ზურაბ ბატიაშვილი – ყველა ხვდება, რომ თუ პუტინმა გაიმარჯვა, ის უკრაინაზე არ შეჩერდება და სხვა ევროპულ ქვეყნებსაც შეუქმნის საფრთხეს

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომის ფონზე, დაიწყებს თუ არა აშშ პროირანული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას, ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება რა გავლენას ახდენს უკრაინა-რუსეთის ომზე, თუ აშშ-მ უკრაინას დახმარება ვერ გამოუყო, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინის მთავარი მხარდამჭერი არა აშშ, არამედ ევროპა აღმოჩნდეს, ”ინტერპრესნიუსი” აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. – ბატონო ზურაბ, ისრაელი […]
ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტყის ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტყის ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP-ი ავრცელებს. ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა კატასტროფის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა ხანძრის ჩასაქრობად ყველა საჭირო რესურსი იყოს ხელმისაწვდომი. ჩილეში, ცენტრალურ ვალპარაისოს რეგიონში, ტყის ხანძარი რეგიონის ასობით სახლს ემუქრება. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ხანძარზე გავლენას სიცხე და გვალვა ახდენს, […]
ამერიკელი სამხედროების სიკვდილის საპასუხოდ აშშ-მ პროირანული ჯგუფების 85 სამიზნეს დაარტყა

აშშ-მ იორდანიაში 3 ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შემდეგ სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისა და თავად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 85-ზე მეტ სამიზნეზე საპასუხო იერიშები მიიტანა. სამიზნეებს შორის იყო მართვის შტაბები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტების, დრონებისა და საბრძოლო მასალების საცავები და სხვა ობიექტები, რომლებიც დაკავშირებული იყო IRGC-ის ელიტარულ ყუდსის ძალებთან და პროირანულ დაჯგუფებებთან. აშშ-ს […]
ეს დასასრულია – “ნაპოლიმ” ზელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა

“ნაპოლის” ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლონელი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე განაცხადიდან ამოიღეს. დიდი ალბათობით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ზელინსკი და დე ლაურენტისი ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. ფაბრიციო რომანოს ცნობით, პოლონელი ფეხბურთელის დამატებით “ინტერი” ინტერესდება. შეგახსენებთ, ზელინსკი “ნაპოლის” 2016 წელს, “უდინეზედან” შეუერთდა.
“ჩემთვის წმინდა ევროპის დროშაა, “ქართული ოცნებისთვის” – 35 მილიონის მკვლელი სტალინის ხატი – ლაშა ბუღაძე

“ჩემთვის წმინდა ევროპის დროშაა, “ქართული ოცნებისთვის” – 35 მილიონის მკვლელი სტალინის ხატი.“- წერს სოციალურ ქსელში ლაშა ბუღაძე. “ევროპის დროშის დაწვისა და ხალხის რბევა-დევნისთვის არავინ დაუჭერიათ, ერთი ეს შერეკილი ფაშისტ-არამზადა აყურყუტეს სუსში რამდენიმე საათით (ალბათ, საპატრიარქოს იმ წვერულის შეურაცხყოფის გამო) და ახლა გადაწყვიტეს, რომ რუსეთუმე ბნელებს “ბარტყად” გადაუგდონ ნატა ფერაძე. ამაზე საზიზღარი და ავაზაკი ხელისუფლება ქართველებს […]
აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და მასთან დაკავშირებულ სამიზნე ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა. აშშ-მა ბომბდამშენების გამოყენებით საჰაერო იერიშები 85 […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის […]
ნატოს მასშტაბური წვრთნები- რისთვის ემზადება ალიანსი

ნატომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. კრემლში ამბობენ, რომ ეს პროვოკაციაა და ნატოს წვრთნებს მათგან საპასუხო სამხედრო ქმედება მოჰყვება- რა მნიშვნელობა აქვს ამ წვრთნებს, რითია ის გამორჩეული და რა შესაძლო სამხედრო პასუხზე საუბრობს რუსეთის ხელისუფლება.
შენგელია დაბრუნდა – “ვირტუსმა” “პარტიზანს” სძლია

თორნიკე შენგელიამ ტრავმა მოირჩინა და ევროლიგის 25-ე ტურში “ვირტუსს” საკუთარ მოედანზე “პარტიზანის” დამარცხებაში (88:84) დაეხმარა. შენგელიამ 21:41 წუთში 8 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 8 იყო. “ვირტუსი” 16 მოგებით მესამე ადგილზეა და 9 თებერვალს “მონაკოს” უმასპინძლებს.