ზახაროვა: პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის საქართველო ადრეც გამოყენებულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის საქართველო ადრეც გამოყენებულა. ზახაროვა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა. ზახაროვას თქმით, ეს “არაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო, მისი ტერიტორია გამოიყენება მათ მიერ, ვისაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ და ტერორისტულ მეთოდებს მიმართავენ”. “შეგახსენებთ საერთაშორისო ტერორიზმის თავნებობას ჩრდილოეთ […]
წინასწარი მონაცემებით, ალიევმა არჩევნებში 92,05%-ით გაიმარჯვა

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92,05%-ით გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია ადგილობრივ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებ . საარჩევნო კომისიის ცნობით, მათ 6,537 საარჩევნო უბნიდან 6,102-ის შედეგები უკვე დაითვალეს, რაც საერთო რაოდენობის 93,35%-ს შეადგენს. შედეგების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა კანდიდატი ორუჯ ზაჰიდ მაჰარამ-ოღლუ, რომელმაც 101,851 (2.19%) ხმა მიიღო, მესამე ადგილზე გასულმა მუსტაფა ფაზილ […]
უკრაინაში, ნიკოპოლის მერის მოადგილე მოკლეს

უკრაინაში, ნიკოპოლის მერის მოადგილე, ვიტალი ჟურავლიოვი მოკლეს. პროკურატურის ინფორმაციით, მის მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი დღეს, 8 თებერვალს გაუხსნეს. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს “ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად”, – წერს პროკურატურა.
ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ სტიქიის თავიდან ასაცილებლად – იოსელიანი

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი იკვლევს, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილება. “ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა […]
“ეს ორი ვიდეო წარადგინეს სამებიდან… ახლა კი ე”მამა ანდრიას” უტიფარ ტყუილებზე” – რა ვიდეოებს აქვეყნებს ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, ავრცელებს ვიდეოებს და წერს: ეს 2 ვიდეო სამებიდან წარადგინეს სასამართლოში, თუ როგორ ვისვრი კვერცხებს. კი, მივედი და ვისროლე, არ უარვყოფ. ახლა კი ერთადერთი მოწმის, “მამა ანდრიას” უუუტიფარ ტყუილებზე: საერთოდ არ მიყვირია. არც სროლამდე, არც გასვლისას. ჩუმად მივედი, 3 კვერცხი მედო ჯიბეში, 3 ვე ვისროლე და ჩემით გამოვიწიე (და არა გეწაძემ გამწია). […]
კობახიძე ნერგეეთზე: სააგენტოს დასკვნა არ იძლეოდა კონკრეტული სტიქიის პროგნოზირების საშუალებას

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროგნოზების შესაძლო გააქტიურებაზე “კონკრეტული სტიქიის პროგნოზირების საშუალებას” არ იძლეოდა. პლენარულს ხდომაზე, სადაც კობახიძის მოსმენა მიმდინარეობს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ წაიკითხა გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც 2022 წელს საქართველოში სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგებსა და 2023 წლის პროგნოზს მოიცავს. დეკანოიძემ წაიკითხა […]
დავით ნარმანიას უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო დიპლომი გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოს მიერ, უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის საპატიო დიპლომი გადაეცა. სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ასევე დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები. მომავალი თაობის განათლებაში შეტანილი წვლილისა და უნივერსიტეტში წარმატებული საქმიანობისათვის დავით ნარმანიას სხვადასხვა […]
სატელევიზიო არხების ყველაზე დიდი დამფინანსებლების ათეული

2023 წელს ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში ComCom-ში ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკლამის დამკვეთები, რომლებიც „ტელეიმედში”, „რუსთავი 2″-ში, „მთავარ არხში”, „პოსტივიში”, „ფორმულასა” და „ტვ პირველში” ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ შემდეგია: 2023 წელს „ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთი კომპანიების ათეული, […]
საქართველო ადრეც გამოიყენებოდა სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის – ზახაროვა სუსის განცხადებას პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ტერაქტის აღკვეთაზე იყო საუბარი და განაცხადა: შეგახსენებთ სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმის თავაშვებულობას, როდესაც სახელდობრ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტებს შეჰქონდათ ან ცდილობდნენ შეეტანათ (ოდესღაც გამოვიდა, ოდესღაც აღიკვეთა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები ურომლისოდაც, ტერორიზმი მაშინაც და ახლაც, უკრაინული რეჟიმის […]
სურამის შემდეგ მეწყერული პროცესები ქვიშხეთშიც განვითარდა

რადიო თავისუფლების ცნობით, დაბა სურამის შემდეგ, მეწყრული პროცესები განვითარდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთშიც. მთიდან წამოსულმა მიწის მასამ სუთიაშვილების უბანში, საცხოვრებელ სახლებამდე მიაღწია. ორი ოჯახი უკვე ევაკუირებულია. ხაშურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები 7 თებერვალს, ღამის 11 საათზე დაიწყო. დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში მიმდებარე მთის ფერდობიდან მიწის მასა სახლებისკენ დაიძრა. ტალახმა, ქვა-ღორღმა და ხეების ფრაგმენტებმა გურამიშვილის ქუჩამდე მიაღწია. […]