8 თებერვალს თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა

1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში უმაღლესი სასწავლებელი დაარსდა. მას მოგვიანებით, იმავე წლის 3 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდა. მაშინ ეს იყო პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში. მანამდე, 1917 წელს, უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება შეიქმნა, რომელმაც ეს საქმე ითავა. ამ საზოგადოების წევრები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, პეტრე […]
“რიჟვაძეს მშვიდად რომ ზის, შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში” – ელისაშვილი კობახიძეს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე, უთხრა: „ახლა ტელეფონში ვუყურებდი კადრებს, უზარმაზარი მიწის მასა როგორ მოძრაობს მთიან აჭარაში, როგორ დაიძრა. მართალია, ჯერ თქვენ არჩეული არ ხართ, რამდენიმე საათში გახდებით პრემიერ-მინისტრი, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ დაგიჭერთ მხარს, ეჭვი არ მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შესდგომიხართ მოვალეობის შესრულებას, პირველი თქვენს ადგილას […]
თიბისი ახალ თანამშრომლებს აქტიურად ეძებს

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, მოტივირებული თანამშრომლების დასაქმების პროცესს აგრძელებს. აქ შეგიძლია შეუერთდე გუნდს, რომელიც განვითარებისკენ სწრაფვით გამოირჩევა. ვაკანსიები სხვადასხვა გუნდშია გამოცხადებული: მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის, პროდუქტების, მონაცემთა ანალიზის და მართვის, ეჯაილის, რისკების, საოპერაციო და სხვა მსგავსი მიმართულებებით. განსაკუთრებით ფრონტის, ფილიალების პოზიციებზე, სადაც განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა და ინდივიდუალური კარიერული წინსვლის გეგმა დაგხვდება. თიბისის გუნდისთვის გამარჯვებისა და […]
“სადღაც გაჩუქეს ეს გულსაბნევი” – კითხვა კანონზე და პასუხი გულსაბნევზე

ანა ნაცვლიშვილმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: ხვალ რომ პარლამენტში რუსული კანონისმსგავსი შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ მხარს თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას? ანა ნაცვლიშვილი: ბატონო ირაკლი, როგორც დეპუტატმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს, ხვალ რომ პარლამენტში იგივე შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ მხარს თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას? გთხოვთ, ნუ დაიყვანთ ამას […]
“ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა არასოდეს უნდა ესროლონ ერთმანეთს” –კობახიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების წინაშე წარადგინა სამთავრობო პროგრამა და უპასუხებს პარლამენტის წევრების შეკითხვებს. „ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი უცხოელი მეგობრების მოწოდებები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის გზით დაბრუნების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი სცენარის პირობებში ჩვენ მოგვიწევდა ომი არა მხოლოდ საოკუპაციო ძალებთან, […]
დედაეკლესიას ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან დავიცავთ – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დაიცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. „სახელმწიფო სეკულარული პრინციპის დაცვით იღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან”, – თქვა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
რუსეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ოთხი კანდიდატი განაგრძობს, ცესკო-მ სამ კანდიდატს რეგისტრაციაზე უარი განუცხადა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას ოთხი კანდიდატი განაგრძობს: ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი და „კომუნისტური პარტიის“ წევრი ნიკოლაი ხარიტონოვი, – ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი სამ კანდიდატს განუცხადა: ბლოგერ რადა რუსკიხს, „რუსეთის კომუნისტების“ კანდიდატს, სერგეი მალინკოვიჩს და […]
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამ წუთებში პრეზიდენტი „ევროოპტიმისტების” დეპუტატ რომან გოცირიძეს ხვდება. როგორც გოცირიძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მცდელობით „ქართული ოცნება” “უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაც მაინც გააკეთოს”. გოცირიძის თქმით, ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე […]
ვახტანგ მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძეს – ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით, შემთხვევით, ხომ არ აპირებთ, საარჩევნო ბარიერიც დაწიოთ, ან ხომ არ დაუჭერთ მხარს?

სისუსტედ არ მინდა ჩამეთვალოს, არსებულ ბარიერს უკვე შეგუებული ვართ, მაგრამ შემთხვევით, ხომ არ აპირებთ, ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერიც დაწიოთ, ან ხომ არ დაუჭერთ მხარს? – ამ კითხვით „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მიმართა. მეგრელიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ტელევიზიებში ერთმანეთთან დებატებში მონაწილეობას არ იღებენ. […]
გიორგი ბოტკოველი ირაკლი კობახიძეს – პასუხისმგებლობიანი მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს, სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერის მხარდაჭერა – ეს პასუხისმგებლობა თქვენ არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ

პასუხისმგებლობიანი მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს, სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერის-გლეხის მხარდაჭერა, რათა მას ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი. ეს პასუხისმგებლობა თქვენ არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ,- ასე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს მიმართა. მისივე თქმით, სოფელია ის ადგილი, საიდანაც მიგრაცია მიმდინარეობს და ფაქტობრივად, დაცარიელებულია სოფლები. „სამძიმრით მინდა […]