„დარბევის ძირითადი შემსრულებლები მასობრივად ტოვებენ სამსახურებს“ – სააკაშვილი

„დარბევის ძირითადი შემსრულებლები მასობრივად ტოვებენ სამსახურებს“ – სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დარბევის ძირითადი შემსრულებლები მასობრივად ტოვებენ სამსახურებს. ყველა იზოლატორი გადაჭედილია, სისტემა ტოტალური ჩამოშლის პირზეა!“
საჭირო ხდება წინააღმდეგობის თვისობრიობის განვითარება და სტრატეგიული დანამატები – გამზარდია

სამეცნიერო კონტექსტით, მიმდინარე ეტაპი საქართველოში არის უკვე ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი, რისკენაც ხშირად მიილტვის ავტორიტარი და საყოველთაოობის მანიის ლტოლვით უკვე ტოტალიტარად გვევლინება. ამის წინაპირობები იყო სწორედ ის კანონები, რაც ცოტა ხნის წინ მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, ე.წ. აგენტურის და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონები. ამით საყოველთაო კონტროლის იურიდიული ძალაუფლება შექმნა, სადაც ტოტალიტარს შეუძლია უკვე აკონტროლოს და ჩაერიოს: * […]
„ასეთი დაპირისპირება საზოგადოებაში ზვიადის დამხობის მერე არც ყოფილა და თავი გამარჯვებულები გონიათ“ – მეტრეველი კობახიძესა და მდინარაძეზე

„ასეთი დაპირისპირება საზოგადოებაში ზვიადის დამხობის მერე არც ყოფილა და თავი გამარჯვებულები გონიათ“ – მეტრეველი კობახიძესა და მდინარაძეზე ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: „გამოვიდნენ დღეს კობახიძე და მდიანრაძე ისევ ცინიკური კომენტარებით, ვითომ გამარჯვებულებად გრძნობენ თავს, რადგან ჯერ ხელისუფლბას ინარჩუნებენ. ტიპებმა კობახიძის ერთი განცხადებით დაწყნარებული ქვეყანა არიეს (შეაგხსენბეთ, არჩევნების მერე ოპოზიციას ხალხი ქუჩაში ვერ გამოყავდა), მერე სპეცრაზმს სასიკვდილოდ აცემინეს […]
ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ალი ბაბაევის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული, კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ალეკო ელისაშვილს კლინიკაში ასევე რენდგენს გადაუღებენ, ვინაიდან, მას ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები. ამასთან, პარტიაში აღნიშნავენ, რომ გარდა ფერდისა, მას ნახეთქი დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს […]
მიხაილ როთი – არ არსებობს „ლიბერალური ფაშიზმი“ – არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს

არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ლიბერალური ფაშიზმის დასრულების“ შესახებ. როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს, შეწყვიტონ „ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“. „საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდება. არ არსებობს „ლიბერალური ფაშიზმი“, რომელიც კრემლის […]
სტენდაპერი ონისე ცხადაძე დააკავეს

სტენდაპერი ონისე ცხადაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა, სანდრო ცხადაძე ავრცელებს. დაკავების დეტალები და მიზეზები უცნობია. როგორც მისი ძმა წერს, ონისე თერკოლაში, სახლში დააკავეს. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. ის სახლში აიყვანეს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციაში მონაწილე სხვა ადამიანებსაც აკავებენ.
ბერბოკი: ტაშს ვუკრავთ ქართველი ხალხის სიმამაცეს

ტაშს ვუკრავთ ქართველი ხალხის სიმამაცეს, რომელიც ქუჩაში გამოდის, რათა დაიცვას დემოკრატია და ევროპული ღირებულებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს ევროპულ გზას. სწორედ ხელისუფლებაა, რომელმაც გადაუხვია ამ გზას თავისი სიტყვებითა და ქმედებებით.
“კეზერას ნუ აქცევთ დღის თემად ბანძო ტელემედიავ” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი: კეზერას ნუ აქცევთ დღის თემად ბანძო ტელემედიავ. მაგისთვის შვებიან, რომ მაგ ახვარზე ილაპარაკოთ და პროტესტი დაზიანდეს.
“შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ! – მიხაილ როთი კობახიძეს

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძეს სიტყვებს გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოში “ლიბერალური ფაშიზმის სრულიად აღმოფხვრაზე” ისაუბრა. “საქართველოს არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ცდება: არ არსებობს “ლიბერალური ფაშიზმი”, რომელიც “კრემლის სტილში” უნდა აღმოიფხვრას. არსებობს ივანიშვილის ფაშიზმი, რომელიც უნდა დასრულდეს მშვიდობიანი გზით — თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით. ბატონო კობახიძე, შეწყვიტეთ ომი საკუთარი ხალხის […]
ალეკო ელისაშვილი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა “ვივა-მედში” გადაიყვანეს – პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანის კადრები “შაბათის ეთერმა” გადაიღო. არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ნაცემია, აღენიშნება დაზიანებები. მას ამ წუთებში კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელისაშვილს ნეკნი აქვს მოტეხილი. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის მდგომარეობა დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში დამძიმდა.