მიხეილ ჯანელიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების უარყოფითი რეაქციაა. მისივე განმარტებით, არ სურს, აღნიშნულმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს. “საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს, […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარია და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები მივიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის სხვა წევრები მივიდნენ. სასამართლოში აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ერთ-ერთი პირის, პარტიის წევრის, რამაზ ფევაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას გახარიასთან ერთად, ბერდია სიჭინავა, ბექა ლილუაშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებიან. ცნობისთვის, რამაზ ფევაძე 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ნიკა მელია – როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო და როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი, იბრძვი თავისუფლებისთვის

როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო და როდესაც კანონი აღარ არის, სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა, იბრძვი. იბრძვი თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კოალიციის ოფისთან განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ პოლიცია იყო შესული. როგორც მან აღნიშნა, ახლა ბრძოლაა გაჩაღებული, რომელიც გაგრძელდება. „როდესაც ადამიანი გეუბნება, მე ვარ სახელმწიფო, მე ბიძინა ივანიშვილი, ერთადერთი ამომრჩეველი […]

მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილზე – როგორ შეუძლია თანამდებობის პირს, მოუწოდოს ბავშვებს ქუჩებში გამოვიდნენ – ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, ალბათ, უიშვიათესი კომბინაციაა, უგონო და უგულო

ეს უნდა იყოს ადამიანი გონებისა და გულის გარეშე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „სკოლების ჯერია, გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს“, კომენტარი გააკეთა. „როგორ შეუძლია როგორც თანამდებობის პირს, კერძო მოქალაქეს, ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი საქმე ადამიანებზე ზრუნვაა, მოუწოდოს ბავშვებს, რომ ქუჩებში გამოვიდნენ, რადგან ახლა მათი […]

მეუფე შიო – ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს – მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ მდგომარეობა, ლამობენ, ბავშვებიც ჩართონ დაძაბულ პროცესში

ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს – მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ და დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ასეთ დაძაბულ პროცესში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ამ პერიოდში ყველამ ლოცვები […]

„დაკავების და ყველანაირი საფრთხეც იქნება, ამოიღეს ტექნიკა, პირადი მობილური და ლეპტოპი” – ილია ღლონტი

“დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლიდან პოლიციამ ტექნიკა ამოიღო – “დაკავების საფრთხეც და ყველანაირი საფრთხეც იქნება, ამოიღეს ტექნიკა, პირადი მობილური და ლეპტოპი” – თქვა ღლონტმა ჩხრეკის დასრულების შემდეგ. პოლიცია „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის სახლში დაახლოებით ორი საათის წინ შევიდა.

“დაიტოვეს” კიდევ ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში პოლიცია შევიდა

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ჩხრეკა დაიწყო “დაიტოვეს” კიდევ ერთი დამფუძნებლის, ნენსი ვოლანდის სახლში. ნენსი მედიასთან ამბობს, რომ პოლიციამ, რომელიც სახლში შევიდა, უთხრა, რომ გასაუბრება სურდა მხოლოდ. თუმცა, რატომ შევიდა სახლში ამისათვის, უცნობია.

გვარამია ჩხრეკებზე: საქმე გვაქვს ავტორიტარული რეჟიმის დიქტატურაში გარდამავალ ფაზასთან

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პოლიცია მათ ოფისში შევიდა. გვარამიას თქმით, ისინი ჩხრეკის მიზნით მივიდნენ. მან ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. გვარამიას ცნობით, პოლიციისგან სასამართლო სანქცია მოითხოვეს, მაგრამ ეს დოკუმენტი თან არ აღმოაჩნდათ. “ისინი ჩხრეკის მიზნით მოვიდნენ. ჩვენ, ასე ვთქვათ, სამართლებრივი წინააღმდეგობა გავუწიეთ იმიტომ, რომ უბრალოდ სასამართლოს სანქცია მოვითხოვეთ და მათ არ ჰქონდათ […]

ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი 2190 ლარი გახდა

2024 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 788.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.0 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.7 პროცენტი – კაცი. „საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 36.9 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო […]

მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი ზამთარში გაიმართება

მსოფლიოს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მთავარი პრეტენდენტია საუდის არაბეთი და ეს პერსპექტივა უკვე ბევრ თავის ტკივილს უჩენს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა). და აქ ლაპარაკია არამხოლოდ საზოგადოების მხრიდან კრიტიკაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. როგორც გაზეთი Daily Mail-ი წერს, კატარში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად, საუდის არაბეთშიც ტურნირი არა ზაფხულში, არამედ საკლუბო სეზონის მსვლელობისას, შეიძლება, გაიმართოს. […]