მიქანაძე ფერაძეზე: გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული

მოსამართლემ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რა ქმედების შემცველი იყო ეს ყველაფერი, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, საგაზაფხულო სესიაზე გვექნება ინიციატივა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებების კუთხით გავამკაცროთ პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არის სიწმინდეებზე, ჩვენს რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ შევალ გადაწყვეტილების კონტექსტში, რაც მოსამართლემ მიიღო […]

Phubber სომხეთსა და აზერბაიჯანში – როგორ პოზიციონირებს სტარტაპი ახალ ბაზრებზე?

სომხეთი და აზერბაიჯანი – ასეთია ქართული ონლაინ გადაყიდვის პლატფორმა Phubber-ის 2023 წლის ბაზრების ექსპანსიის შედეგები. წლის დასაწყისში სტარტაპმა ონლაინ პლატფორმა სომხეთში ჩაუშვა. მოგვიანებით Phubber Consighment-მა რეალური მაღაზია აზერბაიჯანში გახსნა, ხოლო 2024 წლის იანვარში ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმაც აამუშავა. როგორც მუშაობს Phubber-ი სომხეთსა და აზერბაიჯანში და რა თავისებურებებით ხასიათდებიან რეგიონის ბაზრები – გაფართოების შესახებ #რედაქტ2-ში დასმულ კითხვებს Phubber-ის […]

Marca: მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

კილიან მბაპე პსჟ-ს სეზონის ბოლოს დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგი შემტევი ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის “რეალს” შეუერთდება. შეგახსენებთ, 25 წლის ფეხბურთელი “პარი სენ ჟერმენს” 2017 წელს შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში კილიანმა პარიზელთა მაისურით 287 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 204 გატანილი გოლითა და 104 საგოლე […]

პაველ ჰერჩინსკი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ მთავრობასთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობასთან იქნება სულ მცირე ისეთივე წარმატებული, როგორც მისი წინამორბედის მთავრობასთან

ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ყველა მთავრობასთან, ყველა პრემიერ-მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მან საქართველოში განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ელჩის განმარტებით, იმედი აქვს, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოს მომავალ მთავრობასთან ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც წინასთან. „რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სამთავრობო ცვლილებას. მესმის, რომ […]

„გაამოს“ – ორიგინალური ორცხობილების ბრენდი ქალების გაძლიერებისთვის

„გაამოს“ იდეა პინტერესტის სქროლვისას გაჩნდა, როცა რუტინული სამსახურიდან დაბრუნებულმა ნინო შოშიაშვილმა აპლიკაციაში ორიგინალური ორცხობილების ფოტოები აღმოაჩინა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნება აეხდინა და შეექმნა საკუთარი ბრენდი, რომლის მისიაა მომხმარებლებს „აამოს“. ახლახან ბრენდმა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროექტი საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და გენდერული […]

რა დაუჯდება ევროპის ეკონომიკას ფერმერთა პროტესტი? – Euronews-ის ანალიზი

საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში ფერმერთა პროტესტის ტალღა გრძელდება და სავარაუდოა, რომ ის ევროპის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებს. თუმცა ვიდრე შედეგებზე ვიმსჯელებთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იყო ამ ყველაფრის საწყისი. მიმდინარე საპროტესტო ტალღას საფუძველი ჯერ კიდევ 2019 წელს, “მწვანე შეთანხმებით” ჩაეყარა, რომლის ფარგლებშიც კლიმატური ნეიტრალიტეტის გამო სოფლის მეურნეობაში გარკვეული პროცესები უნდა შეცვლილიყო. შეთანხმების მიზანი ევროპის […]

ამინდის პროგნოზი 6 თებერვლის ჩათვლით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების […]

პროკურატურა ქოლ-ცენტრების საქმეზე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს

პროკურატურა თბილისში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს. „საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას. პროკურატურა თბილისში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, […]

ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულებს 13 წელი მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილში ბრალდებულებმა დაზარალებული ვითომდა სამუშაოდ, მოტყუებით გაამგზავრეს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და გადასცეს პირს, რომელთანაც სოლიდური ფინანსური ვალდებულება გააჩნდათ. დაზარალებული საზღვარგარეთ მონობის თანამედროვე პირობებში აღმოჩნდა. კერძოდ, მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს თავისუფალი […]

ამაყად რომ გამოდის, მოვიგეო, პირველი ნაწილი წააგო იმიტომ, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა – მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე

„ახლა ამაყად რომ გამოდის დღეს, მოვიგე, პირველი ნაწილი წააგო იმიტომ, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა. სასამართლოსთან ბრძოლის ნაწილად უნდოდა ექცია ეს თავისი ე.წ ქეისის საქმე“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა. „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდ ბოროტებასთან […]