ბაღდათში ცხრავე ცხედარი ნაპოვნია

ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილი მეწყრის ადგილზე, მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ყველა ადამიანის ცხედარი ნაპოვნია. მეწყერი ნერგეეთში 7 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე ჩამოწვა და 4 საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. მას შემდეგ მეწყერში მოყოლილთა ძებნა უწყვეტად გრძელდებოდა. მეწყრის ჩამოწოლას წინ ძლიერი წვიმა უძღოდა. დაღუპულთა და დაკარგულებს […]

ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თანამდებობაზე, სულ მცირე, მორიგი შვიდი წლით დარჩება. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ალიევს, წინასწარი შედეგებით, ხმათა 92% აქვს, ხოლო კიდევ ერთ კანდიდატს – ორ პროცენტზე ოდნავ მეტი. „აზერბაიჯანელმა ხალხმა ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის ცესკოს თავმჯდომარემ, მასაჰირ პაჰანოვმა. მისივე თქმით, ამომრჩეველთა […]

„ზედმეტი კითხვები არაბუნებრივი იქნება“ – უმრავლესობამ კობახიძესთან სხდომა დახურა

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძესთან და ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობასთან შეხვედრა დახურა. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, უმჯობესია დახურულ რეჟიმში წარიმართოს. „ბატონი ირაკლი წარმოადგენს პრეზენტაციას. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მოკლედ. შემდეგ […]

საქართველოს ბანკი ბიზნესს საბანკო სერვისების ნაკრებებს სთავაზობს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს ახალ პროდუქტს – ბიზნეს ნაკრებს სთავაზობს. ბიზნეს ნაკრები საბანკო სერვისებისა და პროდუქტების ერთობლიობაა, რომელიც კომპანიების ყოველდღიურ საჭიროებებზეა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, ფინანსური ოპერაციები მოქნილად აწარმოონ და ჰქონდეთ წვდომა საქართველოს ბანკის პარტნიორი ბიზნესების სპეციალურ შეთავაზებებზე. ახალი პროდუქტის საშუალებით, მომხმარებელი სხვადასხვა, მათ საჭიროებებზე […]

დღეს წმიდა კეთილმსახური დავით მეოთხე აღმაშენებელის ხსენების დღეა

XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, ააოხრა სომხეთი, და მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. შეშინებულმა ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა. ერთ დროს […]

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2023 წლის 30 იანვარს სახალხო დამცველმა შპს „იმპექსფარმს“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერი მოკლე შუალედით ორჯერ ზედიზედ იმყოფებოდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში. შვებულების დასრულების შემდეგ კი, დამსაქმებელმა უარი უთხრა თავის სამუშაო ადგილას დაბრუნებაზე, ვინაიდან, […]

აშშ-ს იერიშს ბაღდადში კათაიბ ჰეზბოლას ლიდერი ემსხვერპლა

Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაღდადში დრონით თავდასხმას ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, კათაიბ ჰეზბოლას მეთაური აბუ ბაქირ ალ-საადი ემსხვერპლა. ინფორმაცია შემდეგში დაადასტურა აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ. მათი ცნობით, დარტყმას არ მოჰყოლია მოქალაქეთა სიკვდილი. ალ-საადი ბაღდადში მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანა საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მანქანა ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებს (PMF) ეკუთვნოდა. […]

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 17 დრონიდან 11 ჩამოვაგდეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 8 თებერვლის ღამეს, გაშვებული 17 რუსული დრონიდან 11 ჩამოგდებულია. “8 თებერვლის ღამეს, მტერმა შაჰედის ტიპის 17 დრონით, ოკუპირებული ყირიმიდან, უკრაინის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია 11 უპილოტო საფრენი აპარატი ნიკოლაევის, ოდესის, ვინიცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში”. – წერია შეიარაღებული ძალების ანგარიშში. ნიკოლაევში დაზიანდა 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულება, ფინანსური […]

უკრაინა-ისრაელის დახმარებისა და სასაზღვრო პოლიტიკის კანონპროექტი აშშ-ს სენატმა ვერ მიიღო

აშშ-ს სენატმა ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც მექსიკის საზღვარზე სიტუაციის რეგულაციასა და უკრაინა-ისრაელისთვის, ასევე ტაივანისთვის დახმარების ხარჯების გამოყოფას ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების წარმომადგენლებმა. კანონპროექტი მოიცავდა უკრაინისთვის განკუთვნილ $60-მილიონიან და ისრაელისთვის გათვალისწინებულ $14-მილიონიან დახმარებას. რესპუბლიკელი სენატორები კვლავ რჩებიან აზრზე, რომ სანამ საზღვრის კონტროლის პოლიტიკა არ გამკაცრდება, მხარს არ დაუჭერენ კანონპროექტს, რომელიც მოკავშირე […]

BLOOMBERG: G7 რუსეთის მიერ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გამოყენების წინააღმდეგ ზომების მიღებას აპირებს

დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები გეგმავენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსი ექსპორტიორების შესაზღუდად ზომების მიღებას, რათა მათ ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლის მიზნით ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი გამოყენება ვეღარ შეძლონ. ამის შესახებ Bloomberg-ი დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების ოფისის წარმომადგენელ ოლგა დიმიტრესკუზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ახალი ზომები ძალაში მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში შევა. როგორც გამოცემა წერს, დიმიტრესკუმ აღნიშნა, […]