ზურაბიშვილი: სსრკ დაბრუნდა? პროევროპულ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს ომონი

განათლების სამინისტრო ხსნის ცხელ ხაზს ინფორმატორებისთვის, რომლებიც მიაწვდიან ცნობებს, მათ შესახებ, ვინც სასწავლო პროცესს ხელს უშლის… სსრკ დაბრუნდა? მშვიდობიან პროევროპულ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს ომონი. ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს. მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა

სვენია შულცე: საქართველოს მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა შეუძლებელია

საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. საქართველოსთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობა განხილვის ქვეშაა. არც ახალი პროექტი განხორციელდება და არც სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი ზომები ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით.

U21. ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი

ბრატისლავაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა – პორტუგალია, საფრანგეთი და პოლონეთი. ცნობილი გახდა C ჯგუფში ჩვენი გუნდის განრიგი. ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთში 11-28 ივნისს გაიმართება. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში ორი საუკეთესო გავა.

პრეზიდენტი – ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს – საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?

ძალადობისა და რეპრესიების მეექვსე დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ „ომონის“ ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაპროპორციულად გამოიყენეს, მასობრივი დაკავებები და არასათანადო მოპყრობა. განათლების სამინისტრო ინფორმატორებისთვის ცხელ ხაზს ხსნის, სასწავლო პროცესის დამრღვევთა შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად, საბჭოთა კავშირი დაბრუნდა?“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. […]

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლის მიზნით სპეციალურ საშუალებებს იყენებს

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური საშუალებები, ე.წ. გაზის კაფსულები ისროლეს. მომიტინგეები კი მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლების პერიოდში გამოიყენეს წყლის ჭავლიც. ამ დროისთვის, სპეცრაზმელები „თბილისი მერიოტთან“ არიან განლაგებული. როგორც ცნობილია, სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის გვერდითა ქუჩებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრიც სრულად გაათავისუფლა. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ასევე, პროტესტის რამდენიმე მონაწილეც დააკავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ხუთშაბათს შედგება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ხუთშაბათს, 22:00 საათზე შედგება. ინტერვიუს შესახებ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა პირველ დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა. საქართველოს პირველმა არხმა განაცხადა, რომ არხი მზად იყო, დაუყოვნებლივ მიეწვია სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ეთერში. პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოს პირველ არხს აცნობა, რომ ინტერვიუ, შესაძლებელია, დაგეგმილიყო სამშაბათს ან ოთხშაბათს. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ […]

,, ვინც მაგ დებატებზე იჯდება მეორე მხრიდან, ვის წარმოადგენენ, ეგეც რომ დააზუსტონ, თუ შეიძლება” – ნიკა გვარამია

,, ვინც მაგ დებატებზე იჯდება მეორე მხრიდან, ვის წარმოადგენენ, ეგეც რომ დააზუსტონ, თუ შეიძლება” – ნიკა გვარამია ,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: ,,კობახიძესთან დებატები სერიოზულად განიხილება ვინმეს მიერ? პუტინთან დებატებზე ზელენსკი წარმოგიდგენიათ? კი, უტრირებაა, მაგრამ არსებითად იგივეა. ps ვინც მაგ დებატებზე იჯდება მეორე მხრიდან, ვის წარმოადგენენ, ეგეც რომ დააზუსტონ, თუ შეიძლება.”

,,უეცარი სიკვდილი, სიბრმავე, გლაუკომა… შორეული შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებას” – გიორგი კამკამიძე

,,უეცარი სიკვდილი, სიბრმავე, გლაუკომა… შორეული შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებას” – გიორგი კამკამიძე ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე: ,,დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ! ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას. ქიმიურ იარაღად შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს […]

“თქვენთვის არავის მოუნიჭებია უფლება ხალხის სახელით ვინმეს ედებატოთ” – თეა თუთბერიძე

“თქვენთვის არავის მოუნიჭებია უფლება ხალხის სახელით ვინმეს ედებატოთ” – თეა თუთბერიძე კმარას თანადამფუძნებელი თეა თუთბერიძე: თქვენთვის არავის მოუნიჭებია უფლება ხალხის სახელით ვინმეს ედებატოთ და მიანიჭოთ ლეგიტიმაცია! მონახა ივანიშვილმა თავისი მაშველი რგოლი ვრცელდება ინფორმაცია, რომ თინა ხიდაშელი და პაპუნა ჯანელიძე ირაკლი კობახიძესთან დებატებს დასთანხმდნენ. ხიდაშელი, წერს: ჯერჯერობით ვიცი მხოლოდ ის რომ საზმაუსგან არის თანხმობა, მათ ეთერში […]

,,თბილისის ქუჩებში მებრძოლი საოცარი ქართველი ქალების შთაგონებით“ – ფადი ასლი

ბიზნესმენი ფადი ასლი: ,,თბილისის ქუჩებში მებრძოლი საოცარი ქართველი ქალების შთაგონებით. ,,ქალი“, არის სიტყვა, რომელიც ასოცირდება სისუსტესთან, სინაზესთან, დედობასთან, მზრუნველობასთან, სილამაზესთან, ქალურობასთან და სათნოებასთან. წლების განმავლობაში მე აღმოვაჩინე, რომ მამაკაცის მიერ ქალის აღქმის ამ ზედსართავებს კიდევ მეტი უნდა დაემატოს, როგორიცაა ძალა, სიმამაცე, გამბედაობა, პასუხისმგებლობა, გონიერება, საიმედობა, უნარიანობა, სანდოობა… მე ქალებს ყველგან ვაკვირდებოდი – პოლიტიკაში, ორგანიზაციებში, ბიზნესში, […]