ნინო წილოსანი – გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელსა და მონაწილეზე პასუხისმგებელი – როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა

გუშინდელმა დღემ კარგად დაგვანახა, რეალურად ვინ იყო აქციებზე თითოეულ დაშავებულ პოლიციელზე და მონაწილეზე პასუხისმგებელი – როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების “საბრძოლო” მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა,- წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში. წილოსანი პატივისცემას გამოხატავს სამართალდამცავების მიმართ და აცხადებს, რომ სწორედ ისინი იცავდნენ 2008 წელს ქვეყანას, ხოლო ოპოზიცია კი გარბოდა ქვეყნიდან. „პოლიციელი გმირია! […]
ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

სადაო საკითხი ეხებოდა უკანონო გათავისუფლებას. გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელმა მიუთითა რეორგანიზაცია (სშკ, 47.1.ა), ხოლო გათავისუფლებული დასაქმებული (მოსარჩელე) დავისას მიუთითებდა, რომ რეალურად განხორციელდა საწარმოს გადაცემა (სშკ, 50). დადგინდა, რომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, შპს „კ–ბა“ გარდაიქმნა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ად“. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა (დამსაქმებელთა) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ლ.შ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა […]
ადვოკატი – ზურა დათუნაშვილს დაზიანება აქვს ყელის არეში, შესიებული აქვს თვალი, მანქანაში ჩასმის დროს ურტყამდნენ გვერდებში – დაკავებულია ადმინისტრაციული წესით

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული. ის ამ დროისთვის დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ განუცხადა, დათუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება. „ზურა დათუნაშვილს ხილული დაზიანება აქვს ყელის არეში და ასევე, მარცხენა თვალი აქვს შესიებული. მანქანაში ჩასმის დროსაც გვერდებში ურტყამდნენ, მაგრამ ახლა გვერდებში არაფერი აღენიშნებოდა. თვითონ თავს მხნედ გრძნობს. დაკავებულია,173-ე მუხლით, ადმინისტრაციული […]
„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს

„ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 6 დეკემბერს, 10:00 საათიდან დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შეასრულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 6 დეკემბრის დილის 10:00 საათიდან, 7 დეკემბრის 14:00 საათამდე, წყალმომარაგება კონკრეტულ აბონენტებს შეეზღუდებათ. „გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის […]
საგამოძიებო: მიმდინარე აქციებზე 319 პირის დაკავებაზე მივიღეთ შეტყობინება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება. “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა […]
კვარაცხელია ითამაშებს თუ ნერეში დაიწყებს? – სათასო მატჩი რომში

იტალიის ჩემპიონატის ლიდერი “ნაპოლი” ქვეყნის თასის ერთმატჩიან მერვედფინალში “ლაციოს” “სტადიო ოლიმპიკოზე” (70 634 მაყურებელი) ესტუმრება, რომელსაც კვირის ბოლოს სერია “ა”-ს ეგიდითაც დაუპირისპირება. სათასო შეხვედრა დღეს, 5 დეკემბერს, ჩვენი დროით გვიან ღამით (23:59 სთ) ჩატარდება. ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში ნეაპოლური კლუბი “კოპა იტალიას” სწორედ ამ ეტაპიდან, მერვედფინალიდან იწყებდა და აქვეც ასრულებდა. აქედან ორ შემთხვევაში გუნდში “კვარა” […]
შსს-მ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ 1 პირი დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 2006 წელს დაბადებული ს.ჯ. რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე აქციების […]
ჯო ბაიდენის თანაშემწე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე: ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწმემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გლობალნიუსთან ინტერვიუში საქართველოში ვითარებაზე ისაუბრა. ჟურნალისტმა მას სანქციებთან დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც მან თქვა, რომ აშშ-მა უკვე გადადგა ნაბიჯები და არ გამორიცხა შემდგომი ზომების მიღება, სანქციების ჩათვლით, “რათა პასუხი გაეცეთ იმას, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ”. “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოში […]
ადვოკატი – დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს

დაკავებისას ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელდა სერიოზული ძალადობა – ცემის ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, სახეზე აქვს დაზიანებები, ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები, შესაძლოა, ნეკნი მოტეხილი ჰქონდეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით დააკავეს. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაზიანებები აქვს სახის და ასევე, ზურგის არეში. „გუშინ […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახური – 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მივიღეთ შეტყობინება – დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი, 42 მოქალაქეს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), […]