ფოთში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

ფოთში, ნაბადის უბანში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა. არსებული ცნობებით, შემთხვევის დროს ისინი სახლში მარტო იყოფებოდნენ. ადგილობრივის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც სახლის კარები შეამტვრიეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
“ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო დროებით დახურა

ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო, – ამის შესახებ ინფორმაცია “ჯორჯიან მანგანეზმა” გაავრცელა. მათი განმარტებით, უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა და მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. “ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. […]
ComCom: ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 13.7 მილიონი ლარით გაიზარდა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 87.4 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 13.7 მილიონი ლარით მეტია. მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის ფარგლებში, ტელევიზიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად ComCom-მა წარმოადგინა ის რეკლამის დამკვეთი კომპანიები, რომლებიც ტელეიმედში, რუსთავი 2-ის, მთავარ არხის, პოსტივის, ფორმულასა და ტვ პირველში ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ. უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების კომისიის […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 9 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, ტაშკენტის, შარტავას, ცაგერის, გურამ ფანჯიკიძის, ცაგარელის, ბუდაპეშტის, დები იშხნელების, გოთუას, იოსებიძის, კანდელაკის, გაგარინის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე […]
უხვმა ნალექმა ნაპრალები გააჩინა – ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში 4 მაღაროს დროებით ხურავს

კომპანია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა. კომპანიის ცნობით, ამის გამო, ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით დახურავენ. “უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან […]
თბილისის “დინამომ” “ვალმიერას” 2:0 მოუგო

დღეს თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მესამე ტესტ მატჩი ჩაატარეს, რომელშიც ლატვიურ “ვალმიერას” დაუპირისპირდნენ. თავიდანვე აღსანიშნავია, რომ თბილისელებს სათამაშო უპირატესობა მატჩის სტარტიდან ბოლომდე ხელთ ეპყრათ. თავად შეხვედრის დაწყებამდე კი გუნდებმა წუთიერი დუმილით ვაჟა აზარაშვილისა და ტრაგიკულად დარუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დედაქალაქელებმა თავიდანვე შეუტიეს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ანგარიშიც გახსნეს. ტაიმის შუაში ზუსტი დარტყმით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა […]
ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება

ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნულის გამო, 9 თებერვალს საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. მომსახურება ჩვეულ რეჟიმში 10 თებერვალს განახლდება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!
მსოფლიოში „ყველაზე პატივცემული” კომპანია დასახელდა – რეიტინგი – Fortune

iPhone-ის მწარმოებელი კიდევ ერთხელ მოექცა ყოველწლიური კორპორაციული რეპუტაციის რეიტინგის სათავეში. სამეულშია Microsoft და Amazon. ყოველწლიურად, ბიზნეს-ჟურნალი Fortune მსოფლიოში ყველაზე „პატივცემულ“ კომპანიებს ასახელებს, რომელთაც 10 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი აქვს. სრული სია 1500 კომპანიას (1000 შეერთებული შტატებიდან და 500 შტატებს გარეთ) მოიცავს. სია შემდეგ 50-მდე შემცირდა დაახლოებით 4 000 ხელმძღვანელისა და ანალიტიკოსის შეფასებების საფუძველზე. საბოლოო ჯამში, […]
დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ – ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს და ის ერთი კონკრეტული მოქალაქეა, ეს არ არის ევროპა, მეგობრებო – წინა 9 წელთან ერთად განვლილი 12 წელიც დავკარგეთ, როგორმე ბოლო 9 თვესაც გაგიძლებთ

ევროპისკენ არ მივდივართ, სხვაგან მივდივართ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. უსუფაშვილის თქმით, ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს და ეს ერთი კონკრეტული მოქალაქეა. „ოპოზიციის სისუსტის გამო, კორუფციაში ჩაფლული მმართველი გუნდისაგან ქვეყნის გადასარჩენად მესამედ შემობრუნდა მმართველი და მას ვეცით თაყვანი, ამ ნაბიჯისთვის, ეს […]
მაკა ბოჭორიშვილი ირაკლი კობახიძეს – დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე მთავრობის მეთაურის პოზიციიდან გამორჩეულ წვლილს შეიტანთ სუვერენული, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში

სრულად ვიზიარებ იმ აქცენტებს, რაც თქვენ გამოყავით და განსაზღვრეთ პრიორიტეტულ მიმართულებებად, მივესამლები ასევე თქვენ ღიაობას და პრობლემებზე არა თვალის დახუჭვას, არამედ, კარგად გააზრების მიდგომას. წინ ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი და ძალიან ბევრი გამოწვევა დასაძლევი და ამ საქმეში წარმატებას პირველ რიგში სჭირდება ქვეყნის სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და საზოგადოების სწორი განვითარება, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის […]