“აქციის აგრესიულმა წევრებმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები დაიწყეს” – შსს ისევ აფრთხილებს მოქალაქეებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს ისევ აფრთხილებს, რომ თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. უწყებაში აცხადებენ, რომ 3 დეკემბერს, შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის “აგრესიულმა წევრებმა”, მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი მოქმედებები დაიწყეს. “კერძოდ, აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს”, – წერია […]

რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა. აღნიშნული ტერიტორია თითქმის სრულად გათავისუფლებულია მომიტინგეებისგან. ამ დროისთვის, მომიტინგეებმა „თბილისი მერიოტთან“ გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა. მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში ნორვეგიელებმა წილი საბოლოოდ გაყიდეს

ნორვეგიულმა კომპანია Equinor-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და ინდურ ONGC Videsh Limited-თან გარიგება დახურა, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG-ის) საბადოების ბლოკის განვითარების პროექტში და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BTC Co-ში თავისი წილის გაყიდვას ეხება. ამის შესახებ Equinor-ის განცხადებაში წერია, რასაც Report ავრცელებს. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 29 ნოემბერს დაიხურა, ხოლო გარიგების ჯამური ოდენობა 720 მლნ დოლარია. კომპანია წერს, […]

ბადრი ჯაფარიძე – თუკი არცერთი ადამიანი არაა დაკავებული, ვინც სადისტურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს, ე.ი. ასეთი დავალება ჰქონდათ – ეს სრულად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა

თუკი არცერთი ადამიანი არაა დაკავებული, ვინც ასე სადისტურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს, ე.ი. ასეთი დავალება ჰქონდათ – რა უნდოდა ამ ადამიანების დაკავებასა და ამოცნობას? – პასუხისმგებლობა სრულად „ქართული ოცნებისაა“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთავში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საპროტესტო აქციებზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა. მისი თქმით, იმით, რომ არ მომხდარა არცერთი […]

შსს – აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, აქციის წევრები სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის ბლაგვ საგანს, პიროტექნიკას და აალებად ნივთს. „შეკრების დაწყებიდან მალევე, საპროტესტო აქციის აგრესიულმა წევრებმა, მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი […]

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით სპეციალურ საშუალებებს იყენებს – მომიტინგეები კი მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური საშუალებები, ე.წ. გაზის კაფსულები ისროლეს. მომიტინგეები კი მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლების პერიოდში გამოიყენეს წყლის ჭავლიც. ამ დროისთვის, სპეცრაზმელები „თბილისი მერიოტთან“ არიან განლაგებული. როგორც ცნობილია, სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის გვერდითა ქუჩებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრიც სრულად გაათავისუფლა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ასევე, პროტესტის რამდენიმე მონაწილეც დააკავა.

ძალოვნებმა მორიგ ჯერზე დაიწყეს აქციის დარბევა — პროტესტის მეექვსე დღე

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყო – უკვე მეექვსედ. დარბევისას პოლიცია სპეცსაშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს იყენებს. ამჟამად, ტერიტორია პარლამენტის წინ ძალოვნების ხელშია, მომიტინგეებმა უკან დაიხიეს. ასევე, დაკავებულია რამდენიმე პირი.

შსს-ს ცნობით, აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე აფეთქების მომზადების ბრალდებით, 25 წლის პირი დააკავეს. უწყება განმარტავს, რომ სამართალდამცველებმა თავდაპირველად ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. შსს ირწმუნება, რომ აქციის მონაწილის ჩხრეკის შედეგად ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ამოიღეს. “პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი […]

სპეცრაზმმა პრაქტიკურად სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრიც – დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე

რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა. აღნიშნული ტერიტორია თითქმის სრულად გათავისუფლებულია მომიტინგეებისგან. ამ დროისთვის, მომიტინგეებმა „თბილისი მერიოტთან“ გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა. მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი.

ბათუმში აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს – ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის ორივე მონაკვეთი, პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. მოქალაქეები ბათუმის მთავარი შემოსასვლელისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. გადაკეტილია გორის ქუჩაც. ქალაქის შესასვლელში საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. “ხელისუფლება იძალადებს? უფრო მეტი გამოვალთ და დავუპირისპირდებით რუსულ რეჟიმს. გადავკეტავთ ყველა ქუჩას და ჩვენ ხმას გაიგებენ ყველგან. ამ ისტორიულ შანს საქართველო არ დაკარგავს, რადგან ქვეყნის უმრავლესობას ევროპული […]