ამირან გამყრელიძე იმ 250-ზე მეტ პროექტსა და პროგრამაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან“ იმ პროექტებსა და პროგრამებზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ამერიკის მხარდაჭერით, ქვეყანაში 250-ზე მეტი დიდი თუ მცირე საზოგადოებრივი ჯანდაცვითი პროექტი განხორციელდა, რომელიც მოგვეხმარა, როგორც პრაქტიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით, ისე თანამედროვე სტანდარტებით ადამიანური რესურსების მომზადების თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნა, […]
ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ადვოკატმა ელისაშვილი მოინახულა და თქვა, რომ მას დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, პარტიაში განმარტავენ, რომ ელისაშვილს სახეზე სისხლჩაქცევები აქვს. „მხნედ არის და ამბობს, რომ გამარჯვება იქნება ბოლომდე. რაც შეეხება საქმეს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მისდევს ალი ბაბევი […]
„მითების დეტექტორი“ – POSTV რობინ დანიგანის სახელით ყალბ ციტატებს ავრცელებს

POSTV რობინ დანიგანის სახელით ყალბ ციტატებს ავრცელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „მითების დეტექტორი“ აქვეყნებს. მათივე ცნობით, POSTV-მ „ფეისბუქზე“საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ყალბი ციტატა გამოაქვეყნა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. „4 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიამ POSTV ფეისბუქზე გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის სამი ციტატა (1; 2; 3). ყველა მათგანში ელჩი მიმდინარე პროტესტისას […]
,,ძალიან გვიჭირს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან. ვერ ვუდასტურებთ, რომ ქართული კომპანიები სანდო მიმწოდებლები არიან’’- ექსპორტის განვითარების ასოციაცია

ექსპორტის განვითარების ასოციაციაში აცხადებენ, რომ დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების შედეგები ვაჭრობაში ჯერ არ ასახულა. ასოციაციის ხელმძღვანელი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება მოკლევადიან პერიოდში ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას აზიანებს. გრძელვადიან პერიოდში კი უკვე ვაჭრობასა და კონკრეტულ რიცხვებში აისახება. გვანცა მელაძე აცხადებს, რომ ეკონომიკურ ეფექტს დაახლოებით 6 თვეში დავინახავთ. ასოციაციაში მოლოდინი აქვთ, რომ ვაჭრობა პირველ ეტაპზე, ბიზნესებს […]
„მოგზაურობაზე მოთხოვნა 80%-მდე შემცირდა“ – Travelfy

მოგზაურობაზე მოთხოვნა 80%-მდე შემცირდა, – ამის შესახებ ტურისტული კომპანია Travelfy-ის ხელმძღვანელმა გიორგი მელიქიშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მომხმარებელთა მცირე ნაწილმა უკვე არსებული ჯავშნები გააუქმა. “ტენდენციები ძალიან კლებადია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მარკეტინგული თვალსაზრისით არც ჩვენ ვაქტიურობთ და ხალხის ყურადღებაც სხვა საკითხებისკენ არის მიმართული. გამყვან ტურიზმში მოთხოვნა, ფაქტობრივად, უკიდურეს მინიმუმამდეა. დარწმუნებული ვარ ძალიან […]
საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს სისხლისსამართლებრივი ბრალდებით

პოლიციამ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 5 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. გამოძიების თანახმად, „ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა”. დაკავებულს შვიდ […]
დიმიტრი პესკოვი – უკრაინასთან მოლაპარაკებების საფუძველი, ჯერჯერობით, არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს. „ჯერჯერობით მოლაპარაკების არავითარი საფუძველი არ არის“, – აღნიშნა პესკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შესრულებისთვის მზადყოფნას არაერთი ქვეყანა, მათ შორის კატარი, აცხადებს. „ბევრი ქვეყანა აცხადებს მზადყოფნას შემოგვთავაზოს თავისი ტერიტორია. მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის, კატარის ჩათვლით, ასეთი კეთილგანწყობისთვის“, […]
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – ვესაუბრე საქართველოს ელჩს დავით სოლომონიას, რომელმაც თანამდებობა დატოვა და მხარდაჭერა გამოვუცხადე ქართველ ხალხს

ვესაუბრე საქართველოს ელჩს დავით სოლომონიას, რომელმაც თანამდებობა დატოვა. მადლობა გადავუხადე გაწეული მუშაობისთვის, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, დავით სოლომონიასთან საუბარში ქართველი ხალხის და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „მხარდაჭერა გამოვხატე ქართველ ხალხის და მისი ევროპულ მისწრაფებების მიმართ“, – წერს მინისტრი. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე […]
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ეკონომიკური ტენდენციები მიმდინარე წელს გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ბიუჯეტის დაგეგმვის დროს პროგნოზირებდნენ, შესაბამისად, მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით შემოვიდა. მისი თქმით, მთავრობა 2024 […]
საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების მომზადება დავიწყეთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით სანქციების მომზადება დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უბიძგებს ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ამ სახელმწიფოს არ ეხება. „უბრალოდ სამარცხვინოა, რასაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკეთებენ და როცა მოსკოვი აქებს საქართველოს ხელისუფლებას, […]