ნახეთ რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

· 1 ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6688 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6771 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0083 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8902 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0140 ლარი შეადგინა.

მოსკოვში დააკავეს დემობილიზაციის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის 25 მონაწილე

მოსკოვში, კრემლის კედელთან, ალექსანდრეს ბაღში, პოლიციამ დააკავა 25 ადამიანი, ძირითადად მედიის თანამშრომლები. იქ მიმდინარეობდა რეგულარული საპროტესტო აქცია მობილიზაციის წინააღმდეგ. ამჯერად მასზე გამოსვლის მოწოდებით გამოვიდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელიც. ტელეგრამის არხის, „პუტ დომოის“ მონაწილეები ალექსანდრეს ბაღში შეიკრიბნენ რუსეთში მობილიზაციის დაწყების მე-500 დღეს, რათა ყვავილები მიეტანათ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე. გუშინ არხმა ფრონტზე გაგზავნილ მობილიზებულთა ნათესავებს და „ყველა არაგულგრილ […]

2023 წელს ამერიკულმა კომპანიებმა საზღვარგარეთ $81 მლრდ-ის იარაღი გაყიდეს

2023 წელს ამერიკულმა თავდაცვის კომპანიებმა 81 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გაიტანეს საზღვარგარეთ, რაც მანამდე არსებულ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. ამის შესახებ Politico აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის თანახმად, იარაღის გაყიდვებში წამყვანი როლი უკრაინაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებულმა „ძირითადი გარიგებებმა“ ითამაშა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ტრანზაქციები იყო თავდასხმის და სატრანსპორტო ვერტმფრენების გაყიდვა, რომელთა ღირებულება […]

ანჯეი დუდა – არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებს

არ ვიცი დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. „დღეს რუსეთი უკრაინაში გამარჯვებას ცდილობს. მე ამას ასე ვიტყვი: თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს შეინარჩუნებს, მაშინ ეს რუსეთის გამარჯვება იქნება და მაშინ რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის ალბათობა ძალიან დიდი იქნება. არ ვიცი, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ყირიმს, მაგრამ მჯერა, რომ ის […]

ნინო წილოსანი პრეზიდენტის მოხსენებაზე – თავისთავად, ეს მოხსენება იქნება ფორმალური და ვწუხვარ, რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ სათანადო პასუხი გავცეთ მის საქმიანობას

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ პატივი ვცე ინსტიტუციას და ამ შემთხვევაში ჩემი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემის და არა მისი პიროვნების პატივისცემის გამო, რა თქმა უნდა, დავესწრები ანგარიშს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მოხსენება მხოლოდ ფორმალური იქნება. „მისი […]

საქართველოს რესტორნებში სადილობა გაძვირდა

საქართველოს რესტორნებში სადილი გაძვირდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის იანვრის მონაცემები. როგორც „საქსტატის“ მონაცემებიდან ირკვევა, გასულ თვეში, 2023 წლის იანვართან შედარებით, რესტორანში სადილის ფასი 7.5%-ით არის გაძვირებული. აღნიშნული შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვადასხვა საკვები პროდუქტის გაძვირებას, ასევე კვების ობიექტებისთვის გარკვეული ხარჯების გაზრდას. გარდა, ზოგადი სადილისა, როგორც მონაცემებიდან ირკვევა, გაზრდილია რესტორნებში ხინკლის ფასი. წლიურად […]

ერაყი: აშშ-ს საჰაერო იერიშების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ერაყის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ს საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. მათივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიჭრა 25 ადამიანი. ერაყის მთავრობის სპიკერმა აშშ-ს საჰაერო იერიში “ერაყის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ახალ აგრესიად შეაფასა” და თქვა, რომ ამით აშშ ერაყსა და მთელს რეგიონს უფსკრულის პირას აყენებს. გარდა ამისა, ადგილობრივი სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ერაყის საგარეო […]

ციხიდან გაქცეული იტალიური მაფიის ბოსი საფრანგეთის რესტორანში ქალთან ვახშმობისას დააკავეს

გასულ 2023 წელს სარდინიის ციხიდან გაქცეული 40 წლის იტალიური მაფიის ბოსი, მარკო რადუანო, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე მდებარე ძვირადღირებულ რესტორანში, ქალთან რომანტიკული ვახშმის დროს დააკავეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გაქცევამდე რადუანო 24-წლიან პატიმრობას ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იხდიდა. გაქცევის შემდეგ კი მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 2017 წელს იტალიის ერთ-ერთ ბარში მაფიოზ ომარ ტროტის მკვლელობისთვის. მას შემდეგ რაც რადუანომ ციხიდან […]

გურჯაანის დელტამ აჭარაში ბათუმი დაამარცხა

ერთთვიანი პაუზის შემდეგ სუპერლიგა განახლდა. რეგულარული ჩემპიონატის მეორე წრე აჭარაში დანიშნული მატჩით დაიწყო, სადაც ბათუმმა გურჯაანის დელტას უმასპინძლა. ამ გუნდების პირველი წრის შერკინება, რომელიც გურჯაანში, სუპერლიგის პირველ ტურში გაიმართა, ბათუმელთა 5-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა. ამჯერადაც სტუმრებმა იმარჯვეს: დელტამ მასპინძელი ბათუმი 9 ქულით – 83:74 (სტატისტიკა) დაამარცხა და ვინძლო, ამ გუნდებს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს თანაბარი ქულები დაუგროვდეთ, […]

რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე „რა მოცემულობაც ჩანს ქართულ პოლიტიკურ ველზე, არცერთი არ არის ახლოს „მესამე ძალის“ რეალურ მცნებასთან.”– განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან, როდესაც ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა შეფასება. “ერთი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც მრავალ სეგმენტად დაიშალა. არჩევნები მოდის და დაშლილი […]