„სისხლის სამართლის კოდექსით“ 15 მომიტინგეა დაკავებული – შსს

შსს-ს თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულია 15 პირი.
მათგან 7-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, ან ნივთის დაზიანება და 7-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება. 1 დაკავებულია აფეთქების მომზადების ბრალდებით.
უწყების ცნობით, გუშინ, გვიან ღამით პოლიციამ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე.
2006 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა.
გამოძიების თანახმად, „ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა”.
დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?