მიქაუტაძემ “ლორიანთან” საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

ლიგა 1-ის მე-20 ტურში “მეცი” “ლორიანს” მასპინძლობს, პირველი ტაიმი გუნდებს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის 21-ე წუთზე “მეცის” ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ საგოლე პასი შეასრულა და ლამკელ ზე-ს გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა “მეცში” დაბრუნების შემდეგ საგოლე მოქმედებით თავი პირველად გამოიჩინა.
დოლარის ეპოქის დასასრული ახლოვდება – The New York Times

„უახლოეს მომავალში ამერიკულმა დოლარმა შესაძლოა მსოფლიოში დომინანტური როლი დაკარგოს. ამერიკული ვალუტა აღარ იქნება გლობალური ფინანსებისა და ვაჭრობის საფუძველი აუთსორსინგის, ჩინეთისა და კრიპტო აქტივების მეშვეობით“, ამის შესახებ The New York Times-თან ინტერვიუში უოლ სტრიტის „ვეტერანმა“ დიკ ბოვმა თქვა, რომელიც ფინანსურ ანალიტიკოსად ზედიზედ 54 წელი მუშაობდა. ბოვი თვლის, რომ დოლარის ეპოქის დასასრული ახლოვდება. ექსპერტების პროგნოზით, ასეთი სცენარი […]
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ფარავნის უღელტეხილზე გამავალ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. “საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”. – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.
თბილისში გამოსახლებების წინააღმდეგ მსვლელობა ჩატარდა

ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა თბილისში ჩატარებულ აქციაში, რომლის მონაწილეებიც უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებებზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვდნენ. მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “არ გამოვასახლებინოთ”, “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”. „ჩვენ ვნახეთ გამოსახლება, რომელიც აბსოლუტური ღირსების შემლახველი ფორმებით ხდებოდა. ამის სტანდარტები არსებობს და ჩვენ […]
სასამართლომ ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული შვიდივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის მასალები ცხადად ადასტურებს, რომ კონკრეტულად მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ აქვს. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით კი, სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებში ყველა ბრალდებულის როლი კარგად არის […]
ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქში ჩავიდა და სამხედროებთან შეხვედრა გამართა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვირას ესტუმრა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რაბოტინოს, სადაც შეხვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65-ე მექანიზებული ცალკე ბრიგადის წევრებს. სამხედროებთან პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველი ვიდეო მის არხზე გამოქვეყნდა ტელეგრამში. „შევხვდი დამცველებს, მადლობა გადავუხადე მათ და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. პატივია დღეს აქ ყოფნა, მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზეა გადამწყვეტი მისია – მტრის უკუგდება და უკრაინის […]
სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანრე იაშვილმა მიიღო. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ხოლო ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საქმეში მტკციებულებათა სტანდარტი საკმაოდ მაღალია. კერძოდ, ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის მასალები ცხადად ადასტურებს, რომ კონკრეტულად მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ივან ფედოროვი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იური მალაშკო ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მალაშკო თანამდებობიდან მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ივან ფედოროვი დანიშნა, რომელიც, მანამდე, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერი იყო.
ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დეპარტამენტის ცნობით გამო აკრძალვა შეეხება კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ 94-კმ 110 მონაკვეთს. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 5-8 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში ამინდის მკვეთრი გაუარესება და ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
ჩილეში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა

ჩილეში ტყის ხანძრებს, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლების თქმით, უახლოეს საათებში გარდაცვლილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება. “გაცილებით უფრო მაღალ რიცხვებს მიაღწევს”. – თქვა ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე ქვეყნის ცენტრალური რეგიონი, ვალპარაისო დგას. “ვალპარაისოს მდგომარეობა ყველაზე დელიკატურია”. – თქვა ტოჰამ. ტოჰას განმარტებით, ხელისუფლების წარმომადგენლების უმთავრესი საზრუნავი […]