გაგრაში, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე საბაგირო ჩაწყდა – დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

ოკუპირებულ გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე 3 თებერვალს საბაგირო ჩაწყდა. შედეგად რუსეთის მოქალაქე, აფხაზეთში ორენბურგის ოლქიდან ჩასული 28 წლის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას Апсныпресс-ი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. “28 წლის კაცი საბაგიროთი გადაადგილდებოდა. რაღაც მომენტში საბაგირო ჩაწყდა და კაცი სიმაღლიდან ჩავარდა”. – თქვა ე.წ. სამინისტრომ. დაღუპულის ცხედარი აფხაზეთის ე.წ. […]

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიას სძლია [VIDEO]

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც პირველად ითამაშა ახალი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, გასვლაზე გერმანია 28:17 (14:10) დაამარცხა. 4 თებერვალი. დესაუ (გერმანია). Paul Greifzu Stadion გერმანია – საქართველო 17:28 საქართველო ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. […]

მიქაუტაძის საგოლე პასი – “მეცი” ზედიზედ მერვედ დამარცხდა [VIDEO]

ლიგა 1-ის მე-20 ტურში „მეცი“ სახლში „ლორიენთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. ქართველმა ფორვარდმა 21-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, 85-ე წუთზე კი შეცვალეს. მე-19 წუთზე მოჰამედ ბამბამ “ლორიანი” დააწინაურა, 3 წუთში კი ლამკელ ზემ მიქაუტაძის პასით სხვაობა აღადგინა. მეორე ტაიმში სტუმრები გააქტიურდნენ და 58-ე წუთზე პანოს კაცერისმა “ლორიანი” წინ გაიყვანა. […]

გოლი და რა გოლი – კვარაცხელიამ “ნაპოლის” გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ვერონა“ 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ კვარაცხელია და აფრიკის თასიდან გამოვარდნილი კამერუნის ნაკრებიდან ანგისა დაუბრუნდნენ. მწვრთნელმა მაცარიმ ამჯერად 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია, თავდასხმაში სიმეონე დააყენა და მისმა შეგირდებმა თავიდანვე შეუტიეს. დებიუტში ხვიჩა საჯარიმოში შეიჭრა, კაბალთან ორთაბრძოლაში გაზონზე აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში […]

მატჩის გმირი იყო – როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ “ვერონასთან” მატჩში

სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ვერონა“ ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი შესანიშნავი გოლით 2:1 დაამარცხა. „კვარა“ ყველა გამოცემამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Whoscored 8.8, flashscore 8.7, sofascore 8.3.

რუსეთის თქმით, მის ხელში მყოფ ლისიჩანსკზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია, მათ შორიასაა ერთი ბავშვი

სიტუაციების სამინისტრო იტყობინება. რუსეთის თქმით, საცხობის შენობა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 3 თებერვალს განხორციელებული დარტყმის შედეგად დაინგრა. იერიშს ემსხვერპლა 28 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორისაა ერთი ბავშვი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რუსული მხარის თანახმად, ლისიჩანსკზე უკრაინის ჯარებმა აშშ-ის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ით განახორციელეს დარტყმა. უკრაინის ხელისუფლება ლისიჩანსკზე იერიშის შესახებ კომენტარს […]

ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი ქალაქები ტურიზმისთვის

Wethrift-ის გუნდმა გააანალიზა მოგზაურობის ღირებულება 2024 წელს და მსოფლიოში ყველაზე იაფი და ძვირად ღირებული მიმართულებების რეიტინგი გამოაქვეყნა. ექსპერტებმა ათეული კრიტერიუმი გააანალიზეს, მათ შორის: პირდაპირი ფრენების რაოდენობა და ღირებულება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, საცხოვრებლის ფასები, საკვები, ატრაქციონები და ა.შ. შედეგად, ყველაზე ხელმისაწვდომი სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგი ასეთია: ნიუ დელი (ინდოეთი), ჰანოი (ვიეტნამი), კაირო (ეგვიპტე), სტამბოლი, თურქეთი), ჰურგადა (ეგვიპტე), ბალი […]

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ 7-ვე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ 7-ვე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის თქმით, მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. “მტკიცებულებები არის საკმაოდ მაღალი სტანდარტის. ეს არის დოკუმენტაცია, ჩანაწერები, სატელეფონო საუბრები, რომლებიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა. ამ მტკიცებულებებში ყველას როლი ძალიან კარგად არის გამოკვეთილი და უშუალოდ არის დაკავშირებული დანაშაულის ჩადენასთან, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას […]

ზურაბ ჯაფარიძე – ამომრჩეველში რწმენა იმის, რომ ოპოზიციას გამარჯვება შეუძლია, დაბალია – გვაქვს საუბარი ყველასთან, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი, რომ ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია

პარტიის „გირჩი- მეტი თავისუფლება“ ლიდერის, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია არ არის ფორმაში, თუმცა გადაჭარბებული ნათქვამია, რომ „განადგურებულია“. კერძოდ, ჯაფარიძემ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების კონტექსტში და აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ არის ისეთ ფორმაში, რომ ივანიშვილს ეს ნაწილი საფრთხედ აღექვა. პირიქით, ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილმა საფრთხე სწორედ საკუთარ გუნდში დაინახა. პარალელურად, ზურაბ […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 5 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 5 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის, არზაყან ემხვარის, გაბაშვილის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, სარაჯიშვილის, გელოვანის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე […]