ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინის ილია ღლონტის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა

ჯგუფ „დაიტოვეს“ წევრისა და ერთ-ერთი ადმინის, ილია ღლონტის ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხრეკა ჩაატარა. უწყების თანამშრომლებმა დალუქეს და წაიღეს მისი პირადი ტელეფონი და ლეპტოპი. შსს-ს თანამშრომლებმა ილია ღლონტის ადვოკატს განუმარტეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა საქმეზე, რომელზე გამოძიებაც სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული – 225-ე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და 239-ე პრიმა – […]
პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს

ოთხ დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ პოლიტიკური პარტიების – „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახალის“ – ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების სახლში. შსს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ პარტია „ახალის“ ოფისში, „ბესიკის ბიზნესცენტრში“ და ჩხრეკა ჩაატარეს. პარტიის დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიციელებს ეკითხებოდა, რის საფუძველზე იყვნენ შესულები, თუმცა პასუხი არ მიუღია. პოლიციელებმა 15:45 საათისთვის დატოვეს ოფისი. პოლიციელები ამ წუთებში […]
მოდრიჩი და “რეალი” კიდევ ერთი წლით – მოლაპარაკებები დაწყებულია

MadridXtra-ს ინფორმაციით, “რეალის” 39 წლის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მადრიდულ გრანდში შესაძლოა, კიდევ ერთი წლით დარჩეს. ხორვატი ვეტერანი “სამეფო გუნდთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. მას “ბლანკოსთან” კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და მიაჩნია, რომ კიდევ ერთი წლით მაღალ დონეზე თამაში შეუძლია და ამას ფიზიკურად გაუძლებს. ინფორმაციისთვის, მოდრიჩი “რეალში” 2012 წელს “ტოტენჰემიდან” 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში […]
პსჟ და სალაჰი გამოირიცხა? – პარიზელები ეგვიპტელთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ

ჟურნალისტ ბენ იაკობსის ინფორმაციით, “ლივერპულის” შემტევი მოჰამედ სალაჰი პსჟ-ში გადასვლაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მისი ინფორმაციით, პარიზული გუნდი 2025 წლის ზაფხულში ეგვიპტელის დამატებაზე საუდის არაბეთის გუნდებთან კონკურენციის გაწევას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ სალაჰს ამ სეზონის ბოლოს “ლივერპულთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
ლევან ხაბეიშვილი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან მისულ პოლიციელებს – საბუთი მოიტანე, სად არის საბუთი? – რატომ ხართ შეპარული ოფისში?

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისთან ხმაურია. ადგილზე დაპირისპირება სამართალდამცავებსა და პარტიის ერთ-ერთ ლიდერ, ლევან ხაბეიშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილი შენობაში არ შეუშვა. „საბუთი მოიტანე. სად არის საბუთი? რატომ შედიხარ?თქვენ გგონიათ, რომ ძალას აჩვენებთ? საბუთი მოიტანე – რატომ ხართ შეპარული ოფისში, რატომ არბევ ბავშვებს? ჯერ თავ-პირს ალეწავ, მერე აქ […]
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიციაა შესული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და შენობაში პარტიის წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს, არ უშვებენ. „სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შიგნით თქვენი ოფისის წარმომადგენლები არიან. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციას“, – განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა სოფო ჯაფარიძეს.
იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა

იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამი მოადგილე დანიშნა. კერძოდ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ბექა ძამაშვილმა, ნიკო თათულაშვილმა და ერეკლე ღვინიანიძემ დაიკავეს. უწყების ინფორმაციით, მინისტრის ყოფილი მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში განაგრძობენ, რის შესახებაც, საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. სამინისტრო ახლად დანიშნული მოადგილეების გამოცდილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ბექა ძამაშვილი სამართლის დოქტორია. მას […]
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

5 დეკემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანი-ნაძალადევის რაიონში, აბაის ქუჩა N7-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 5 დეკემბერს დღის 16:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. „აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 5 […]
გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ქალების საპროტესტო აქცია გაიმართა

გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ქალების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, დევნა და უკანონო დაკავებები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ძალადობრივი ქმედებები დასაგმობია და უნდა დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი. „ვაპროტესტებთ საქართველოს მოპარულ მომავალს. ვაპროტესტებთ, ძალადობას – ასე სასტიკად რომ უსწორდებიან თბილისში მიმდინარე აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს. ყველა დედას ვუხდი მადლობას, […]
“ხელისუფალთან დებატები მებრძოლი ახალგაზრდობის შეურაცხყოფაა” – ხუხაშვილი

ამ ვითარებაში, წინაპირობების გარეშე ხელისუფალთან ყოველგვარი დებატები მინიმუმ დიდი სიბრიყვე და მებრძოლი ახალგაზრდობის შეურაცხყოფაა. მინიმალური წინაპირობა უნდა იყოს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის უპირობო განთავისუფლება და მოძალადე “სამართალდამცავების” დასჯა. ხელისუფლება არც აპირებს რეალურ დისკუსიას. მას სჭირდება უბრალოდ “დიალოგის” სურათის ჩვენება, შემდგომი უტიფარი კომენტარებით, რომ “ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს” ვადასტურებ ჩემს პატივისცემას თინა ხიდაშელის მიმართ და ვურჩევ, […]