კონკრეტული პროდუქტი გერმანიაში €2 ღირს, საქართველოში ₾19, უნდა შევისწავლოთ რატომ ხდება ეს – კობახიძე

კონკრეტული პროდუქტი გერმანიაში €2 ღირს, საქართველოში ₾19… უნდა შევისწავლოთ რატომ ხდება ეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს საკითხი ნამდვილად გამოწვევაა. „რაც შეეხება მედიკამენტების და სურსათის ფასებს, თქვენ იცით, რომ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ამ თემასთან დაკავშირებით. პროგრესიც არის, მეტწილად მედიკამენტების კუთხით, სადაც სერიოზულად არის დაკლებული ფასები კონკრეტული […]

იყო საუბარი საპენსიო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ – კობახიძე

საუბარი იყო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, სადაც ეს შესაძლებელია, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ის განმარტავს, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაგეგმილია და ყველა საკითხი განხილული იქნება. „რაც შეეხება იმას, თუ როდის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით. პარლამენტში ეს დაგეგმილია, ბატონმა ირაკლი ზარქუამ ეს […]

პაკისტანში არჩევნები გაიმართა

პაკისტანში, ხმებს ითვლიან ხუთშაბათს გამართული არჩევნების შემდეგ, რომელსაც თავდასხმები და მობილური ტელეფონის სერვისების შეჩერება გასდევდა თან. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ ვინ გაიმარჯვა, სავარაუდოდ ნათელი გახდება პარასკევს დილას, რადგან ხმების დათვლა გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ კენჭისყრამ შეიძლება არ გამოავლინოს აშკარა გამარჯვებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით […]

რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რიწის ტბაზე წვრთნებს ჩაატარებენ

10 თებერვალს რიწის ტბაზე რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანტიტერორისტულ წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედია, РИА Новости-სთან, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა, ისაუბრა. “ანტიტერორისტული წვრთნები რიწაზე ჩატარდება. მასში მონაწილეობას შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, რუსეთის ეროვნული გვარდია, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის […]

მარია ზახაროვა – პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. მარია ზახაროვა გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი […]

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის (Silk Road Culture Hub – SRCH) ფარგლებში დაფუძნებული ახალი პლატფორმის – „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქები“ – I საერთაშორისო ფორუმის მესამე დღეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო ფორუმი მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის […]

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იმართება. „სოფლებში განსახორციელებელ მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ზარდიაანთკარში შეხვედრას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანიც ესწრებოდა. შეხვედრაზე იმ პროექტის მიმდინარეობაზე […]

დავით სონღულაშვილი – ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით იმსახურებს ნდობას და პარლამენტის და საზოგადოების მხარდაჭერას

ფაქტია, რომ ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით იმსახურებს ნდობას და პარლამენტისა და საზოგადოების მხარდაჭერას. ბატონო ირაკლი, პატივცემულო მინისტრებო, რა თქმა უნდა, წარმატება მინდა გისურვოთ! – ამ სიტყვებით მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის წევრებს. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სამთავრობო პროგრამა და […]

რელიგიის საკითხთა სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის, ამავე დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური თემებისთვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან სსიპ – […]

სალომე სამადაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე

პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე,- ასე მიმართა შალვა პაპუაშვილს „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა. „კოლეგებისთვის შენიშვნის მიცემის ნაცვლად მე იმაზე ვიფიქრებდი, რომ ევროკავშირის დროშა პარლამენტის ტრიბუნასაც ამშვენებდეს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდა, თქვენი მცდელობის მიუხედავად, რომ ეს დღე არ დამდგარიყო“, – განაცხადა პაპუაშვილის მისამართით სალომე სამადაშვილმა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც […]