ბათუმის ნავთობტერმინალიდან გადაზიდვები 17%-ით გაიზარდა

ბათუმის ნავთობტერმინალმა ნავთობპროდუქტების გადაზიდვა იანვარ-ოქტომბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17%-ით გაზარდა. ინფორმაციას Reuters ტერმინალის მფლობელი ყაზახური სატრანსპორტო კომპანია “ყაზტრანსოილის” მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, ნედლი ნავთობის თხევადი პროდუქტების გადაზიდვა 1.606 მლნ ტონამდე გაიზარდა. მუქი ნავთობპროდუქტების გადაზიდვა მიმდინარე წლის 10 თვეში, წლიური თვალსაზრისით, 26%-ით გაიზარდა და 858 000 ტონა შეადგინა, ხოლო ღია (მსუბუქი) ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება 38%-ით, […]

ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად 100 000 დოლარს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა ისტორიაში პირველად 100 000 დოლარს გადააჭარბა. ნოემბერში კრიპტოვალუტამ გაძვირება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელიც დონალდ ტრამპმა მოიგო. მაშინ ბიტკოინის ფასი 68 000 დოლარი იყო. ეს ზრდა დაკავშირებულია რესპუბლიკელების განცხადებებთან კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ. კერძოდ, ტრამპმა, პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს „პლანეტის კრიპტო დედაქალაქად“ გახდის და ბიტკოინების მარაგს დააგროვებს. „თუკი კრიპტოვალუტა მომავლის განსაზღვრას აპირებს, […]

ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს საჩემპიონო ქამარს დაიცავს

როგორც არასდროს ისე ივარჯიშე და დარწმუნებული ვარ შენს ტემპს ვერ გაუძლებს მერაბ! კარგიცაა რო ხვდები უმარს დამიჯერე, მერე უფრო გაჭირდება მისი დამარცხება… აბა შენ იცი ლომო

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს „ცრუ ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლო პანიკას ქმნის და დამაზიანებელია საფინანსო სექტორისთვის“ – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციაზე ან უცხოურ ვალუტაში თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვაზე შეზღუდვები წესდება. „კატეგორიულად უარვყოფთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს წესდება რაიმე სახის შეზღუდვები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში […]

“საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ. ვდგავართ ქართველ ხალხთან და გიცხადებთ კიბერ-ომს” – Anonymous

საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ. ვდგავართ ქართველ ხალხთან და გიცხადებთ კიბერ-ომს, – წერს ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი X-ზე “საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ. თქვენმა მჩაგვრელმა რეჟიმმა, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი “ქართული ოცნება” და მისი ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობენ, ხალხის ნებას უღალატა. Anonymous კიბერ-ომს უცხადებს თქვენს რეჟიმს. თქვენი მცდელობები, გააკონტროლოთ ხალხი შიშითა და ძალადობით, […]

ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ადვოკატმა ელისაშვილი მოინახულა და თქვა, რომ მას დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, პარტიაში განმარტავენ, რომ ელისაშვილს სახეზე სისხლჩაქცევები აქვს. „მხნედ არის და ამბობს, რომ გამარჯვება იქნება ბოლომდე. რაც შეეხება საქმეს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მისდევს ალი ბაბევი […]

„სისხლის სამართლის კოდექსით“ 15 მომიტინგეა დაკავებული – შსს

შსს-ს თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულია 15 პირი. მათგან 7-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, ან ნივთის დაზიანება და 7-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება. 1 დაკავებულია აფეთქების მომზადების ბრალდებით. უწყების ცნობით, გუშინ, გვიან ღამით პოლიციამ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე. […]

“დააშინე, გატეხე და დაჩაგრე”, არის სტრატეგია, რომელიც ამ დაჯგუფებამ აირჩია – დაახლოებით იგივეა, რაც როდიონოვმა 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენა“ – გიორგი მარგველაშვილი

“დააშინე, გატეხე და დაჩაგრე”, არის სტრატეგია, რომელიც ამ დაჯგუფებამ აირჩია – დაახლოებით იგივეა, რაც როდიონოვმა 1989 წლის 9 აპრილს გამოიყენა“ – გიორგი მარგველაშვილი “შორს არ მგო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნონ, რომ “სან­ტა-კლა­უ­სი” რო­მე­ლი­ღაც ოფის­ში იმა­ლე­ბა. ალ­ბათ, ის იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის და ომის პარ­ტი­ის აგენ­ტი. აი, ეს ვი­თა­რე­ბაა“, – ამის შე­სა­ხებ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა […]

“აშშ ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები” – ენტონი ბლინკენი

“აშშ ემზადება გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის დამატებითი სანქციები” – ენტონი ბლინკენი აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ აშშ-ის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. ბლინ­კე­ნი გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უბ­რობს აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის 32 წლი­ან პე­რი­ოდ­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მა­მა­ცი ხალ­ხი­სა და მათი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სად­მი რკი­ნა­სა­ვით მტკი­ცეა. აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ […]

ბოკუჩავა: 6 საათის განმავლობაში უკანონოდ დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებდნენ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან, რომლებიც პოლიციამ დღეს დააკავა, ადვოკატებს არ უშვებდნენ. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ამის მიზეზი “ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით სასურველი ჩვენებების მოპოვებაა”. “”6 საათის განმავლობაში უკანონოდ დაკავებულების ადვოკატებს არ ეძლეოდათ საშუალება, რომ მოენახულებინათ ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ეს არის მორიგი უკანონობა, მაშინ, როდესაც მათი დაკავებაც უკანონობა იყო, […]