თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს – თქვენ ხართ კაცი, რომელიც ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ, მეორე ხელით კი პოლარიზაციას აფინანსებს

თქვენ რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მომსწრე ამ პარლამენტში ყოფილიყავით, ან წაგეკითხათ 2011 წლის დოკუმენტი, აღარ გექნებოდათ ის პოზიცია, რომ ეროვნული ინტერესი არ არის დეოკუპაცია, – მიმართა „რეფორმების ჯგუფის” წევრმა თეონა აქუბარდიამ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს. თეონა აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება” უკვე სამგზისაა ხელისუფლებაში, მაგრამ 2018 წლის შემდეგ […]
თინა ბოკუჩავა კობახიძეს – ახსენეთ, რომ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება კორუფციის მიმართ მიუღებელია, თუ გსურთ, რომ ეს განცხადება უკიდურეს სიყალბედ არ იყოს აღქმული, უბრალოდ სკამს კი ნუ გაუცვლით ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეთ

ბატონო ირაკლი, თქვენს გამოსვლაში ახსენეთ, რომ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება კორუფციის მიმართ პირადად თქვენთვის მიუღებელია. თუ გსურთ, რომ ეს განცხადება უკიდურეს სიყალბედ არ იყოს აღქმული საზოგადოებაში, უბრალოდ სკამს კი ნუ გაუცვლით ირაკლი ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეთ ელიტურ კორუფციაზე , – ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ყალბია“ […]
გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს – უცხოური კომპანიების შემოყვანა კი არა, ქუთაისში ორჯერ რომ გახსენით არ არსებული ელექტრო მანქანების ქარხანა, სად არის ეს ქარხანა? – აი, ასეთი ტყუილებია ივანიშვილის პარტიის ხელწერა

“Apple და Volkswagen კი არა, ქუთაისში ორჯერ გახსენით არარსებული ელექტრო მანქანების ქარხანა. აი, ასეთი ტყუილებია ივანიშვილის პარტიის ხელწერა. აი, ეს არის ჩვენ შორის განსხვავება, – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ხელისუფლება ხელიდან უშვებს რუსეთის ბაზრიდან გასულ კომპანიებს, რაც ასობით ათას სამუშაო ადგილთანაა […]
იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძეს – ბრძანეთ, რომ ჩვენი პატიმრების რაოდენობა 5 500 ადამიანამდე უნდა შემცირდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა

ბრძანეთ, რომ ჩვენი პატიმრების რაოდენობა 5 500 ადამიანამდე უნდა შემცირდეს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, ძალიან დიდი იმედია თითოეული პატიმრისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი პრემიერობის განმავლობაში ამ მიზანს მიაღწიოთ, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს. როგორც იაგო […]
“მოგიხანთ ყველა მასწავლებელი, ქოცნო” – გოგოტიშვილი

ნიცშესთან ბრძოლით დაიწყეს და ცურტაველთან ბრძოლით დაამთავრებენ. მოგიხანთ ყველა მასწავლებელი, ქოცნო
“ზურაბიშვილის შეკრებილი ოპოზიციაც მოვს@@ან და მისი მომთრევიც კიდე” – ვატო გელაშვილი

დიდი გაერთიანება იგეგმება . 2020 რომ იყვნენ ისინი მოდიან ისევ ოღონდ ამჯერად მთელი პროდასავლური პარტიები რომ ლანძღავდნენ და მოროშკინას ძუძუები რომ ლოცავდნენ იმ ქალის მეთაურობით. რავი მე პირადად ბიძინაზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, არ კიბახიძე, კალაძე ან ღარიბაშვილი მგონიან ძლევამოსილები, მაგრამ ამ ოპოზიციის “ნძრევამოსილება” უკვე დამღლელია, “ხალხის დაკვეთააო ოპოზიცის ერთიანობა” ვინ დაუკვეთა ხუი ევო ზნაეტ? […]
“იყო ქორონიკონსა ბბდ მესამედ გამოსვლასა მეფისა ბიძინასასა, რომელმან ცუალა ორთა ირაკლისა სახელონი საკვირველად” – მანჯავიძე

იყო ქორონიკონსა ბბდ მესამედ გამოსვლასა მეფისა ბიძინასასა, რომელმან ცუალა ორთა ირაკლისა სახელონი საკვირველად, აღმხედრდა კაცი იგი მანქანი ხაზარისა ძე ჰუნესა ფორდ-მუსტანგსა ზედა და მიმოიქცეოდა სოფლებსა შორის ქართლისაითა, თუცაღა განარისხა უფალი და განირღვა ჰუნე იგი და დაწუა ცეცხლმან. მაშინ შეიპყრეს ბილწი იგი და ყოვლად უმსგავსი ასული ფერაძისა და შეაგდეს დილეგსა. ხოლო დესპანმან ამერიკისმან შეიტკბო დიაცი იგი […]
“რუსების “ნავაჟკაცარი” ბოლო 2 კვირაში” – უჩა აბაშიძე

რუსების “ნავაჟკაცარი” ბოლო 2 კვირაში შეგახსენებთ “თეთრად” წერია სრული რიცხვი, ომის დასაწყისიდან “+”-ით და ცისფრად, წერია მონიშნულ ინტერვალში (ამ 2 კვირაში) წყარო: https://cyborg.ge/ukraine.php?start_date=2024-01-21… მძიმე ტექნიკაში – ასეთი შეფარდებები ამ ომში საერთოდ არ ყოფილა სამაგიეროდ – არტილერიის დანაკარგებს შეხედეთ
ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხინვალის ციხეში ჰყავდათ, გათავისუფლებულია. საუბარია ქარელის რაიონის მკვიდრ პეტრე კალაშნიკოვზე. “პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას […]
კადიროვის შვილმა მედალი მიიღო შეჯიბრში, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია

ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილმა, ადამმა, ოქროს მედალი მიიღო შეჯიბრებაში, რომელშიც მონაწილეობაც კი არ მიუღია, იტყობინება „მედუზა“. ვიდეო, რომელზეც ადამ კადიროვი ჯილდოს იღებს, ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გამოაქვეყნა. ადამ კადიროვი დუბაიში იყო და თან ახლდა ჩეჩნეთის სპეცრაზმის დანაყოფ „ახმატს“, რომელმაც დუბაის პოლიციის ორგანიზებულ სპეცრაზმთა შეჯიბრებაში პირველი ადგილი დაიკავა. დაუდოვი აღნიშნავს, რომ ადამ […]