რობოკოპები რობიკოს იცავენ – ლაშა ბუღაძე

რობერტ სტურუამ მსახიობებს თეატრის კარი დაუკეტა – ხელოვანები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ რუსთაველის თეატრის დარბაზში შესვლას, თუმცა რეჟისორმა კოლეგები ქუჩაში დატოვა. მათ შორის ის მსახიობებიც, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. კარის გაღების ნაცვლად, სტურუამ თეატრის შესასვლელთან პოლიციის კორდონი ჩააყენა. „ეს შენობა ეკუთვნის ხალხს. რუსთაველის თეატრი ხალხის სამსახურში იყო სულ! რობიკო სტურუას […]

„იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც უფრო სადისტი და სიძულვილით სავსეა ადამიანი, მით უფრო ეკლესიურად მოაქვს თავი“ – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: „რასაც ვაკვირდები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც უფრო სადისტი და სიძულვილით სავსეა ადამიანი, მით უფრო ეკლესიურად მოაქვს თავი. ამ პოზიციონირების კონცეფცია ორ კომპონენტს შეიცავს: 1. ეკლესიურობა ზოგისათვის ერთგვარი შირმაა, რომლის ქვეშაც თავის ანტიადამიანურობის დაფარვას ცდილობს. ასეთი ადამიანები ეკლესიურობას გარეგანი იმიჯისთვის იყენებენ, რიტუალურად მიჰყვებიან “ეკლესიურ” ცხოვრებას, თუმცა შინაარსით და არსით სრული ანტიპოდებია. გაბოროტებულები არიან […]

აქამდე დემონსტრანტებს დაკავებისას და მანქანაში სცემდნენ, ახლა უკვე იზოლატორშიც — ადვოკატი

ადვოკატმა სანდრო წერეთელმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა აქციებისას დაკავებული საბა სხვიტარიძე და ზურაბ დათუნაშვილი. ორივე მათგანი ნაცემია. „ზურას დაკავებისას სცემეს. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია. საპატრულოს ორმა ნიღბიანმა, მანქანაში მოთავსების შემდეგ იდაყვები ურტყეს თავში, ყური აქვს გატეხილი. მერე აღმოჩნდა, რომ იცნეს ვინც იყო აღარ შეხებიან, მაინც ოლიმპიელი და მსოფლიო ჩემპიონია, შეეშინდათ ეტყობა“, — წერს ინწკირველი. ამასთან, […]

ქუთაისში აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას 2 დემონსტრანტი დაშავდა

ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას 2 დემონსტრანტი დაშავდა. როგორც სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაშავებულები რამდენიმე წუთი პოლიციელთა ალყაში იყვნენ. ადგილზე მყოფი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია. როგორც კადრებში ჩანს, მას შემდეგ, რაც ძირს დაცემული არასრულწლოვანი ფეხზე წამოაყენეს, ის პოლიციამ წაიყვანა. უცნობია დააკავეს თუ გაარიდეს ის ტერიტორიას.

ლავროვი 2022 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ჩავიდა ევროკავშირის ქვეყანაში

ეუთოს ყოველწლიურ მინისტერიალზე რუსეთი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს, დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების, მწვავე კრიტიკის საგანი გახდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. შეხვედრა წელს მალტაში იმართება 5-6 დეკემბერს. „ჩემი გზავნილი რუსეთის დელეგაციისთვის არის ის, რომ ჩვენ არ წამოვეგებით თქვენს ტყუილს. ჩვენ ვიცით, რასაც აკეთებთ. თქვენ ცდილობთ, აღადგინოთ რუსეთის იმპერია და ჩვენ ამის […]

დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. ჯერჯერობით, უცნობია, რა საქმის ფარგლებში დააკავეს ახალგაზრდა მსახიობი. რადიო თავისუფლება ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, ამ დროისათვის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შესახებ უწყებაში განცხადება არ კეთდება. „დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ანდრო […]

როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოაცალა სახელმწიფომ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. სულით და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ რომ, ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს

როგორც კი ფიზიკური ძალადობის წყარო გამოაცალა სახელმწიფომ, მორალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ. სულით და ხორცით მოძალადეები არიან, იმიტომ რომ, ჯაშუშის ხასიათი სხვა რამეს არ ითვალისწინებს ეს პროცესი მარაგდება, წინასწარ სპეციალურად 16- 20 დეკემბრისათვის ნაყიდი პიროტექნიკით და სხვადასხვა ნივთიერებებით, აალებადი ნივთიერებებით, მათ შორის, არ არის რთული, თუ იცი დამზადება მოლოტოვის კოქტეილების, ამისთვის განკუთვნილი აალებადი ნივთიერებები, ბენზინი […]

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქტომბერში 60,2 ტონა ოქრო შეიძინეს

მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქტომბერში 60,2 ტონა ოქრო შეიძინეს მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ ოქროსა და სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 60,2 ტონით გაზარდეს. ეს არის რეკორდული თვიური ზრდა მიმდინარე წელს – აღნიშნავს WGC-ს ანალიტიკოსი მარისა სალიმი. ყველაზე დიდი მყიდველები იყვნენ ინდოეთი (26,9 ტონა), თურქეთი (16,6 ტონა) და პოლონეთი (7,5 ტონა). […]

“ჩემს სახლში ამას ეძებენ” – დიმიტრი ჩიქოვანი

ჩემი და რუსული რეჟიმის დაპირისპირება დღეს არ დაწყებულა. ყველას კარგად ახსოვს ოცნების მთავარი პროპაგანდისტის – შალვა რამიშვილის მიერ კარგად ორგანიზებული პროვოკაცია 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ, რომელიც ჩემი მხრიდან თათია სამხარაძის მიმართ “ძალადობის” ფაქტის დადასტურებას ისახავდა მიზნად. ოცნების პროპაგანდას ჩემი სახელი და გვარი განსაკუთრებით ხშირად, სწორედ დიდი საპროტესტო ტალღების დროს ახსენდება. ამ პერიოდიდან მოყოლებული სახელისუფლებო […]

“ბიძინას ბრძანებას ვასრულებდი, მაგ ქაქის ჭამაში მაქვს აღებული 500-500 ლარიო” – რას წერს ოქრუაშვილი

წარმოიდგინეთ გარკვეული დროის შემდეგ მხცოვანი ადამიანები კალთაში მჯდომ შვილიშვილებს რომ უყვებიან განვლილი ცხოვრების შესახებ და უცბად შვილიშვილები ეკითხებიან: პაპა, ბაბუ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა რა დაგიშვიაო? პაპა-ბაბუები კი დაბნევის გარეშე პასუხობენ – ქაქი მაქვს შვილო კოვზებით ნაჭამიო. ეგ როგორო?, შვილიშვილები კითხვას უბრუნებენ. არა, შვილო მე კი არ მინდოდა და მსიამოვნებდა, მაგრამ იძულებული ვიყავი რადგან ბიძინას […]