სპეცრაზმი „თბილისი მერიოტის“ მიმდებარედ ჩადგა, მომიტინგეები კი რუსთაველის თეატრის წინ იმყოფებიან

სპეცრაზმელებმა „თბილისი მარიოტთან“ კორდონი გააკეთეს. პარალელურად, საპოლიციო ძალებს დაკავებული აქვთ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის, ასევე, ქაშვეთის მიმდებარე ქუჩები. რაც შეეხება მომიტინგეებს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა აქციის დაშლა დაიწყეს, მათ რუსთაველის თეატრის წინ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. სპეცდანიშნულების რაზმი კი აქციის დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.
პრეზიდენტი – ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს – საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?

ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. […]
ვედანტ პატელი – ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ – ყველა მხარეს მოვუწოდებთ, საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყონ

ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პეტელი ყველა მხარეს მოუწოდებს, აქციის მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყოს. „ჩვენ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ. ისინი ცდილობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გამოიყენონ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობა. აშშ […]
სპეცრაზმი „თბილისი მერიოტის“ მიმდებარედ ჩადგა, მომიტინგეები კი რუსთაველის თეატრის წინ იმყოფებიან – დემონსტრანტები პერიოდულად ისვრიან პიროტექნიკას, სპეცრაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს

სპეცრაზმელებმა „თბილისი მარიოტთან“ კორდონი გააკეთეს. პარალელურად, საპოლიციო ძალებს დაკავებული აქვთ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის, ასევე, ქაშვეთის მიმდებარე ქუჩები. რაც შეეხება მომიტინგეებს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა აქციის დაშლა დაიწყეს, მათ რუსთაველის თეატრის წინ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები პერიოდულად, ლაზერებს ანათებენ სამართალდამცავებს და მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ. სპეცდანიშნულების რაზმი კი აქციის დასაშლელად ე.წ. გაზის კაფსულებს ისვრის.
“[ნამოხვანჰესის პროექტის ჩაგდებაში] დამნაშავეები არიან ვითომ დედამიწის ქერქის დამცველები” – მარგებაძე

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი მარგებაძის განცხადებით, Enka -ს მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მოგებულ დავაში დამნაშავეები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. მისი თქმით, ექსპერტების ნაწილმა “ნამოხვანჰესის” აშენებას ხელი შეუშალა.
ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და შეშფოთებული ვართ ჟურნალისტების დაკავების, მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით – ვედანტ პატელი

ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და შეშფოთებული ვართ ჟურნალისტების დაკავების, მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით – ვედანტ პატელი ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და შეშფოთებული ვართ ჟურნალისტების დაკავების, მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას […]
ინვესტორების გაძევება: რატომ ართმევენ რუსებს კვიპროსის „ოქროს“ პასპორტებს

ინვესტორების გაძევება: რატომ ართმევენ რუსებს კვიპროსის „ოქროს“ პასპორტებს კვიპროსულმა ინტერნეტპორტალმა Politis-მა გამოაქვეყნა 77 უცხოელი ინვესტორის სია, რომელთაც „ოქროს“ პასპორტებს, გამოცემის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება გააუქმებს. სია დაახლოებით ერთი თვის წინ მომზადდა და მოგვიანებით კიდევ ცხრა ადამიანი დაემატა. სულ 86 კანდიდატს კვიპროსის მოქალაქეობა ჩამოერთმევა, დამატებით ასევე მათ ოჯახებს. სახელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სიაში 30-მდე რუსია, მათ შორის […]
მამუკა ხაზარაძე დღეს რუსთავში მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო” ავრცელებს. მათივე ცნობით, მამუკა ხაზარაძე გეგმავს ქვეყნის მასშტაბით სხვა რეგიონებშიც ჩავიდეს და ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე პროტესტს შეუერთდეს. “ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ამოცანაა, რომ ვიაროთ ყველგან, ქალაქებში, სოფლებში, ცენტრებში, ყველგან, სადაც პროტესტია, გავამხნეოთ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსულ ხელისუფლებას, რომელმაც გადაკეტა […]
სპეცრაზმმა სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრიც – დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა. აღნიშნული ტერიტორია თითქმის სრულად გათავისუფლებულია მომიტინგეებისგან. ამ დროისთვის, მომიტინგეებმა „თბილისი მერიოტთან“ გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა. მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი.
,, პარტიებო (ქოც-ნაც) გახსენით საკუთარი მედიები აზრისთვის და ლაპარაკისთვის, სანამ სისხლი დაღვრილა” – იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია: ,,ამ აქციებს ერთი კარგი შედეგი მოჰყვება – ახალგაზრდობა ახლოდან გაიცნობს საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემას და მიხვდება რას ნიშნავს, როცა მთავრობა, არა სახალხო ნდობაზე, არამედ ტლანქ ძალაზე დგას. იმედი ვიქონიოთ, რომ შიშის, უიმედობის და გაქცევის ნაცვლად, შურისძიება მოუნდებათ, მათ შორის, საკუთარ მშობლებზე, რომლებმაც ეს ბოროტება დაახვედრეს და მის დასანგრევად ყველაფერს გააკეთებენ. თუმცა მშობლების […]