ალექსანდრე თვალჭრელიძე – ვშიშობ, რომ საზოგადოებაში არაპოპულარული პოლიტიკური ფიგურის პირველ პლანზე წამოწევა, კობახიძისთვის სტრატეგიულად პოლიტიკური ხარაკირია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა. – ბატონო ალექსანდრე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მეწყრის გააქტიურებას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 4 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს. დაზუსტებული ინფორმაციით, 200 მეტრის სიგრძეზე რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწაა ჩამოსული, რის გამო გზაა გადაკეტილი. ახლა როცა მაშველები სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ადამიანების […]

ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

აშშ-ის ძალებმა ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის დროს „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაურის, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედის ლიკვიდაცია განახორციელეს, – ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ვისამ მუჰამედ საბერ ალ-საედი პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციის ლოგისტიკურ მხარდაჭერაზე, მათ შორის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ ოპერაციებზე. მანამდე, შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათი სამიზნე იყო „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური, რომელიც […]

ღვინის ეროვნული სააგენტო – ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის […]

ჩილეს დაღუპული ყოფილი პრეზიდენტი ვერტმფრენში მგზავრების გადასარჩენად დარჩა

7 თებერვალს, ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის, სებასტიან პინერას ვერტმფრენი რანკოს ტბაში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად პინერა დაიღუპა, მაგრამ გადარჩნენ ბორტზე მყოფი დანარჩენი წევრები. ყოფილ პრეზიდენტს თან ახლდნენ და მაგდალენა პინერა, შვილი ბაუტისტა გერერო პინერა და ბიზნესმენი იგნასიო გერერო. ვერტმფრენს თავად პინერა მართავდა. აფრენისას ყოფილი პრეზიდენტი მიხვდა, რომ სატრანსპორტო საშუალება გაუმართავია და მგზავრებს ტბაში გადახტომა უბრძანა. ინფორმაციას ჩილეს […]

აზერბაიჯანის ცესკოს ცნობით, ალიევმა არჩევნებში 90%-ზე მეტი ხმა მიიღო

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ცნობით, დათვლილია ხმების 93.35%, რომელთა 92.05% ილჰამ ალიევმა მიიღო. აზერბაიჯანის ცესკოს თავმჯდომარის თქმით, დათვლილი ხმების 2.19% მიიღო ზაჰიდ ორუჯმა, 0.8% – რაზი ნურულაევმა. 2% – ფაზილ მუსტაფამ, 0.67% – ელშად მუსაევმა, 1.76% – გუდრათ გასანგულიევმა და 0.53% – ფუად ალიევმა. არჩევნებში გამარჯვება ალიევს მიულოცეს თურქეთის, ბელარუსის უნგრეთის, სერბეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ირანის, […]

ბაიდენი აშშ-ში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საპრეზიდენტო განკარგულებას განიხილავს

აშშ-ს კონგრესში საზღვრის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის ფონზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკის სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად საპრეზიდენტო განკარგულების მიღებას განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულ სამაუწყებლო კომპანიას NBC News-ს ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა. მათი თქმით, მექსიკა-ამერიკის საზღვარზე არსებული პრობლემის გადასაჭრელ გზებს ბაიდენის ადმინისტრაცია რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავდა. შესაძლო საპრეზიდენტო განკარგულებით, თეთრი სახლი შეეცდება, ამერიკის სამხრეთ საზღვარზე […]

ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ტაბულას ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს […]

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

“შეყვარებული იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, რომ არ მახსოვს, როგორია შეყვარებული ნინი… ალბათ, მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი… ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება ყველა ემიგრანტი თავის ქვეყანაში” – ნინი შერმადინის უცნობი ამბები – Marao

“შეყვარებული იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, რომ არ მახსოვს, როგორია შეყვარებული ნინი… ალბათ, მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი… ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება ყველა ემიგრანტი თავის ქვეყანაში” – ნინი შერმადინის უცნობი ამბები – Marao მომღერალი ნინი შერმადინი უკვე წლებია, რაც აშშ-ში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. ის უცხო ქვეყანაში თავდაპირველად მარტო წავიდა, მოგვიანებით კი ქალიშვილი, მარიამ ციცაგიც წაიყვანა. […]

მაწონი – საქართველოს ერთ-ერთი პირველი არაფორმალური ელჩი ევროპაში, რომლის ისტორიაც საფრანგეთში გადასახლებულ პირველ ქართულ ემიგრაციას უკავშირდება

ქართული ფილმი „ფესვები“ გინახავთ? მთავარი გმირი – ქართველი ემიგრანტი მარსელის ქუჩებში, ეტლით, მაწვნის ქილებს რომ დაატარებს და ყიდის, ყველა ფრანგი რომ მოხიბლულია ამ უცხო პროდუქტით.. სინამდვილეში ეს გულის ამაჩუყებელი სანახაობა ნამდვილი ამბავია. მეტიც, რეალურად, მაწონი არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი არაფორმალური ელჩი ევროპაში, რადგან მაწვნის გავრცელების უცნაური ისტორია პირდაპირ უკავშირდება საფრანგეთში გადასახლებულ პირველ ქართულ ემიგრაციას. გენერალ […]