ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ივან ფედოროვი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იური მალაშკო ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მალაშკო თანამდებობიდან მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ივან ფედოროვი დანიშნა, რომელიც, მანამდე, დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს