ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

თურქეთში ტექსტილის ქარხანა საჭირო ელექტროენერგიის 80%-ს მზის პანელებით გამოიმუშავებს

თურქეთის ქალაქ ედირნეში ტექსტილის ინდუსტრიაში მომუშავე ქარხანამ თითქმის მთელი საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავება მზისგან დაიწყო. Modavizion Edirne Factory-ის სახურავზე 2 მეგავატიანი მზის ენერგიის სისტემაა დამონტაჟებული. საწარმოს პროდუქცია ევროპის ბევრ ქვეყანაში გადის და ადგილზე 2500 ადამიანია დასაქმებული. ობიექტი, რომელმაც მზისგან ენერგიის გამომუშავება ინსტალაციისა და ტესტირების ფაზების შემდეგ, ერთი თვის წინ დაიწყო, ქარხნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების 80%-ს აკმაყოფილებს. დანარჩენ […]

ანჯეი დუდა – რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია – არ შეიძლება, ეს ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდეს, რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს, დამარცხდეს და დაიბლოკოს!

რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია, – პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადება ახსნა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკ აგრესიასთან დაკავშირებით ჩემი ქმედებები და პოზიცია პირველივე დღიდან ნათელია: რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს, იგი აგრესორი და ოკუპანტია“, – განაცხადა ანჯეი დუდამ. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ […]

პაკისტანის ყოფილი პრემიერი მესამე საქმეში ცნეს დამნაშავედ, ამჯერად უკანონო ქორწინებისთვის

პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრი, იმრან ხანი და მისი ცოლი, ბუშრა ხანი დამნაშავედ ცნეს უკანონო ქორწინების ბრალდებით. პაკისტანის სასამართლომ მათ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არჩევნების წინა კვირაში ეს უკვე მესამე საქმეა, რომელშიც იმრან ხანი დამნაშავედ ცნეს. ყოფილ პრემიერს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აკრძალული აქვს. თავისუფლების აღკვეთის შეფარდების გარდა, ცოლ-ქმარს 500 000 პაკისტანური რუპიის გადახდა დაეკისრათ. ბრალდების მიხედვით, ბუშრა იმრან […]

დიმიტრი პესკოვი – აშშ-ის მიერ უკრაინის მომარაგება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს

აშშ-ის მიერ უკრაინის მომარაგება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „რაც შეეხება სიურპრიზებს, დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ამ კონფლიქტში უშუალო მონაწილე, ინარჩუნებს და ზრდის პირდაპირ ჩართულობას, კიევის რეჟიმის ომის გაგრძელებისკენ პროვოცირებას ახდენს, მაგრამ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობასა და შედეგზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს. ყველა მიზანი […]

“ორსულ ქალზე ლამაზი სანახავი არავინ და არაფერია დედამიწაზე” – ორი უმშვენიერესი ორსულის, ქეთი ხატიაშვილისა და თათია თექთურმანიძის კადრები – Marao

“ორსულ ქალზე ლამაზი სანახავი არავინ და არაფერია დედამიწაზე” – ორი უმშვენიერესი ორსულის, ქეთი ხატიაშვილისა და თათია თექთურმანიძის კადრები – Marao სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ქეთი ხატიაშვილმა და თათია თექთურმანიძემ ერთად გადაღებული ულამაზესი კადრები გამოაქვეყნეს. გოგოებმა მონაწილეობა ერთ-ერთი ბრენდის გადაღებაში მიიღეს და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურეს. ქეთი და თათია საზოგადოებამ განსხვავებულ დროს, განსხვავებული სატელევიზიო შოუებიდან […]

“მთელი ახლანდელი აქცენტი გადატანილია ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე” – ნინო წილოსანის განცხადება

„ქართული ოცნება“ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე წარდგება რეფორმების და იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ მათ წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთელი ახლანდელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, სწორ განვითარებაზე, იმ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე, რომელიც იყო და, რა თქმა უნდა, სტაბილურ განვითარებაზე“ ეს განცხადება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გააკეთა. მისი თქმით უკვე მიმდინარეობს […]

თბილისში პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ “რუსთაველთან” პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გაერთიანებულ აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ დროშები და ფურცლები წარწერებით. “როგორც ინდივიდებსა და გლობალურ საზოგადოებას, ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა გავერთიანდეთ სოლიდარულად და ავიმაღლოთ ჩვენი ხმები უნისონში. თუ გავჩუმდებით ან გულგრილები დავრჩებით ასეთი მძიმე უსამართლობის წინაშე, ჩვენ ამით ჩვენივე ჰუმანურობას ვწირავთ. დროა ვიმოქმედოთ, მოვითხოვოთ პასუხისმგებლობა, […]

ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ ყოფილი ძალოვანი დააკავა

ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. ინფორმაცია “მთავარ არხს” მჭედლიშვილის ადვოკატმა დაუდასტურა. მჭედლიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა. შეგახსენებთ, ორი დღის წინ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო – საპროცესო მოქმედებები სწორედ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა. არსებული ინფორმაციით, მჭედლიშვილი […]

ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის […]