კახა კალაძე – ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს – როგორ შეიძლება საქართველომ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?!

ვადასტურებთ მზაობას, დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ გახსნან მოლაპარაკებები და მაშინვე ვაწერთ ხელს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, „როგორ შეიძლება საქართველოს მთავრობამ გააჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი, როდესაც ბურთი მათ მხარესაა?!“ „თავიდან კეთდებოდა არასწორი ინტერპრეტაციები პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით. ტყუილს ავრცელებდნენ, სიცრუით იყო გაჯერებული ყველა განცხადება ამ რადიკალური […]
კახა კალაძე – რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ ფარისევლობა და სპეკულაციაა, სინამდვილეში თავად არიან მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები

რადიკალი ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს ძალადობას გმობენ, არის ფარისევლობა და სპეკულაცია, სინამდვილეში თავად არიან მოძალადეები და ყველაფრის მკადრებლები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციების დროს იკვეთება, როგორც ძალადობრივი ქმედებები, ასევე ვანდალიზმის ფაქტები, რაც მიუღებელია. „სამწუხაროა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. არსებობენ კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც […]
„ამიტომაც გამართეს ოფისების ჩხრეკა-მასკარადები“ – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა: „ამ იდიოტებს გონიათ, რომ წინააღმდეგობის აქციები პარტიებისგან იმართება და ამიტომაც გამართეს ოფისების ჩხრეკა-მასკარადები. ეს საერთო- სახალხო წინააღმდეგობა თავისუფლებისათვის და ყველა პარტია რომ გაგვაუქმოთ მაინც არაფერი გიშველით.“
(ვიდეო) ნიკა გვარამია პოლიციის მანქანაში იძულებით ჩასვეს და წაიყვანეს

მას შემდეგ, რაც „გირჩი“ „დროას“ ოფისთან გომელაურის თანამშრომლები მიივიდნენ, სიტყვიერი დაპირისპირებ მოხდა მათ და პოლიტიკოსებს შორის. ე.წ. სამართალდამცველები არ აძლევდნენ არც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას. საბოლოოდ, ნიკა გვარამია პოლიციის მანქანამდე ძალის გამოყენებით მიათრიეს, იძულებით ჩასვეს და წაიყვანეს. https://
„მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში“ – პაპუნა ჯანელიძე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე: „საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს უკურეაქცია გამოიწვია ჩემმა გადაწყვეტილებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ირაკლი კობახიძესთან ერთად დაჯდომასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება არ მივიდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს დაგეგმილ ეთერში, რათა არ გამოვიწვიო საზოგადოების კიდევ უფრო გაღიზიანება და პატივი ვცე მათ ემოციებს. როგორც ადრეც დავაფიქსირე, არა პროტესტანტების, […]
ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავეს და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანეს

პოლიციამ ნიკა გვარამია ძალის გამოყენებით დააკავა და მანქანით გათიშულ მდგომარეობაში გადაიყვანა. დღეს შსს ერთდროულად რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში ჩხრეკით შევიდა. ნიკა გვარამია პოლიციისგან პარტია დროას ოფისში შეშვებას და ჩხრეკის დროს დასწრებას მოითხოვდა, როგორც იურისტი, რაზეც უარი უთხრეს. გვარამია პოლიციელებისგან იურიდიულ დასაბუთებას მოითხოვდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურად გადაიზარდა. შსს-ს წარმომადგენლებმა გვარამია ძირს დააგდეს და ხელში აყვანილი […]
ქვეყანაში შექმნილი ვითარება ტურიზმზე აისახება, ტურები უქმდება – Air France-ის წარმომადგენელი

ტურიზმის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, მათ შორის საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო, ტურისტული ჯავშნები უქმდება. საქართველოში Air France-ის წარმომადგენელ კომპანია APG Georgia-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპიდან ტურისტული ვიზიტები უქმდება, ხოლო საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვებს აქტიურად სვამენ. როგორც APG Georgia-ს დირექტორმა, ია ხომერიკმა BMG-ის განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ […]
პოლიცია გირჩის და დროას ოფისში შევიდა

რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ოფისში ჩხრეკის პარალელურად პოლიცია გირჩისა და დროას საერთო ოფისშიც იმყოფება. როგორც სხვა შემთხვევაშიც, აქაც ჩხრეკისთვის. დროას წევრი გიგა ლემონჯავა ამბობს, რომ პოლიცია დაკეტილ ოფისში შევიდა, როცა შიგნით არავინ იყო. დღეს ჩხრეკა უკვე ჩატარდა ფეისბუქჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორ ილია ღლონტის სახლში. როგორც მას განუმარტეს ჩხრეკა ჯგუფური ძალადობისა და არეულობის საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა. ამასთან, პოლიცია […]
მიხეილ ჯანელიძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ ირაკლი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამის მიზეზი დებატებთან დაკავშირებით საზოგადოების უარყოფითი რეაქციაა. მისივე განმარტებით, არ სურს, აღნიშნულმა ქმედებამ რაიმე სახის ლეგიტიმაციის შესახებ ეჭვი გააჩინოს. “საზოგადოებაში, რომელიც უკვე 7 დღეა განუწყვეტლივ აფიქსირებს თავის ლეგიტიმურ პროტესტს, […]
თინა ბოკუჩავა – ჩამოყალიბდა დიქტატურა, ავტორიტარიზმი – სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული „ომონი“ და პარტიის ოფისებშიც გვივარდებიან

სახლებშიც შევარდნილია ახლა ივანიშვილის რუსული „ომონი“, პარტიის ოფისებში გვივარდება რუსული „ომონი“ – ვხედავთ, რომ რეალურად ხდება მთლიანად ქვეყნის მიტაცება, დამონება რუსული უკანონო რეჟიმის მიერ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეთ კიდევ უფრო მეტი, ვიყოთ კიდევ უფრო ერთიანი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცველებს პარტიის ოფისში […]