გეგელია: ახალი სამთავრობო პროგრამა არის ვერსია იმ ფარსისა, რასაც ოცნება წარმოადგენს

ახალი სამთავრობო პროგრამა არის ახალი ვერსია იმ ფარსისა, რასაც წარმოადგენს ქართული ოცნება. ამავე დროს, აქ ჩვენ ვხედავთ ისეთ რაღაცებს, როგორიცაა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავება, რაც შეიცავს ბუნდოვანებას და ბადებს მთელ რიგ კითხვებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ეს და რამდენად თანხვედრაშია ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნულ, საგარეო და უსაფრთხოების ინტერესებთან. ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ კონკრეტიკას 9 […]

ცუკერბერგი Meta-ს დივიდენდებიდან წელიწადში $700 მლნ-ს გამოიმუშავებს

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა წელს შესაძლოა დაახლოებით 700 მილიონი დოლარი მიიღოს დივიდენდის გადახდიდან. ამის შესახებ Bloomberg წერს. კომპანიის ისტორიაში პირველად Meta-მ კვარტალური დივიდენდი გამოაცხადა აქციაზე 50 ცენტის ოდენობით. სააგენტოს შეფასებით, ცუკერბერგი ფლობს Meta-ს აქციების დაახლოებით 13%-ს, ანუ დაახლოებით 350 მილიონ აქციას, ხოლო დივიდენდის გადახდიდან მისი შემოსავალი კვარტალში დაახლოებით 175 მილიონი დოლარი იქნება. […]

,,საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ” – საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორი

გუდაურში ,,სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრი ხვალაც გაგრძელდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. სნოუბორდ კროსის დისციპლინის ტურნირში დღეს, პირველი დღის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ფრანგმა სპორტსმენმა ქლოე ტრენსბუშიმ,ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან კანადელმა სპორტსმენმა, ელიოტ გრინდინმა. მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, პირველი საფინალო დღე გუდაურში წარმატებით ჩატარდა. […]

მომავალ კვირას პარლამენტი პრემიერობის კანდიდატს და სამთავრობო გუნდს მოუსმენს – როგორია განრიგი?

საქართველოს პარლამენტისთვის მომდევნო კვირა დატვირთული იქნება. მიზეზი მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის და მის მიერ ახალი სამთავრობო გუნდის, ასევე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენა, რომელსაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 5 თებერვლის კვირაში ფრაქციულ და კომიტეტების დონეზე მოუსმენენ და პლენარულ სხდომაზე ნდობას გამოუცხადებენ. […]

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული, შეიცვლის თუ არა პოზიციას, მისი გადასაწყვეტია – ჩვენ უნდა მოვუსმინოთ, რა თქმა უნდა, მის გამოსვლას დავესწრებით

ხედავთ, რომ პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული -რა თქმა უნდა, დავესწრებით პრეზიდენტის მოსმენას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, რომ პარლამენტში მოვიდეს და წლიური ხედვა წარმოადგინოს. „ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ფაქტობრივად ოპოზიციურ ფლანგზეა გადასული, რა ექნება კონკრეტულად სათქმელი გამოსვლის დროს ვერ გეტყვით, შეიცვლის პოზიციას პრეზიდენტი და […]

გუდაურში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი – „გიზ-გიზი” მიმდინარეობს

საქართველოს სათხილამურო კურორტზე გუდაურში 3- დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი” იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. „ფესტივალის ფარგლებში, ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები, პერფორმანსი, თამაშები და გასართობი აქტივობები მოეწყო. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები. მოეწყო სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი აქციას მართავს – პროტესტი 10 დღეზე მეტია გრძელდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები მორიგ აქციას მართავენ. საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი მედპერსონალი უკვე 10 დღეზე მეტია კლინიკის შენობის დემონტაჟისა და რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ექიმები მსჯელობენ, როგორ გამოიყენონ კლინიკის რეორგანიზაციის და შენობების დანგრევის ერთი თვით გადავადება და მთავრობას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. პროცესის შესაჩერებლად ექიმებმა სასამართლოს მიმართეს, თუმცა განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. საავადმყოფოს გარშემო განვითარებული ამბების შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის […]

დანით შეიარაღებულმა პირმა პარიზის მთავარ რკინიგზის სადგურში 3 ადამიანი დაჭრა

პარიზში, ლიონის სარკინიგზო სადგურზე დანით შეიარაღებული უცნობი პირი ადამიანებს დაესხა თავს. ამის შესახებ Le Figaro იტყობინება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, მას იტალიაში გაცემული მართვის მოწმობა აღმოჩნდა, თუმცა ვისი ვინაობა მედიისთვის უცნობია. დანაშაულის მოტივებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ღარიბაშვილს სავარძელი არ სჭირდება საკუთარ თავთან და, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველ ხალხთან ურთიერთობისთვის

“დავიწყოთ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სამთავრობო სავარძელი და ზოგადად, თანამდებობა, ბევრს არაფერს ნიშნავს. ფაქტიც სახეზეა – მან თავად დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი ყოველგვარი ტრაგიზმისა და ქვეტექსტების გარეშე მაშინ, როდესაც ეს საჭიროდ ჩათვალა.”– წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში. “არც ირაკლი ღარიბაშვილისთვის არის პანაცეა პრემიერ-მინისტრობა. მან კარგად იცის, რომ ის, როგორც პილიტიკოსი, შედგა! როგორც პატრიოტი ქართველი შედგა! როგორც […]

2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ტრამპის სასამართლო პროცესი გადაიდო

აშშ-ს ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე აშშ-ს ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი გადაიდო, სანამ მისი საჩივარი სასამართლოში განიხილება. მოსამართლე, ტანია ჩუტკანმა თქვა, რომ პროცესი, რომელიც 4 მარტს უნდა დაწყებულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. სავარაუდოა, რომ საქმის განხილვა რამდენიმე თვით გადაიდოს. ტრამპის ადვოკატების მტკიცებით, მას სისხლის სამართლის ბრალდება არ უნდა წარედგინოს, რადგან […]