გიორგი, განხილვის გაგრძელებას არ ვაპირებ, ნახვამდის! – ტვ პირველის ჟურნალისტისა და გიორგი ჩალაძის კამათი

გიორგი, განხილვის გაგრძელებას არ ვაპირებ, ნახვამდის! – ტვ პირველის ჟურნალისტისა და გიორგი ჩალაძის კამათი გიორგი ჩალაძემ ტვ პირველის ჟურნალისტ ინა ცარციძეს შენიშვნა მისცა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტზე და უთხრა, რომ ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა თავად არ დაუთმია, რამაც ჟურნალისტის გაღიზიანება გამოიწვია და საკმაოდ ცივადაც უპასუხა. “ერთ დროს დათმობილი მოქალაქეობა უკან დაიბრუნოს” მინიმუმ ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია […]

“სასტუმროები ცარიელია… ტრასებზე 20-30 ადამიანი სრიალებს” – ირაკლი გურჩიანი მესტიის ზამთრის სეზონზე

სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებლის შეფასებით, მესტიაში ზამთრის ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამის შესახებ ირაკლი გურჩიანმა BMG-სთან ისაუბრა, მიზეზად კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელ გზა და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება დაასახელა. “მესტიაში ზამთრის სეზონი არ არის. ახალი წლის პერიოდში 60-70%-იანი დატვირთვა იყო, ისიც 10 დღის განმავლობაში. ძირითადად ქართველები იყვნენ, ტურისტები ძალიან ნაკლებად. ახლა სასტუმროები ცარიელია, არამხოლოდ ჩემი, ყველა სასტუმროში […]

Pandora სამკაულების წარმოებას გადამუშავებული ძვირფასი ლითონებით იწყებს

გაყიდვებით მსოფლიოს უმსხვილესი იუველირი Pandora წარმოებიდან მადნებიდან მოპოვებულ ოქროსა და ვერცხლს იღებს და ამიერიდან სამკაულებს გადამუშავებული ძვირფასი ლითონებისგან შექმნის, რადგან ეს პროცესი გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს – იტყობინება Reuters-ი. დანიური კომპანია, რომელიც განსაკუთრებულად ცნობილი ჩარმებიანი სამაჯურის წარმოებით გახდა, ყოველწლიურად 340 ტონა ვერცხლსა და 1 ტონა ოქროს ყიდულობს. Pandora-ს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მიწოდების ჯაჭვი 2022 […]

კალიფორნიაში შტორმსა და წყალდიდობას ელიან

სამხრეთ კალიფორნიაში კვირის მეორე, კიდევ უფრო ძლიერ ატმოსფერული მდინარის შტორმს ელიან. შტატის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელია სიცოცხლისთვის საშიში წყალდიდობები და მეწყრები. ინტენსიური წვიმა კალიფორნიაში გასულ შაბათს დაიწყო და პიკს კვირას მიაღწია, როდესაც 480 კმ-იანი სანაპირო სრულად ატმოსფერულმა ნალექმა დაფარა. შტორმი სანტა-ბარბარადან სამხრეთით, ლოს-ანჯელესსა და სან-დიეგოში გავრცელდა. აშშ-ის “ამინდის ეროვნული სერვისცენტრის” ინფორმაციით, უხვი ნალექი […]

ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული) წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს. ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს […]

მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიაზე – თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, თან უნდა თქვან, რომ უყვართ, რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული – ეუხერხულებათ, რომ „ნაციონალები“ არიან

თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი, რათა მოინადირონ მისი ელექტორატის გული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება. „ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები“ […]

ერაყის პრემიერი – აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადებას ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისი ავრცელებს. ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისის ცნობით, აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 25 ადამიანი. ერაყის მთავრობამ აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო […]

იაგო ხვიჩია – მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის – თავდაცვის მინისტრის შეცვლა

ბიძინა ივანიშვილის თავში რა არის და ეს ცვლილება რამ განაპირობა, ამაზე წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის – თავდაცვის მინისტრის შეცვლა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ირაკლი კობახიძეს მხარი რომ დაუჭიროს, მაშინ, ის „უმრავლესობის წევრი […]

ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს – ნინო წილოსანი

ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს – ნინო წილოსანი „საბედნიეროდ ქართველი ხალხი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ უმრავლესობაში აირჩიოს ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც რაციონალურ გადაწყვეტილებებსაც მიიღებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს“-ასე უპასუხა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომ „მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას […]

ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ გამოცადა ახალი ტიპის საზენიტო რაკეტა

ჩრდილოეთმა კორეამ შაბათს განაცხადა, რომ გამოცადა ახალი ტიპის საზენიტო რაკეტა და ფრთოსანი რაკეტის „ზემსხვილი“ ქობინი. სამხრეთ კორეაში მიაჩნიათ, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიძლება რუსული ტექნოლოგიის ასლი დაემზადებინათ. გამოცდა 2 თებერვალს ყვითელ ზღვაში ჩაატარა სარაკეტო მშენებლობის მთავარმა სამმართველომ, იტყობინება კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო. რამდენი რაკეტა გაუშვეს და რა მანძილზე, არ აზუსტებენ. კსდრ-ს საზენიტო რაკეტა […]