საოკუპაციო ხაზთან ოპოზიციის ცრუ სიარული არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ოპოზიციის აპელირებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.
მისი თქმით, ოპოზიციის ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ.
„ირაკლი კობახიძემ როგორც სამთავრობო პროგრამაში, ასევე მის გამოსვლაშიც ძირითადი აქცენტები გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, ჩვენს დებზე და ძმებზე – აფხაზებზე, ოსებზე, ამიტომ, თავისთავად საოკუპაციო პოლიტიკის განმუხტვა და რეალური პოლიტიკის გატარება მისი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი იქნება. ოპოზიციას ვერ ვუპასუხებ ამ ყველაფერზე, რადგან მათი ცრუ სიარული საოკუპაციო ხაზთან არაფერს ცვლის, თუ საერთო სურათში ისინი ქვეყანას აზიანებენ. მხოლოდ ამ ხაზთან ჩასვლით ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებენ. ამიტომ, კონცენტრირდნენ საქმეზე და არა პიარულ და პოპულისტურ ნაბიჯებზე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას