ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტინოში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია,-­ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია – უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ […]

თბილისში მარში – “შეჩერდეს გამოსახლებები” გაიმართა

“შეჩერდეს გამოსახლებები” – ამ ლოზუნგით თბილისში მარში გაიმართა. მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “ხმაური ჩაახშობს სუყველა მევახშეს”, “არ გამოვასახლებინოთ”, “ბანკირები გვწოვენ სისხლს, როგორც ვამპირები”, “ჩვენ მთავრობამ გვითხრა გუშინ – ვართ მევახშის სამსახურში”, “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გამოსახლებებზე მორატორიუმი დააწესოს. […]

თეთრი სახლი ეწინააღმდეგება ისრაელის დახმარებას უკრაინის შესახებ ბიუჯეტის მიღების გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წინააღმდეგია წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტისა ისრაელის დახმარების შესახებ უკრაინისთვის დამატებითი ბიუჯეტის გარეშე. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. შაბათს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გაიმართება კენჭისყრა კანონპროექტზე ისრაელისთვის 17,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების აღმოჩენაზე. „რეგიონში ჩვენი უახლოესი მოკავშირისა და ჩვენი საკუთარი ძალების მხარდაჭერა ისე აქტუალურია, […]

Mercedes-Benz-ი დუბაიში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

Mercedes-Benz-მა გამოაცხადა, რომ ძალებს უძრავ ქონებაში მოსინჯავს. საავტომობილო ბრენდმა, ცნობილ დეველოპერ ბინგატთან ერთად, თავისი პირველი უძრავი ქონების პროექტი – Mercedes-Benz Places-ის მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი წარმოადგინა დუბაიში. ამის შესახებ კომპანიის ინსტაგრამის გვერდზე იტყობინება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Mercedes-Benz Places Dubai-ში. მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ ჩვენი ახალი უძრავი ქონების ბრენდი, სადაც დიზაინი ხვდება. Mercedes-Benz Places-ს დუბაიში ახასიათებს გამორჩეული […]

უკრაინის ეკლესია რუს წმინდანს, ალექსანდრე ნეველს აღარ მოიხსენიებს

უკრაინის ავტოკეფალურმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოსახსენიებელ წმინდანთა სიიდან ამოიღო რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველი. “ამოღებულ იქნას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრიდან ალექსანდრე ნოვგოროდელის (ნეველის) სახელი, რომელიც აქამდე 23 ნოემბერს აღინიშნებოდა. სანაცვლოდ, ამ დღეს, მოხსენიებულ იყოს მეუფე ალექსანდრე”. – წერია კიევის საპატრიარქოს განცხადებაში. თავადი ალექსანდრე ნეველი რუსი სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი იყო. სხვადასხვა წლებში ატარებდა ნოვგოროდის, კიევისა და ვლადიმირის […]

“ვერონასთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს 22-ე ტურში “ნაპოლი” “ვერონას” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე. მატჩი “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

საზონოვის 80 წუთი – “ტორინომ” და “სალერნიტანამ” ქულები გაიყვეს

სერია A-ს 22-ე ტურში “ტორინო” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ “სალერნიტანას” დაუპირისპირდა, შეხვედრა უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა. მასპინძელთა გუნდში საბა საზონოვმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, რამდენჯერმე არაზუსტი პასი გააკეთა, თუმცა ამას ხიფათი არ მოჰყოლია. საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს მეორე ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია. ტურინელთა თავკაცმა ივან იურიჩმა საბა მე-80 წუთზე […]

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება – 6 თებერვალს კი საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი მივა

მომავალ კვირას – 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, პროცედურა ფრაქციათა თავმჯდომარეებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვით გამოსვლასაც ითვალისწინებს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვითაც. პროცედურის დასრულების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა იხურება და ამ […]

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას, ნებისმიერ ფასად

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა – ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, „ჰამასის“ ლიკვიდაციაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა სამი პირობის შესრულება: „ჰამასის“ დარჩენილი ბატალიონების განადგურება, ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაციები, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში რეიდების გზით ახორციელებენ და „ჰამასის“ გვირაბის […]