ამერიკამ ერაყსა და სირიაში საპასუხო საჰაერო იერიში მიიტანა

შეერთებულმა შტატებმა დღეს, 2 თებერვალს, საპასუხო ავიაიერიში მიიტანა ერაყსა და სირიაში განლაგებულ, 85-ზე მეტ სამიზნეზე. ვაშინგტონი თვლის, რომ ისინი დაკავშირებულია ირანის რევოლუციურ გვარდიასთან და მათ მიერ მხარდაჭერილ ძალებთან იორდანიაში, სადაც დრონებით მიტანილი მსხვერპლიანი თავდასხმის შემდეგ, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 40-მდე დაშავდა. სავარაუდოდ, ეს პირველი დარტყმაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებული, რამდენიმესაფეხურიანი საპასუხო რეაქციის, […]

2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

ბრენდის ღირებულება ნებისმიერი კომპანიის არამატერიალური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილია. პატენტებისა და ბრენდების სახელების მსგავსი არამატერიალური აქტივები კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდს ჯამურად 5 ტრილიონი დოლარის ღირებულება აქვს. ბრენდის ღირებულებით პირველ ადგილს რეიტინგში 416.6 მილიარდი დოლარით Apple იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკული […]

ვუყურებთ პოლიტიკურ ველს და ამ პოლიტიკურ ველზე სახელისუფლებო ძალას ეს შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია – ბექა დავითულიანი

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის საკითხი დადგა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ წინაშე არსებობს. ჩვენ ვუყურებთ პოლიტიკურ ველს და ამ პოლიტიკურ ველზე სახელისუფლებო ძალას ეს შესაძლებლობა ნამდვილად გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროება არის იმისთვის, რომ ამ არეულ მსოფლიოში შევძლოთ უფრო ეფექტურად მანევრირება რომ ჩვენს ქვეყანასა […]

აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკვე არსებობს დე ფაქტო მშვიდობა. ილჰამ ალიევის თქმით, ორი ქვეყნის საზღვარზე რამდენიმე თვეა მშვიდობიანი ვითარება სუფევს. “მაგრამ იმისათვის, რომ ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს, აუცილებელია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და აზერბაიჯანის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების დასრულება”, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობის […]

იმედისმომცემია ახლად წარდგენილი პრემიერის განცხადებები – ევროკავშირის ელჩი ირაკლი კობახიძეზე

იმედისმომცემია ახლად წარდგენილი პრემიერის განცხადებები, რომ ახალი მთავრობა მზად არის იმუშაოს ძალიან ძლიერად, რათა საქართველომ 9 ნაბიჯის განხორციელების კუთხით წინ წაიწიოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად სურთ ამ 9 ნაბიჯის შესრულება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, წინ წავიწიოთ, რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ საქართველო შემდგომ […]

ROCKY-სა და PREDATOR-ის ვარსკვლავი კარლ უეზერსი გარდაიცვალა

76 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი კარლ უეზერსი გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობი მენეჯერი ავრცელებს. მენეჯერის თქმით მსახიობი “სახლში, მშვიდ გარემოში გარდაიცვალა”. სიკვდილის ზუსტი მიზეზი არ სახელდება. “კარლი იყო გამორჩეული ადამიანი, რომელმაც ექსტრაორდინალურად იცხოვრა. მან თაობებს დაუტოვა წარუშლელი კვალი. ის იყო საყვარელი ძმა, მამა, ბაბუა, პარტნიორი და მეგობარი”. – წერია ოჯახის განცხადებაში. უეზერსმა კარიერა როგორც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ […]

დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს

დასავლეთში თუ ზედმეტად ითამაშებენ და ხელყოფენ რუსეთის მთლიანობას, მაშინვე მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – დიდ ომს, რომელსაც ნატო ვერ აიცილებს თავიდან, – ამის შესახებ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები ცეცხლთან სახიფათო თამაშია. „ჩვენ არ ვაპირებთ ამ ბლოკის რომელიმე ქვეყანაზე […]

აშშ-ის არმიამ დაიწყო საპასუხო თავდასხმები ირანთან დაკავშირებულ სამიზნეებზე სირიასა და ერაყში

აშშ-ის ქვეყნის შეიარაღებულა ძალებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე სირიასა და ერაყში. ამის შესახებ იტყობინებოდა ამ ქვეყნის მედია ამერიკის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, 2 თებერვალს. ეს თავდასხმები პასუხია იორდანიაში დრონით თავდასხმაზე 28 იანვარს, როცა სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ დაადასტურა თავდასხმების ფაქტი და განაცხადა, რომ მისმა ძალებმა „საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ერაყსა და […]

WP: ზელენსკიმ თეთრ სახლს შეატყობინა, რომ ზალუჟნის გადაყენება გადაწყვიტა

უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს შეატყობინა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური შტაბის სარდლის, ვალერი ზალუჟნის გადაყენება გადაწყვიტა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Washington Post დისკუსიების შესახებ ინფორმაციის მქონე ორ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ანონიმური წყაროს ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილების მხარდაჭერისა ან შეწინააღმდეგებისგან თავი შეიკავეს და ეს ნაბიჯი ზელენსკის სუვერენულ გადაწყვეტილებად მიიღეს. უკრაინის პრეზიდენტს ზალუჟნის გათავისუფლების ოფიციალური განკარგულება […]

Apple Vs Microsoft: 20-წლიანი ბრძოლა პირველობისთვის

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიო ორი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-სა და Microsoft-ის პირველობისთვის ბრძოლას თვალს ადევნებს – საბაზრო კაპიტალიზაციით ყველაზე ღირებული კომპანია თუ წლების განმავლობაში Apple იყო, დღეს ეს სტატუსი Microsoft-მა გადაიბარა და მეტიც, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად 3 ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. გასულ კვირას ასევე 3 ტრილიონიან ნიშნულზე იყო Apple-იც, თუმცა აქციების ფასის ვარდნის […]