ბლინკენი: ვიზიარებთ ეუთოს წევრების შეშფოთებას “ოცნების” გადაწყვეტილების გამო, ვგმობთ სასტიკ აგრესიას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოზე სიტყვით გამოსხლისას გამოეხმაურა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, საპროტესტო აქციებსა და საპარლამენტო არჩევნებს. ენტონი ბლინკენის სიტყვებით, იგი გმობს “სასტიკ აგრესიას” და მხარს უჭერს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. “აშშ იზიარებს ეუთოს არაერთი წევრის შეშფოთებას “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების გამო, შეჩერდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ამას აქვს 2014 წლის ავის მომასწავებელი ელფერი. […]

„მივესალმებით ქართველი ხალხის გულადობას“ — ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ში გამოსვლისას საქართველოზე ისაუბრა და მოუწოდა ხელისუფლებას, დაბრუნდეს ევროპულ გზაზე. „ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გულადობას. ისინი ქუჩაში გავიდნენ დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. სწორედ რომ მთავრობა გადადის ამ გზიდან, თავისი სიტყვებითა და ქმედებებით“, — განაცხადა ანალენა ბერბოკმა. საქართველოში უკვე მერვე დღეა აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 […]

ალეკო ელისაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოკვლევებისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. როგორც „ნეტგაზეთს“ „მოქალაქეებში“ განუცხადეს, ელისაშვილს აღენიშნება ძლიერი ტკივილი ფერდის არეში, სადაც მან ნეკნის მოტეხილობა ჯერ კიდევ აპრილში, დაკავებისას მიიღო. ელისაშვილი „ვივამედში“ რენტგენის გადასაღებად გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელისაშვილი სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც […]

ოთხი პოლიტიკური პარტია – კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად

ოთხი პოლიტიკური პარტია, კოალიცია “ძლიერი საქართველო”, “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “გახარია საქართველოსთვის” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ერთობლივ განცხადებაში იმ მოთხოვნებზეა საუბარი, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოსასვლელად დაეხმარება. „2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებთ იმ მოთხოვნებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად: · დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს […]

ადვოკატი – ზურა დათუნაშვილზე ძალადობა განხორციელდა დაკავებისას, ასევე, როცა იზოლატორში გადმოჰყავდათ, ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, დაზიანებული აქვს თვალი და ყური – შეუძლია ყველა მოძალადე პირის ამოცნობა

დაკავების დროს მასზე ძალადობა განხორციელდა, ასევე, მასზე იძალადეს, როცა ის იზოლატორში გადმოჰყავდათ. მას ძალადობის ხილული კვალი აღენიშნება კისრის არეში, მარცხენა თვალი აქვს დაზიანებული და მარჯვენა ყური, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ზურა დათუნაშვილის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განაცხადა. მისი თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საქმე უკვე აღძრულია და მათ ყველა პირის […]

დიმიტრი ჩიქოვანი – ჩემს საცხოვრებელ სახლში პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა ივანიშვილის „ომონი“ – ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება

დღესაც, ჩემ საცხოვრებელ სახლში პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა ივანიშვილის „ომონი“, რომელიც ეძებს იმას, რაც უბრალოდ, არ არსებობს! – ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური ქრონიკა, რომელიც მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოქცევასთან ერთად დასრულდება , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა, სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, […]

ვიდეო: “ვიღებ შენიშვნას, აი ორ ხელს ვწევ” – რა განცხადებას აკეთებს კახი კალაძე

თბილისის მერი კახი კალაძე საზოგადოებას მიმართავს: “ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი მოვისმინე შენიშვნა, იმასთან დაკვაშირებით, რომ თითქოს ჩვენი მხრიდან იყო არასწორი კომუნიკაცია, არასწორად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია, ბევრმა ვერ გაიგო, ბევრი ვერ გაერკვა, მესმის , ვიღებ შენიშვნას, აი ორ ხელს ვწევ, მაგრამ…” – ამბობს კახი კალაძე. იხილეთ ვრცლად:

ანალენა ბერბოკი – მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს, სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით

მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა, რომლის სიტყვებსაც სოციალურ პლატფორმა X-ზე გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს. „ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას […]

პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან – კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოს გვერდითა ქუჩებში: ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებში სამართალდამცავები არიან განლაგებულები. პროტესტის მონაწილეები მერვე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.

პროკურატურა ელისაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ ალეკო ელისაშვილს ბრალი წარუდგინა – უწყების ცნობით, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა 2 დეკემბერს, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე “ოცნების” ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ელისაშვილი დაკავებისას, სცემეს. […]