„ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა გააწბილა „ოცნების“ ის მომხრეები, რომლებიც ღარიბაშვილს და შესაბამისად, ხელისუფლებას კონსერვატიული იდეების დამცველად მიიჩნევდნენ“ – ზვიად ტომარაძე –

„ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა გააწბილა „ოცნების“ ის მომხრეები, რომლებიც ღარიბაშვილს და შესაბამისად, ხელისუფლებას კონსერვატიული იდეების დამცველად მიიჩნევდნენ“ – ზვიად ტომარაძე ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თანადამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე. –ბატონო ზვიად, თქვენ განაცხდეთ, რომ თანამოაზრეებთან ერთად პარტიის დაფუძნებას აპირებთ. ვინ იქნებით ამ პარტიის დამფუძნებლები? –პარტიის დაფუძნებას ახლო მომავალში ვაპირებთ და მას იგივე სახელმწოდება […]
მიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით

მიხეილ სარჯველაძე: სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით სამთავრობო პროგრამიდანაც შესანიშნავად ჩანს ეს ყველაფერი, რომ ქვეყანა იმოძრავებს სწორი სტრატეგიით, სწორი მიმართულებით და რაც შეიძლება მაღალი ტემპით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. „მთავარი პრიორიტეტები, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, გამოწვევებთან […]
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ტოკიოში ტოჩინოშინის კარიერიდან გაცილების ცერემონიას დაესწრო

კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ტოკიოში ტოჩინოშინის კარიერიდან გაცილების ცერემონიას დაესწრო კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია ტოკიოში ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის კარიერის დასრულების აღსანიშნავ ცერემონიას დაესწრო. ისტორიულ დღეს ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი იაპონიაში, უცხოელი დიპლომატები, მაღალი დონის სტუმრები, ლევან გორგაძისა ოჯახის წევრები, იაპონიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და უამრავი […]
ირანი აშშ-ს აფრთხილებს, 2 ირანულ, სავარაუდოდ, სადაზვერვო გემზე იერიში არ მიიტანოს

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მხრიდან პროირანული დაჯგუფებების ობიექტებზე მიტანილი იერიშების ფონზე, ირანის არმიამ დღეს, 4 თებერვალს, ამერიკა გააფრთხილა, რომ მათ ორ სატვირთო გემზე იერიში არ მიიტანოს. განცხადებაში საუბარია Behshad-ისა და Saviz-ის ხომალდებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, რეგიონში ირანის სადესანტო-დივერსიულ რაზმებს მოქმედებებში დახმარებას უწევენ. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ აღნიშნული გემები იემენში ჰუსიტების ტერორისტულ დაჯგუფებას, სავაჭრო გემებზე თავდასხმების ხელშეწყობის მიზნით, სადაზვერვო […]
რატომ ხდება პროდუქტები სწრაფად მოდური და მალე რატომ ძველდება? – medium.com

ზოგჯერ ჩვენ ვყიდულობთ პროდუქტს არა იმიტომ, რომ მოგვწონს, არამედ იმიტომ, რომ სხვებს მოსწონთ. სწორედ ამიტომ ხდება ბრენდები ვირუსული. ამის შესახებ medium.com წერს. უცხოურ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება თერმოსების წყლის ბოთლების ბრენდი, Stanley. ბოლო წლებში მისი გაყიდვები $70 მილიონიდან $750 მილიონამდე გაიზარდა. ბრენდის პოპულარობა იმდენად სწრაფად გაიზარდა, რომ 2024 წელი Stanley-ის პიკად გამოცხადდა. კიდევ ერთი პროდუქტი, […]
დიდთოვლობა, ნისლი, ქარბუქი – 5-8 თებერვალს ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-დან 8 თებერვლის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში – უფრო ძლიერი. მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა. ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი – 6 ბალამდე შტორმი. 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო […]
The New York Times-ი აჭარულ ხაჭაპურზე წერს

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აჭარული ხაჭაპურის რეცეპტს აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ საქართველოში ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ აჭარული მათ შორის ყველაზე ცნობილია. „ამ ხაჭაპურის მოსამზადებლად ტრადიციულად იმერული ყველი და სულგუნი გამოიყენება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველის ამერიკაში ყიდვა არც თუ ისე მარტივია, მსურველებს სთავაზობს ისინი მოცარელით, ფეტით და თხის ყველით შეცვალონ“, – […]
ხვალ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით პირველად ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან. კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ივან ფედოროვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იური მალაშკო ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მალაშკო თანამდებობიდან მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ივან ფედოროვი დანიშნა, რომელიც, მანამდე, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერი იყო.
“ნაპოლისა” და “ვერონას” მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლისა“ და „ვერონას“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მასპინძელთა გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ კვარაცხელია და აფრიკის თასიდან გამოვარდნილი კამერუნის ნაკრებიდან ანგისა დაუბრუნდნენ. მწვრთნელმა მაცარიმ ამჯერად 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია, თავდასხმაში სიმეონე დააყენა და მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს. დებიუტში ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, კაბალთან ორთაბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენლტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. […]