შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს – თქვენს გულსაბნევზე ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის, იქნებ, თქვენს პარტიაში ასეთი გულსაბნევები დაამზადოთ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს ევროკავშირისა და საქართველოს დროშის გამოსახულებიან გულსაბნევზე მიუთითა და უთხრა, რომ სტანდარტით, მისგან მარჯვნივ საქართველოს დროშა უნდა იყოს და შემდეგ სხვა ნებისმიერი. აღსანიშნავია, რომ ნაცვლიშვილის გულსაბნევზე დროშები ამის საპირისპიროდ იყო გამოსახული და ამიტომ, პაპუაშვილმა მას ურჩია, პარტიაში სხვა სახის გულსაბნევი […]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 106 წლისაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თსუ 106 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ პანთეონში უნივერსიტეტის დამფუძნებლების საფლავები ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეო ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციამ. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, 1918 წლის 8 თებერვალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. „ვულოცავ ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 წლის იუბილეს. უნივერსიტეტის დაარსება უმნიშვნელოვანესი […]

ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის ანგარიშზე – ეს იყო განცხადება: „რადიკალებო, ყველა კუთხისა, შეერთდით, მე თქვენთან ვარ“ – დემორალიზებული, დაშლილი და მორღვეული ოპოზიციის შეკოწიწების შემოძახილი მოვისმინეთ

ჩვენ არც მეტი, არც ნაკლები, მოვისმინეთ არა ანგარიში, არამედ, ერთ-ერთი ოპოზიციონერის პოლიტიკური განცხადებები, რომ „რადიკალებო, ყველა კუთხისა, შეერთდით, მე თქვენთან ვარ“ – დემორალიზებული, დაშლილი და მორღვეული ოპოზიციის შეკოწიწების შემოძახილი და ერთგვარი გამხნევება მოვისმინეთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც 6 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიში შეაფასა. მისივე […]

SOLO თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა – TAF 2024-ის პარტნიორია

SOLO-სთან პარტნიორობით, თბილისში თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა – TAF 2024 ბრუნდება. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 11-14 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას SOLO ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, TAF 2024 რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გალერეებს, დამოუკიდებელ ხელოვანებს, კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს. პროექტი მიზნად ისახავს, თანამედროვე […]

ცხინვალი ყირიმთან ვაჭრობას გეგმავს

სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვში სამუშაო ვიზიტის დროს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავმჯდომარემ კონსტანტინ ჯუსოევმა და ყირიმის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა რუსეთში გიორგი მურადოვმა სამხრეთ ოსეთსა და ყირიმს შორის სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სატრანსპორტო კავშირების დამყარებაზე ისაუბრეს. “შეხვედრაზე განიხილეს ყირიმის მინისტრთა საბჭოსა და სამხრეთ ოსეთის მთავრობას […]

ბორჯღალოსნები | ორი ცენტურიონით და ერთი დებიუტანტით ნიდერლანდებთან

რიჩარდ კოკერილმა დესაუში გერმანიასთან 28:17 მოგების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5, ხოლო მარქაფაში 4 ცვლილება განახორციელა. ხაზში ორი სიახლეა. მირიან მოდებაძემ ფრთიდან ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა, მის ადგილს კი გამოცდილი სანდრო თოდუა დაიკავებს. 9 ნომრად თამაშს იწყებს თენგიზ პერანიძე, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანზე პირველად გავა და ლუკა მატკავას შეუწყვილდება. აქამდე პერანიძემ ნაკრების კვართით მხოლოდ ერთხელ, ურუგვაისთან შეცვლაზე […]

იოსელიანი: ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი სტიქიური უბედურებების ასაცილებლად

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, იკვლევენ, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი იმისთვის, რომ აცილებულიყო თავიდან უბედური შემთხვევა და სტიქია. “ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ძირითადად, ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული […]

ტუსკი აშშ-ს რესპუბლიკელებს: რეიგანი დღეს საფლავში ტრიალებს, გრცხვენოდეთ

ძვირფასო ამერიკის რესპუბლიკელო სენატორებო. რონალდ რეიგანი, რომელიც მილიონობით ჩვენგანს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაბრუნებაში დაეხმარა, დღეს საფლავში ტრიალებს. გრცხვენოდეთ. პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი X-ზე გამოეხმაურა აშშ-ს სენატში კანონპროექტის ჩავარდნას, რომელიც მექსიკის საზღვარზე სიტუაციის რეგულაციასა და უკრაინა-ისრაელისთვის, ასევე ტაივანისთვის დახმარების ხარჯების გამოყოფას ითვალისწინებდა. კანონპროექტი უკრაინისთვის $60-მილიონიან, ხოლო ისრაელისთვის $14-მილიონიან დახმარებას მოიცავდა. კანონპროექტს მხარი ძირითადად რესპუბლიკელმა სენატორებმა არ […]

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში რეკორდი დაამყარა

ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ საფეხბურთო კლუბში, ვალენსიაში რეკორდი დაამყარა. მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში, ლალიგაში ზედიზედ 61 შეხვედრა ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში, რაც ვალენსიას მეკარეებს შორის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია. ამ შედეგით, მამარდაშვილმა ესპანელი ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი მოხსნა, რომელმაც ლალიგაში, ვალენსიას ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ 59 მატჩი ჩაატარა. ოჩოტორენა ამჟამად ვალენსიაში მეკარეების მწვრთნელია. გიორგი მამარდაშვილი […]

უკრაინის პოლიციის ცნობით, უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ნიკოპოლის მერის მოადგილეს

დაიღუპა უკრაინის სამხრეთის ქალაქ ნიკოპოლის მერის მოადგილე, როცა მის ავტომანქანას უცნობმა პირმა გაუხსნა ცეცხლი, – Telegram-ით იტყობინება უკრაინის ეროვნული პოლიცია. „შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედმა გამოიყენა დაუდგენელი იარაღი, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მიაკვლიეს 59 წლის კაცის გვამს“, – იტყობინება პოლიცია, რომელიც დაღუპულის ვინაობას არ ამხელს. უკრაინის მედია წერს, რომ მსხვერპლი […]