქი რაფა იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანთის თქმით, ქალაქ ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფა იქნება. “ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში, მივაღწევთ რაფამდეც, სადაც გავანადგურებთ ტერორისტულ ერთეულებს, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან. ეს ომი მოითხოვს ეროვნულ გამძლეობასა და მონდომებას. ჩვენ უნდა მოვითმინოთ მანამ, სანამ მისიას არ შევასრულებთ”. – თქვა გალანთმა. როგორც მან […]