საქართველოში Yandex-ს მფლობელი შეეცვალა

ჰოლანდიურმა Yandex N.V-მა რუსული ბიზნესის კერძო ინვესტორებისა და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმისთვის მიყიდვის გარიგება დადო. ბიზნესი 475 მილიარდ რუბლად გაიყიდა. ერთ-ერთი მფლობელი ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული ფონდია. მშობელი კომპანია Yandex N.V-ის ნაცვლად გახდება სააქციო საზოგადოების საერთაშორისო კომპანია (МКАО) Yandex, რომელიც რეგისტრირებულია კალინინგრადის რეგიონში. „იანდექსის“ ტაქსი საქართველოში Yandex Go-ს სახელით ოპერირებს, რომელიც შპს რაიდტექ ჯორჯიას დაქვემდებარებაშია. შპს რაიდტექ […]
ვუსურვებთ ირაკლი კობახიძეს, წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს – საფრანგეთის ელჩი

ვუსურვებთ ირაკლი კობახიძეს, წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას ითვალისწინებს – საფრანგეთის ელჩი საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას გამოეხმაურა. „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვიცით ახალი პრემიერ-მინისტრის გეგმა. ვუსურვებთ მას და ქართველ ხალხს, რომ მან წარმატებით განახორციელოს თავისი გეგმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებას […]
კადიროვის შვილმა შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, მედალი მიიღო

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილმა, ადამ კადიროვმა დუბაიში გამართულ ე.წ. UAE SWAT Challenge-ის შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია, მედალი მიიღო. შეჯიბრის მეოთხე დღეს საუკეთესო შედეგი აჩვენა ახმატის გუნდმა, რომელიც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური პოლკის მებრძოლებისგან შედგებოდა. UAE SWAT Challenge-ზე სხვადასხვა ქვეყნის სპეციალური ძალების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ტაქტიკური უნარების გამოყენებაში, გონებრივ კონცენტრაციასა […]
მსოფლიო მადლობელია, რომ ინდოეთი რუსულ ნავთობს ყიდულობს – ინდოეთის ნავთობის მინისტრი

“მსოფლიო მადლობელია, რომ ინდოეთი რუსულ ნავთობს ყიდულობს. ისე არ არის, თითქოს მათ არ სურდეთ, რომ ჩვენ რუსულ ნავთობს ვყიდულობდეთ.” – ამბობს ინდოეთის ნავთობის მინისტრი, ჰარდიპ სინგ პური CNBC-სთან ინტერვიუში. ჰარდიპ სინგ პურის თქმით, ინდოეთის მიერ დიდი ოდენობით რუსული ნავთობის შეძენით გლობალურად ნავთობის დაბალი ფასია შენარჩუნებული. “თუ ჩვენ დავიწყებთ უფრო მეტი ახლო აღმოსავლური ნავთობის შეძენას, ნავთობის […]
ზარქუა ლელოზე: გუშინ სხდომაზე საერთოდ არ შემოვიდნენ, ეს დამწვარი მუსტანგის მიმდევრები

“კარენოი ნაცები” ძალიან აკადემიურები ჩანან, ძალიან ისეთები გახდნენ, გესმით, ხმის ტონალობაშიც ეტყობათ, შეძლებიათ. ეს “გახარიები” და ლელო რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ. რასთან გვაქვს საქმე? გუშინ [სხდომაზე] საერთოდ არ შემოვიდნენ, ეს დამწვარი მუსტანგის მიმდევრები. პრინციპში, “გახარიების” მესმის, გაიშიფრნენ, გაბრაზებულები არიან ამიტომ. […] მე მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და ნაღდი ნაცი, მიიღეთ […]
დიდთოვლობის გამო, კალა-უშგულის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ170-კმ185 მონაკვეთზე, კალა-უშგულის გზაზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. “ამავე საავტომობილო გზის კმ30-კმ170 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო კმ140-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო […]
კობახიძე: პროგრამაში ძლიერი ქართული ოჯახის იდეას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დემოგრაფიაა. წინა ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მოსახლეობა 226 500 ადამიანით შემცირდა. 2014 წლიდან ჩვენ შევძელით მოსახლეობის კლების ტენდენციის შეჩერება და მას შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 19 500 ადამიანით გაიზარდა, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების პირობებში მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს. თუმცა დემოგრაფიული ტენდენციები მაინც საგანგაშოა. ამიტომ, 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში ძლიერი ქართული […]
ფაშინიანი: საქართველოს მიერ EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებამ რეგიონში რეალობა შეცვალა

სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ რეგიონში რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ამის შესახებ ფაშინიანმა საზოგადოებრივ რადიოსთან ისაუბრა. “ჩვენი გარემო და ურთიერთობები შეიცვალა. დღეს მსოფლიო არ არის იგივე, რაც 5-6 წლის წინ იყო. ჩვენი ურთიერთობები ნებისმიერ ორგანიზაციასთან არ არის იმის მსგავსი, როგორიც ადრე იყო. ამ ურთიერთობების ფორმებიც შეცვლილია. შეცვლილია ჩვენი რეგიონიც. […]
„იქნებ, სხვა დაამზადოთ“ – პაპუაშვილის შენიშვნა ნაცვლიშვილს გულსაბნევის გამო

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამჯერად შენიშვნა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს მისცა გულსაბნევის გამო. კერძოდ, ანა ნაცვლიშვილს, რომელიც მანამდე რუსულ კანონსა და დეოლიგარქიზაციაზე საუბრობდა, პიჯაკზე ევროკავშირის და საქართველოს დროშებიანი გულსაბნევი ეკეთა. თუმცა, როგორც პაპუაშვილი ამტკიცებს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ეროვნული დროშის გამოსახვის სტანდარტი“ დაარღვია. მან მოუწოდა ანა ნაცვლიშვილსა და მის პარტიას, „ლელოს“, სხვა სახის გულსაბნევი დაამზადონ. „ქალბატონო ანა, შეგატყვეთ, […]
“SOLO თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა – TAF 2024-ის პარტნიორია”

SOLO-სთან პარტნიორობით, თბილისში თანამედროვე ხელოვნების პლატფორმა – TAF 2024 ბრუნდება. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 11-14 აპრილს გაიმართება. TAF 2024 რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გალერეებს, დამოუკიდებელ ხელოვანებს, კურატორებს, კრიტიკოსებს, კოლექციონერებს, საერთაშორისო მედიასა და სტუმრებს. პროექტი მიზნად ისახავს, თანამედროვე ლოკალური და საერთაშორისო ხელოვანების ხელშეწყობას, მათი ნამუშევრების შესახებ […]