“საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ. ვდგავართ ქართველ ხალხთან და გიცხადებთ კიბერ-ომს” – Anonymous

საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ. ვდგავართ ქართველ ხალხთან და გიცხადებთ კიბერ-ომს, – წერს ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-ი X-ზე
“საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას კიბერ-ომს ვუცხადებთ. თქვენმა მჩაგვრელმა რეჟიმმა, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი “ქართული ოცნება” და მისი ლიდერი, ხელმძღვანელობენ, ხალხის ნებას უღალატა.
Anonymous კიბერ-ომს უცხადებს თქვენს რეჟიმს. თქვენი მცდელობები, გააკონტროლოთ ხალხი შიშითა და ძალადობით, წარუმატებელი იქნება, ისევე როგორც, თქვენი მცდელობები, გააჩუმოთ მათი ბრძოლა სამართლიანობისთვის. ინტერნეტი სიმართლისა და გათავისუფლების იარაღი, თქვენ წინააღმდეგ მოექცევა.
Anonymous დგას ქართველ ხალხთან, როგორც მოკავშირეებთან ამ ბრძოლაში, ვაძლიერებთ მათ ხმას და ვურტყამთ მათ მჩაგვრელ სისტემებს”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას