ამერიკელი სამხედროების სიკვდილის საპასუხოდ აშშ-მ პროირანული ჯგუფების 85 სამიზნეს დაარტყა

-მ იორში 3 ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შემდეგ სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისა და თავად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 85-ზე მეტ სამიზნეზე საპასუხო იერიშები მიიტანა.
სამიზნეებს შორის იყო მართვის შტაბები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტების, დრონებისა და საბრძოლო მასალების საცავები და სხვა ობიექტები, რომლებიც დაკავშირებული იყო IRGC-ის ელიტარულ ყუდსის ძალებთან და პროირანულ დაჯგუფებებთან. აშშ-ს პრეზიდენტის, ს განცხადების მიხედვით, დარტყმები გაგრძელდება.
იერიშების მისატანად აშშ-მ გამოიყენა სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის შორი მანძილის ბომბდამშენები, რომლებიც ამერიკის ტერიტორიიდან აფრინდნენ. იერიშები შესრულდა 125-ზე მეტი მაღალი სიზუსტი საბრძოლო მასალით.
28 იანვარს თავს დაესხნენ იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტ Tower 22-ს. შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ვარაუდობდნენ, რომ აშშ-მ მოწინააღმდეგის დრონი იმიტომ არ ჩამოაგდო, რომ ის მიიჩნიეს საკუთარ უპილოტო საფრენ აპარატად, რომელიც მისიიდან ბრუნდებოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო პირობა, რომ თავდასხმაში მონაწილეები პასუხს აგებდნენ. აშშ თავდასხმაში პროირანულ დაჯგუფებებსა და ირანს ადანაშაულებდა. თეირანმა ბრალდება უარყო.
Tower 22-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ერაყში მოქმედმა ისლამურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, მათ შორის კათაიბ ჰეზბოლასა და ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბას აერთიანებს. 31 იანვარს კათაიბ ჰეზბოლაში აცხადებდნენ, რომ აშშ-ს ობიექტებზე დარტყმებს წყვეტდნენ.