კობახიძის 16 “საგმირო საქმე” – მეზვრიშვილი

რუსული კანონის ინიცირება; პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა; დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმება/პარტიაზე დაქვემდებარება – ინსპექტორის სამსახურიდან – სახალხო დამცველამდე და ცესკომდე; სასამართლო რეფორმის გაჩერება – ნაცმოძრაობასთან ერთად მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის სასამართლოს ოფიციალურად გადაფორმება; საპარლამენტო ზედამხედველობის მოშლა – ფიქციად გადაქცევა; ვენეციის კომისიის ბოლოდროინდელი უმწვავესი შეფასებები ყველა გაგზავნილ კანონზე; დეცენტრალიზაციის და მუნიციპალური მმართველობის მოშლა – უკანონო მეთოდებით ძალაუფლების მიტაცება წაგებულ მუნიციპალიტეტებში; ყველაზე […]

“ეს არაბი ბიჭი ჰამასის ტერორისტებმა მაშინ მოკლეს, როცა 2 ებრაელი ბავშვის გადარჩენას ცდილობდა” – მიხეილ ხაჩიძე

6 და 3 წლის ბავშვების მშობლები მანქანაში ჩახვრიტეს ტერორისტებმა. ამ არაბმა ბიჭმა, რომელიც მუშად მუშაობს ისრაელში, ბავშვების გადარჩენა სცადა, ამ გმირული საქციელისას კი ჰამასელებმა სასტიკად მოკლეს არაბი მამაკაცი ადგილზე.

ნინო წილოსანი – ყველანი ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე, მათ შორის ოპოზიციაც – მადლობა საპარლამენტო საქმიანობისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის, ადამიანობისა და მეგობრობისთვის

ზოგადად, კანდიდატის დახასიათებას მისი განათლებით და კვალიფიკაციით იწყებენ, თუმცა რადგან ყველანი ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე, მათ შორის ოპოზიციაც, მის პოლიტიკურ პროფესიონალიზმზე შევჩერდები,- ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის” იმსჯელეს. ნინო წილოსანმა ოპონენტებს მიმართა და […]

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუს-ის ცნობით, პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. […]

სემეკი – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების 11 938 მომხმარებელს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ არასწორად დარიცხული წყალარინების მომსახურების საფასური, ჯამში 6 048 539 ლარი უკან დაუბრუნდება. სემეკ-მა კომპანიას გადაწყვეტილების შესასრულებლად 5 – თვიანი ვადა მისცა. ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. სემეკ-ის ცნობით, გარდა ამისა, სემეკის დავალებით, […]

“გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა…” – რას წერს ასურეთთან ტრაგიკულად დაღუპული რევაზ უთურგაურის შვილი

· 148 7 თე­ბერ­ვალს ასუ­რეთ­თან უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. აე­როს­ტა­ტი, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უნდა შე­მო­ეფ­რი­ნათ და გი­ნე­სის რე­კორ­დი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ, მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცემ ხაზს შე­ე­ჯა­ხა და ჩა­მო­ვარ­და. შე­დე­გად სა­ჰა­ე­რო ბურთში მყო­ფი სა­მი­ვე ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან “სქაი თრე­ვე­ლის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი, ასე­ვე მისი პო­ლო­ნე­ლი კო­ლე­გა და ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის” ოპე­რა­ტო­რი, მიშო ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი. · მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ვაზ […]

იტალია უკრაინას ოდესის ფერისცვალების ტაძრის აღდგენაში დაეხმარება

ოდესის საკათედრო ტაძარი, სხვანაირად ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც ზაფხულში რუსეთის დაბომბვების დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა, იტალიისა და უკრაინის ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით აღდება. პროცესში ჩართული იქნება იუნესკოც. უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კიევი 500 მილიონ ევროს მიიღებს ტაძრის რესტავრაციისთვის. დოკუმენტს ხელს იტალიის და იუნესკოს წარმომადგენლები აწერენ. „იტალია ერთგულია უკრაინის აღდგენის პროცესის მიმართ”-ამბობს ელჩი პიერ სპასო-პრეობრაჟენსკი და განმარტავს, […]

უკრაინის თავდაცვა: 17-დან, 11 რუსული დრონი ჩამოვაგდეთ

კიევის განცხადებით, რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან, 11 ჩამოაგდო. მოსკოვმა იერიში, ამჯერად, უკრაინის ოთხ რეგიონზე – მიკოლაივზე, ოდესაზე, ვინიციასა და დნიპროპეტროვსკზე მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ვინიციას რეგიონის ხელმძღვანელმა, სერჰი ბორზოვმა განაცხადა, რომ რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ, ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გამოიწვია. ხანძარი საბოლოოდ ლოკალიზებულია, – დაწერა ბორზოვმა Telegram-ზე. სამხრეთ უკრაინის საპორტო […]

გოჩოლეიშვილმა გაიტანა – “შახტარმა” გაიმარჯვა და “მარსელთან” მატჩები ელის [VIDEO]

თურქულ შეკრებაზე “შახტარმა” ამხანაგურ მატჩში თურქმენეთის ჩემპიონი “არკადაგი” 4:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი გოჩოლეიშვილმა და ლუკა ლაცაბიძემ. გოჩოლეიშვილმა 37-ე წუთზე პენალტით გოლი გაიტანა. ლაცაბიძემ პირველ ტაიმში მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, შესვენების შემდეგ კი ცენტრალურ მცველად. გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ნახევარდაცვაში ათამაშა. 18:30 საათზე “შახტარის” მეორე სპარინგი დაიწყო პოლონეთის “ლეხიასთან”. “მეშახტეთა” სასტარტოშია ირაკლი აზაროვი. […]

ფინეთს რუსეთის საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები კიდევ მინიმუმ ორი თვე ექნება ჩაკეტილი

რუსეთთან ფინეთის საზღვარი კიდევ მინიმუმ ორი თვე იქნება ჩაკეტილი. ფინეთის სახელმწიფო საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, არ გახსნას საკონტროლო-გამშვები პუნქტები ფინეთ-რუსეთის საზღვარზე. მათი ჩაკეტვის ვადა 14 აპრილამდე გაგრძელდა. ორ ქვეყანას შორის სახმელეთო სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა ფინეთის ხელისუფლების განკარგულებით დაიწყო შარშან ნოემბერში. ამის მიზეზი იყო მესამე ქვეყნების – ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების – მოქალაქეთა მოზღვავება […]