ევროპაში ეგვიპტურ ფორთოხალზე მოთხოვნა იზრდება

ხმელთაშუა ზღვის აუზის მთავარი მწარმოებლებისთვის ნარინჯისფერი კამპანიის პირველი ნაწილი დასასრულს უახლოვდება. ფრანგი ტრეიდერის თქმით, წელს დიდი ზომის ხილი ჭარბობს, ფორთოხლის გაყიდვები „ნაველინის (Navelines) ჯიშებიდან საგვიანო ლენე (Lane) და ნავე (Nave) ჯიშებამდე“ მთავრდება. გასულ თვეში დაიწყო საწვენო ჯიშის სალუციანას (Salutsiana) კამპანია, მარტის ბოლოს კი ოპერატორები გადადიან ვალენსიის (Valencia) ჯიშზე, იუწყება FreshPlaza. „მოთხოვნა მაღალია და ფასები კარგია“, […]

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი – აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები ერაყისა და სირიის სუვერენიტეტს არღვევს

აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები ერაყისა და სირიის სუვერენიტეტს არღვევს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა. „აშშ-ის თავდასხმები მორიგ ავანტიურულ და სტრატეგიულ შეცდომას წარმოადგენს, რომელიც რეგიონში დაძაბულობისა და არასტაბილურობის გაზრდას გამოიწვევს“, – განაცხადა ნასერ ქანაანმა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, რომ რეგიონში აშშ-ის უკანონო და ცალმხრივი […]

რუსი გენერალი ყირიმზე თავდასხმას ემსხვერპლა – გარდაცვლილი ლეიტენანტი ალექსანდრ ტატარენკოა

ყირიმზე ორი დღის წინ უკრაინის მიერ თავდასხმა განხორციელდა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდასხმას რუსი გენერალ-ლეიტენანტი, ალექსანდრ ტატარენკო ემსხვერპლა. მის გარდა თავდასხმას 10 რუსი სამხედრო შეეწირა.

პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ არასოდეს შეისმინა ჩვენი – რუსა მორჩილაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეზე

პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ გიგა კობალაძემ ჩვენი არასოდეს შეისმინა. ჩვენი თანამშრომლობა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი და დამამცირებელი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ განაცხადა. „პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ არასოდეს შეისმინა ჩვენი. ეს თანამშრომლობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. ახლა შესულია საგამოძიებო უწყება და ჩვენ ყველანი ველოდებით. მე ამ პროცესებამდე ეჭვი უკვე მქონდა და ამიტომაც ერთ-ერთი პირველი წამოვედი […]

საოკუპაციო ხაზთან ოპოზიციის ცრუ სიარული არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოპოზიციის აპელირებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის. მისი თქმით, ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ. „ირაკლი კობახიძემ როგორც სამთავრობო პროგრამაში, ასევე მის გამოსვლაშიც ძირითადი აქცენტები გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, ჩვენს დებზე და ძმებზე […]

ფაბრიციო რომანო: ლინგარდი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა

ჯესი ლინგარდი შესაძლოა, სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ვიხილოთ, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “სეულში” გადასვლით თავად ინგლისელია დაინტერესებული და სამხრეთ კორეაში მიემგზავრება, რათა კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი. შეგახსენებთ, ლინგარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია. სხვადასხვა დროს კი “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ბრაიტონის”, “დერბის” “ვესთ ჰემისა” და “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას იცავდა.

საბერძნეთში, სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სამინისტროს შენობა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსების შესახებ სატელეფონო ზარი მიიღო, რის შემდეგაც გაზეთმა ინფორმაცია პოლიციას აცნობა. პოლიციელებმა კი მოწყობილობის აფეთქებამდე სამინისტროს ტერიტორიას ალყა შემოარტყეს. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

პაატა მანჯგალაძე – სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა – მორიგ ფოჩიან კანფეტებს ხალხი არ ჭამს

სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა – რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სამთავრობო პროგრამას. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება” 12 წელია რაც მოსახლეობას ფურცელზე დაწერილ „ფუჭ […]

The Washington Post: უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ ზელენსკიმ ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა

უკრაინამ აშშ-ს შეატყობინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნებმა მხარი არ დაუჭირეს ზელენსკის გადაწყვეტილებას, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევიათ და ამ ნაბიჯს „უკრაინის პრეზიდენტის სუვერენული არჩევანი“ უწოდეს. „წინასწარ ინფორმირების შედეგად თეთრ სალხს მიეცა საშუალება, მოუწოდოს ზელენსკის […]

სამედიცინო კვლევები აფთიაქში – დიდი ბრიტანეთი ჯანდაცვის ახალ მოდელს ნერგავს

დიდმა ბრიტანეთმა ჯანდაცვის სისტემაში ახალი მოდელის დანერგვა დაიწყო, რომელიც პაციენტების უფრო მარტივად მართვას და ამბულატორიების განტვირთვას ისახავს მიზნად. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, პაციენტები კვლევების ჩატარებას პირდაპირ აფთიაქებში შეძლებენ. ადგილობრივი მედიის შეფასებით, ესაა ახალი ეპოქა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში. კერძოდ, იმის ნაცვლად, რომ ამბულატორიაში ან საავადმყოფოში ექიმთან მიღებაზე ჩაეწერონ, პაციენტები შეძლებენ აფთიაქში მისვლას და ისეთი […]