ნინო წილოსანი – „ქართული ოცნება“ წარდგება იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ ამომრჩევლის წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ – აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე და სტაბილურ განვითარებაზე

სამთავრობო პროგრამა, რომელიც დარეგისტრირდა და მომდევნო კვირაში იქნება პარლამენტში კომიტეტებზე და სესიაზე განხილული, ძირითად აქცენტებს რა თქმა უნდა, 2024 წელზე აკეთებს, – ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ახლა მთელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე. „2024 წლის ბოლოსკენ უკვე საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძისა და […]
ნინო წილოსანი- ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს

საბედნიეროდ, ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს, – ასე უპასუხა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ „მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხარს არ დაუჭერს“. ნინო წილოსანის თქმით, მთავრობის დაკომპლექტებაში მმართველ გუნდს არ სჭირდება ოპოზიციის დახმარება. „მმართველ გუნდს […]
გურიაში, სოფელ ჯაპანასთან ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

“ბათუმელების” ინფორმაციით, გურიაში, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ფოტო: “ბათუმელები.”
მოსკოვში, მობილიზებულთა მეუღლეების აქციაზე, ჟურნალისტები დააკავეს

მოსკოვის მანეჟნის მოედანზე პოლიციამ ჟურნალისტები დააკავა. „მედუზას“ ცნობით, ისინი აშუქებდნენ მობილიზებულთა მეუღლეების აქციას „გზა სახლისკენ“. არსებული ცნობებით, „დაკავებულია ყველა კაცი ჟურნალისტი“. მედია აღნიშნავს, რომ მათ ეცვათ ჟილეტები წარწერით „პრესა“, რის გამოც პოლიციას მათი იდენტიფიცირება არ უნდა გასჭირვებოდა. სულ ცნობილია 27 დაკავებულზე. მობილიზებულთა მეუღლეები უკვე მეცხრე აქციას მართავენ კრემლთან. აქციის ფარგლებში მონაწილეებმა ყვავილები მიიტანეს უცნობი ჯარისკაცის […]
GFFTV | ტრუა – ბორდო

2 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სოციალური მედიისა და ეროვნული ნაკრების ვებ გვერდის საშუალებით, ზურიკო დავითაშვილის ბორდოს თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებს. ქართველი შემტევის გუნდი, საფრანგეთის ლიგა 2-ის შეხვედრაში ტრუას ესტუმრება. მატჩი 22:00 საათზე დაიწყება. მატჩების სანახავად გადმოიწერეთ აპლიკაცა Livestream (IOS) (Android), შემდეგ მოძებნეთ ფეხბურთის ფედერაციის გვერდი GFFTV და დაელოდეთ მატჩებს. პირდაპირი რეპორტაჟების ყურება ასევე შესაძლებელია ეროვნული […]
ირაკლი ქადაგიშვილი – მთავრობის მოღვაწეობა წარმატებული იყო და სამთავრობო გეგმა რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს – ოპოზიციის შეფასებები ქილიკზე დამყარებული იქნება და ვთხოვ მათ, ეტლის ცხენივით თვალებზე ნუ აგვაფარებენ საფარებს

ის რაც წერია [სამთავრო გეგმის] ამ ტექსტში, არის პარტიის, მთავრობისა და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატის […]
იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების ამბიცია არ გააჩნიათ, მაგრამ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში უჩნდებათ ამბიცია ბიძინა ივანიშვილს და „ოცნებას“ წაეკინკლაონ – ეს შეთანხმებული მგონია

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტები იმით გამოირჩევიან, რომ მათ ქვეყნისთვის არაფრის კეთების არანაირი ამბიცია არ გააჩნიათ, მაგრამ საკუთარი ვადის მეორე ნახევარში სულ უჩნდებათ ამბიცია, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ წაეკინკლაონ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს 6 თებერვალს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენიდან, ხომ არ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია […]
ინალ არძინბა – აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული

აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინალ არძინბამ განაცხადა. „BRICS-ის ქვეყნების ჯგუფი უფრო სამართლიანი საერთაშორისო სისტემის, ფინანსური და ეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებისთვის მუშაობს. ასოციაციის მუშაობაში ანგარიშსწორებების ეროვნულ ვალუტაში გადასვლის ამოცანას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა არძინბამ. ამასთან, არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტიული ფორმატები […]
მაკა ბოჭორიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. პარლამენტის ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის […]
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი – საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ

გუდაურში „სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრი ხვალაც გაგრძელდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. “სნოუბორდ კროსის დისციპლინის”ტურნირში დღეს, პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ფრანგმა სპორტსმენმა ქლოე ტრენსბუშიმ, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან კანადელმა სპორტსმენმა, ელიოტ გრინდინმა. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, პირველი საფინალო დღე გუდაურში წარმატებით ჩატარდა. […]