ჟურნალისტები კარლსონს პუტინთან ინტერვიუს გამო აკრიტიკებენ

ტაკერ კარლსონის, ტელეკომპანია “ფოქსის” ყოფილი წამყვანის მოსკოვიდან გაკეთებულ განცხადებას იმაზე, რომ მან ჩაწერა ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ბევრი ჟურნალისტის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ზოგიერთი მათგანი შიშობს, რომ ინტერვიუს კრემლი სავარაუდოდ, პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ მის ვიდეოანონსს 100 მილიონამდე ნახვა აქვს. კარლსონი ვიდეოში ამბობს, რომ მას რუსეთის დიდი ხნის პრეზიდენტთან ინტერვიუ სურდა იმიტომ, […]

ეუთო აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს აკრიტიკებს

ეუთომ აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გააკრიტიკა იმის გამო, რომ „შეზღუდულ გარემოში“ ჩატარდა და არ იყო ნამდვილი პლურალიზმი. ძალაუფლების მქონე ილჰამ ალიევი დიდი უპირატესობით გამარჯვების ზღვარზეა, რაც მას პრეზიდენტის თანამდებობაზე მეხუთე ვადით დატოვებს. ალიევს, რომელმაც მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ სომხებზე ბაქოს სწრაფი და გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ ნაადრევი არჩევნები დანიშნა, დამოუკიდებელი მედიის დარბევის და ნამდვილი მეტოქეების არარსებობის პირობებში, […]

ქართული ბანკები ობლიგაციების გამოშვებას გეგმავენ – ირაკლი ელაშვილი

2024 წელს, კაპიტალის ბაზარზე შესაძლოა, ქართული ბანკების მიერ გამოშვებული ობლიგაციები გამოჩნდეს – ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა ირაკლი ელაშვილმა bm.ge-ს ეთერში განაცხადა. ელაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით სიახლეებს ელიან და ახალი სექტორი გახდება საჯარო ემისიის ბაზარზე. საინვესტიციო ბანკში ობლიგაციების ბაზარზე ზრდის ტემპის შენარჩუნებას ელიან, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, დაანონსებული […]

რუსტემ უმეროვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ – საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. მადლობელი ვარ ვალერი ზალუჟნის ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი “ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. “ომი იცვლება და ცვლილებებს მოითხოვს. საბრძოლო ქმედებები 2022, 2023 და 2024 წლებში – სამი სხვადასხვა რეალობაა. 2024 წელი ახალ ცვლილებებს მოიტანს, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა […]

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს – თქვენთვის ეკონომიკა ციფრები და მათემატიკაა, ჩვენთვის კი ადამიანისა და მათი პრობლემების მოგვარებისთვისაა – ხაფანგიდან თავი ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ

თქვენთვის ეკონომიკა ციფრები და მათემატიკაა, ჩვენთვის კი ეკონომიკა ადამიანებისთვისაა და მათზე უნდა იყოს ორიენტირებული. აი ეს არის ჩვენ შორის მთავარი განსხვავება, რომ თქვენთვის ეს ეკონომიკური მდგომარეობა არის მისაღები, ჩვენთვის მიუღებელი, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში. ვაშაძემ საუბრისას “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დაინიშნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. ზელენსკის თქმით, გენერალ ზალუჟნის გუნდში დარჩენა შესთავაზა. “მადლობელი ვარ გენერალ ზალუჟნის [უკრაინის] დაცვის ორი წლისთვის. მადლობელი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ, და მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი ჯარისკაცისთვის, რომლებიც გმირულად იბრძვიან ამ ომში. გულწრფელად ვისაუბრეთ დღეს იმაზე, […]

გიორგი ვაშაძე – ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია

დღეს, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია, რადგან ქართველებს საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში დარჩენის შესაძლებლობა არ აქვთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგებზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა ლიდერმა სიტყვით გამოსვლიას საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება […]

ფორუმი „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა” საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა

მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო ფორუმი, „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა” საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 10 ქვეყნის დელეგაცია, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპიკერებმა მარნეულიდან და საგარეჯოდან, სტუმრებს მუნიციპალიტეტების კულტურული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს. „მოეწყო „კულტურის, ღვინის და […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვალერი ზალუჟნის შევხვდი და განვიხილეთ, ვინ შეიძლება იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში, მას გუნდში ყოფნა შევთავაზე

გენერალ ვალერი ზალუჟნის შევხვდი, განვიხილეთ ვინ შეიძლება იყოს შეიარაღებული ძალების განახლებულ ხელმძღვანელობაში, შევთავაზე მომავალშიც იყოს გუნდში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავრსარდალ, ვალერი ზალუჟნისთვან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს. “შევხვდი გენერალ ვალერი ზალუჟნის. მადლობა გადავუხატე უკრაინის ორი წლის განმავლობაში დაცვისთვის. განვიხილეთ, თუ როგორ განახლებას საჭიროებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ასევე […]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ხმაური იყო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ხმაური იყო. კერძოდ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის გამოსვლამ დარბაზში უკმაყოფილება და უმრავლესობის წევრთა შეძახილები გამოიწვია. “თავხედობ ბექა, ნაცებზე უარესი ხარ”, – მიმართა მას „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის შემდეგი გამომსვლელის დროსაც გაგრძელდა, თუმცა, სიტუაცია მანდატურის ჩარევის შედეგად განიმუხტა. რამდენიმე […]