TikTok-იდან ტეილორ სვიფტის ყველა სიმღერა გაქრა – მიზეზი

ტეილორ სვიფტის სრული მუსიკალური კატალოგი TikTok-იდან წაიშალა – მას შემდეგ, რაც მუსიკალურ ინდუსტრიაში მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანია Universal Music Group-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორ კომპანიას შორის ლიცენზიის შეთანხმებას ვადა გაუვიდა, მისი განახლების გარეშე კი UMG საკუთარი არტისტების მუსიკას TikTok პლატფორმაზე აღარ განათავსებდა. აღსანიშნავია, რომ UMG-ის ლეიბლის ქვეშ, სვიფტთან ერთად, სხვა ცნობილი შემსრულებლებიც, მათ შორის ჰარი […]
“ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ მიდის” – კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

მწერალი, ირაკლი კაკაბაძე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს: სრულიად გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა! ეს გადაწყვეტილება ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ მიდის და მევახშეების ინტერესებს ემსახურება! თავისუფლება კაკოს და გიორგის!
გაიცანით თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი“

თიბისიმ ბიზნესდაჯოლდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა! გაგაცნობთ ნომინაცია „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის“ ფინალში გასულ 3 კომპანიას. კომპანია Roommate.ge ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი, ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს. პლატფორმის თავდაპირველი მიზანი სტუდენტებისთვის ბინის ქირაობის გამარტივება იყო, თუმცა ამ პროცესში გაირკვა, რომ ბინის მეპატრონეები სტუდენტებს არასანდო […]
უკრაინელმა მაშველებმა შახტებში მოყოლილი 113 მაღაროელი გადაარჩინეს

უკრაინელმა მაშველებმა ქალაქ კრივოი-როგის ორი შახტიდან 113 მაღაროელი მშვიდობით ამოიყვანეს. მამაკაცები მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა და შახტების ენერგომომარაგება შეწყდა. ინფორმაცია 113-ივე მაღაროელის გადარჩენის შესახებ კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ვილკულმა გაავრცელა.
რუსეთის მიერ ხერსონზე დრონებით თავდასხმას საფრანგეთის 2 მოქალაქე ემსხვერპლა, 3 დაშავდა

ხერსონში რუსეთის მიერ დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა საფრანგეთის ორი მოქალაქე, რომელიც უკრაინაში მოხალისე სამედიცინო მუშაკად იმყოფებოდა. ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნი ადასტურებს. “რუსეთის ბარბაროსობამ მიზანში ჰყავს ამოყვანილი მშვიდობიანი მოსახლეობა. ორი ფრანგი სამედიცინო მუშაკს უკრაინელებთან მუშაობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა, სამი დაშავდა. რუსეთს ამისთვის მოუწევს პასუხისგება. – წერს ფრანგი მინისტრი X-ზე. მომხდარს ასევე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, […]
ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 6 და 7 თებერვალს, ავთანდილ ასათიანის გუნდი რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითმაშებს. მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია. მოახლოებული შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრებმა მზადება 16 ფეხბურთელით დაიწყო. მათ შორის ორი დებიუტანტია – ოთარ ბერეჩიკიძე და ჯანო კვარაცხელია. საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: ბექა ტყემალაძე […]
სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო”, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, კინოლოგ ოფიცრისა და თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენაზე გაწვრთნილ სამსახურებრივ ძაღლთან ერთად განხორციელებული კონტროლის პროცედურების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ჯამში – 10 000 […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6688 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6688 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8902 ლარს შეადგენდა. […]
Deutsche Bank ხარჯების შესამცირებლად 3500 თანამშრომელს ათავისუფლებს

გერმანული Deutsche Bank ხარჯების შესამცირებლად 3500 თანამშრომელს ათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, ეს კომპანიის თანამშრომლების მთლიანი რაოდენობის, დაახლოებით 4%-ია. თანამდებობიდან გათავისუფლება, ძირითადად, „ბექ-ოფისის“ თანამშრომლებს შეეხებათ. 2015-2021 წლებში თანამშრომელთა რაოდენობა თანდათან 100 000-დან 83 000 კაცამდე შემცირდა, თუმცა მას შემდეგ კვლავ 90 000-ს გადააჭარბა.
“აი, ასე დაანგრიეს მამაჩემის ნაწვალევი, გაფრთხილების გარეშე, უკანონოდ” – ინსპექციამ საბურთალოზე ნაგებობები დაანგრია

თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ საბურთალოს რაიონში, ფერაძის ქუჩაზე, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ განთავსებული, დაუსრულებელი შენობის დემონტაჟი განახორციელა. “რეკრეაციულ სივრცეში, სკვერის ტერიტორიაზე სახელმწიფო მიწის უკანონოდ დაკავება-მიტაცების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა… უკანონოდ განთავსებული შენობა ხელს უშლიდა სკვერის რეაბილიტაციას, დემონტაჟის შემდგომ სკვერის მოწყობის დასრულების მიზნით სამუშაოები გაგრძელდება,” – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში. დემონტაჟის ამსახველი […]