სირიელმა მეამბოხეებმა ქალაქი ჰამა აიღეს

სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ ალეპოს აღების შემდეგ, მეორე მნიშვნელოვან ქალაქზე, ჰამაზე სრული კონტროლი დააწესეს, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. ისლამისტური დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ შამის ლიდერმა, აბუ მუჰამედ ალ-ჯავლანმა ქალაქში გამარჯვება გამოაცხადა და პირობა დადო, რომ შურისძიება არ იქნება. სირიის სამთავრობო არმიამ მეამბოხეების მიერ ალეპოს აღების შემდეგ ჰამაში დამატებითი ძალები გაგზავნა, თუმცა რამდენიმე დღის მძიმე […]

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს, – ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. მაკრონმა საფრანგეთის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და პირობა დადო, რომ დარჩება თანამდებობაზე „სრულად, მანდატის დასრულებამდე“. მან მადლობა გადაუხადა მიშელ ბარნიეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული მუშაობისთვის და საფრანგეთის ულტრა მემარჯვენეები და მემარცხენეები მთავრობის დამხობის მიზნით “რესპუბლიკის საწინააღმდეგო ფრონტში” თანამშრომლობაში […]

სერგეი ლავროვი უკრაინასთან ომის დასრულების პირობებზე – არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზები, სამხედრო წვრთნები უკრაინის მიწაზე უცხოური ჯარების მონაწილეობით

რუსეთში ბევრს სურს, რომ სანქციების გაუქმება უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გახდეს, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში გავაცნობიერეთ, რომ სჯობს, საკუთარ თავს დავეყრდნოთ და განვავითაროთ თანამშრომლობის მექანიზმები ნორმალურ ქვეყნებთან, რომლებიც ეკონომიკურ ინტერესებსა და პოლიტიკას ერთმანეთში არ ურევენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთში ბევრს სურს ეს პირობა […]

სერგეი ლავროვი – რუსეთს აშშ-სთან ომი არ სურს – შესაძლოა, ამ ომს ბირთვული ხასიათი ჰქონდეს

რუსეთის ფედერაცია არ ფიქრობს შეერთებულ შტატებთან ომზე, ასეთი ომი შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს, მოსკოვისთვის მთავარია თავიდან აიცილოს ეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ არ ვფიქრობთ ომზე შეერთებულ შტატებთან, რომელიც შეიძლება ბირთვული ხასიათის იყოს. ჩვენი სამხედრო დოქტრინა ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ბირთვული ომის თავიდან აცილება“, […]

რუსთაველის გამზირზე დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა

რუსთაველის გამზირზე “თბილსერვისის” დასუფთავების სამსახური გზის დასუფთავების სამუშაოებს ატარებს. მანამდე საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ და გაეთავისუფლებინათ საავტომობილო მონაკვეთი. აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებიც ამ დრომდე რჩებოდნენ რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან. მოქალაქეები მერვე დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის […]

სალომე ზურაბიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ერთგვარად იყო: „გვიშველე“, მაგრამ არ გვიშველა

საკონსტიტუციო ერთგვარად ეს იყო – „გვიშველე საკონსტიტუციო“, მაგრამ არ გვიშველა, ახლა რჩება არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელების განსახილველად არ მიღების შესახებ საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მან საკონსტიტუციოს მიმართა იმის მიუხედავად, სჯეროდა თუ არა მისი. „დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ შენ მაინც უნდა მიმართო ყველა […]

“ვინც რობოკოპების დედებზე ნერვიულობთ, მინდა გითხრათ…” – ნიკა ჩერქეზიშვილი

პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი: ვინც რობოკოპების დედებზე ნერვიულობთ, მინდა გითხრათ, რომ მეც ვნერვიულობ! ადამიანს ყოველთვის ეტყობა, გულწრფელია თუ იტყუება. აქაც იგრძნობთ, მართლა მაწუხებს ეს ამბავი თუ არა, მე გეუბნებით, რომ განვიცდი. ახლა მთავარი, რაც მინდა ვთქვა: დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებსაც ჰყავთ დედები, რომლებიც იზოლატორ-იზოლატორ ეძებენ საკუთარ გატაცებულ შვილებს და ვერ პოულობენ. ყველამ ვიცით, ოცდაორი წლის […]

“კვარას” გარეშე. “ნაპოლი” თასიდან “ლაციომ” გამოაგდო – ორ დღეში “მატჩ-რევანშია” [VIDEO]

იტალიის თასის 1/8-ფინალში „ნაპოლი“ გასვლაზე „ლაციოსთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კონტემ სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. უპირტესობას მაპინძლები ფლობდნენ და დაწინაურების კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც პენალტიდან ძაკანის დარტყმული ბურთი კაპრილემ მოიგერია. თუმცა, შემდეგ კაპრილეს კარი ნოსლინმა თავურით დალაშქრა. 36-ე წუთზე ნერესს გატანა მეკარე მანდასმა არ დაანება, დამატებაზე მცველებს სიმეონემ დაასწრო და […]

ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრნენ

5 დეკემბერს, რამდენიმე გავლენიანი ამერიკელი სენატორი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. განცხადების მიხედვით, სენატორებს – ჯიმ რიშს (რესპუბლიკელი, აიდაჰოს შტატი), ჯინ შაჰინს (დემოკრატი, ნიუ-ჰემპშირის შტატი), ბენ კარდინს (დემოკრატი, მერილენდის შტატი), კრის კუნსს, (დემოკრატი, დელავერის შტატი), ლინდსი გრემსა (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინის შტატი) და დიკ დურბინს (დემოკრატი, ილინოისის შტატი) – საუბარი ჰქონდათ სალომე ზურაბიშვილთან. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან […]

,, რაღაც ძალიან ცუდი პროვოკაციის სუნი მცემს” – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე: ,,გუშინწინ სუბარს ძალიან უცნაურად ჰქონდა ჩახვეული და სრულიად უზნეო შეთქმულების თეორიას აკატავებდა – ბავშვების გაწირვა უნდათო… მანამდე ვიღაც ქოცქალას პოსტი გამოვარდა… გონიერი ადამიანი გულიანად გაიცინებდა ამ იმბეცილობაზე, მაგრამ, გონიერი ადამიანი რასაც ვერ დაუშვებს, უზნეოსთვის ის ნორმაა… ზოგადად, ასეთ ბინძურ და მოულოდნელ თამაშებს წამოეგებიან ხოლმე გონიერი ადამიანები… ხდება ხოლმე… ზუსტად ვიცი… […]