ბულგარეთში გადასაზიდად 77 კგ-ზე მეტი ნარკოტიკი შემოიტანა – პირს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ირანის მოქალაქეს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სატვირთო ავტომანქანა ჩამოერთვა. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის […]

იაგო ხვიჩია – ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ეცდება, რომ ქართული პოლიტიკიდან გავიდეს და ვადის ამოწურვასთან ერთად დაგვემშვიდობოს

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ეცდება, რომ ქართული პოლიტიკიდან გავიდეს და ვადის ამოწურვასთან ერთად დაგვემშვიდობოს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ დოკუმენტს ხელს მოაწერს, რადგან მისივე ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილს სიტუაციის გამწვავება არ ენდომება. „ჩემი აზრით, მოაწერს ხელს. არ გაამწვავებს [ვითარებას]. მგონია, სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა […]

მამუკა მდინარაძე ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ზემო აჭარაში და ბაღდათში მეწყრის შედეგად, ასევე სოფელ ასურეთის მიმდებარედ საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, მათი ოჯახების და მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ და გუშინწინ ზემო აჭარაში და ბაღდათში დაიღუპნენ. ასევე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი […]

გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონი“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული. „საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას გეოგრაფიული აღნიშვნა „მაწონის“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს. ქართული ფილმი „ფესვები“ გინახავთ? მთავარი გმირი – ქართველი ემიგრანტი მარსელის ქუჩებში, ეტლით, მაწვნის ქილებს რომ დაატარებს და ყიდის, ყველა ფრანგი რომ მოხიბლულია ამ უცხო პროდუქტით… სინამდვილეში ეს […]

“მის ბოლო თამაშებს უყურეთ?” – დე ლაურენტისმა ზელინსკის აგენტი გააკრიტიკა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს პიოტრ ზელინსკი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. იტალიელი კინოპროდიუსერის თქმით, პოლონელი სათანადოდ აღარ იხარჯება, რის გამოც მისი სათამაშო დრო შემცირდა. “უყურეთ პიოტრის უკანასკნელ 10 მატჩს? მიუხედავად ამისა, მე მას არ ვადანაშაულებ. მაგრამ ფეხბურთელის აგენტზე გაბრაზებული ვარ. ბოლეკს დიდი თანხა შევთავაზე, რათა ზელინსკი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე […]

ამ დროისთვის, ილჰამ ალიევს ხმების 93.9% აქვს

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა.

ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის ავტო ლიზინგის პორტფელი შეიძინა

საქართველოს სალიზინგო ბაზარზე პორტფელის გასხვისების საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის შემდგარი შეთანხმების თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის მსუბუქი ავტომობილების ლიზინგის პორტფელი სამართავად გადაეცა ბბ ლიზინგს, შესაბამისად, პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას ბბ ლიზინგი განაგრძობს. ბბ ლიზინგი, ბბ დაზღვევასთან ერთად, ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიაა. ბბ ლიზინგი […]

„ქართველი მეწარმეები გადავიდნენ უმაღლესი ხარისხის ჩაის წარმოებაზე… ნედლეულის კრეფა შემცირდა“ – რა ხდება ჩაის ბაზარზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქართული ჩაის ( ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული) ექსპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 27.5%-ით შემცირდა. 2023 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტზე გავიდა 2249.22 ათასი დოლარის 1522.33 ტონა ჩაი, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 2099.27 ტონა (4402.83 ათასი დოლარი) შეადგინა. „მეჩაიეთა ასოციაციის“ დირექტორი, თენგიზ სვანიძე ექსპორტის შემცირების მიზეზად ნედლეულის კრეფის შემცირებას ასახელებს. […]

+18 გრადუსი – დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

8-11 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: ⛅️12 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ⛅️ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. 🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. 🌥 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): […]

მეწყერი დაბა სურამში – ე.წ. ზინდარას დასახლებაში 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო

მეწყრული პროცესების გამო, დაბა სურამში 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. უხვი ნალექის გამო, მეწყრული პროცესები ე.წ. ზინდარას დასახლებაში განვითარდა. მეწყრის მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღი და ლამი საცხოვრებელ სახლებთან გაჩერდა და მას ნგრევა ან სხვა ტიპის ზარალი არ გამოუწვევია. მეწყერსაშიში ქუჩებისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია. სურამში ელოდებიან გეოლოგთა ჯგუფს, რომელიც მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის. ე.წ. ზინდარას დასახლებაში რჩებიან სამაშველო […]