პრეზიდენტი – ყველა ხედავს, მთელი მსოფლიო გმობს რეპრესიებს, თუნდაც სახალხო დამცველი, რომელიც დიდად დამოუკიდებელი და ოპოზიციური ნამდვილად არ არის – მანაც თქვა, რომ წამების მომენტებია

ჩვენ თუ იზოლაციისკენ მივდივართ, რატომ უნდა გავჩერდე მე? რატომ უნდა მიიღოს ეს პრეზიდენტმა? მე ფიცი დავდე ევროპულ ქვეყანაზე, დემოკრატიულ ქვეყანაზე, თავისუფალ ქვეყანაზე და მის დამოუკიდებლობაზე, მე ფიცი არ მიმიცია იმისთვის, რომ ბოდიში მოვუხადოთ რუსებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პირველი არხთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტი პასუხობს კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ მივიდა აქციაზე და […]
ნაცები ბიჭი, რომელიც 35 საათი ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, სასამართლოდან კლინიკაში გადაიყვანეს – “უფლებები საქართველო”

არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, 20 წლის ნაცემი ბიჭის სასამართლოდან კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც დაკავებული დიღმის იზოლატორში 35 საათის განმავლობაში ითხოვდა სამედიცინო დახმარებას. საქმე ეხება 4 დეკემბერს, გამთენიისას დაკავებულ და ნაცემ ბიჭს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაჟინებით ითხოვდნენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ბოლოს კი სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანა. […]
„უფლებები საქართველო“ – 4 დეკემბერს დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი სასამართლოს შენობიდან სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა

„უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, 4 დეკემბერს, გამთენიისას „დაკავებული და სასტიკად ნაცემი 20 წლის ბიჭი, რომელიც 35 საათზე მეტი დროის განმავლობაში დიღმის იზოლატორში იმყოფებოდა“ სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, 4 დეკემბერს იზოლატორმა უარი განაცხადა […]
სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა მოვისმინო საკუთარ თავზე, უფრო ღირებულია სიტყვისა და გამოთქმის თავისუფლება – თავისუფლებას ფასი არ აქვს

მთავარი ბულინგი [ჩემს მიმართ] არის, რომ ბებერია. მეგონა, რომ ქართულ კულტურაში პირიქით იყო და ხანშიშესული ადამიანების მიმართ იყო პატივისცემა – თავისუფლებას ფასი არ აქვს, ყველაფერი უნდა მოითმინო ამის გამო – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, რითაც არხის ჟურნალისტებისადმი ბულინგის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისივე თქმით, თმენის ვალდებულება აქვს ყველას, ვინც […]
“კვარას” გარეშე. “ნაპოლი” თასიდან “ლაციომ” გამოაგდო – ორ დღეში “მატჩ-რევანშია”

იტალიის თასის 1/8-ფინალში „ნაპოლი“ გასვლაზე „ლაციოსთან“ 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა კონტემ სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე. უპირტესობას მაპინძლები ფლობდნენ და დწინაურების კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც პენალტიდან ძაკანის დარტყმული ბურთი კაპრილემ მოიგერია. თუმცა, შემდეგ კაპრილეს კარი ნოსლინმა თავურით დალაშქრა. 36-ე წუთზე ნერესს გატანა მეკარე მანდასმა არ დაანება, დამატებაზე მცველებს სიმეონემ დაასწრო და […]
,, მოვუწოდებ, თავისი პირადი ბოღმები, ვიწრო პოლიტიკური ამბიციები და ემოციები, უკანა პლანზე გადაწიოს” – ბარამიძე პრეზიდენტს

ნაცმოძრაობის წევრი, გია ბარამიძე სალომე ზურაბიშვილის ინტრვიუს ეხმაურება. პრეზიდენტმა განაცხადა: „დღეს „ოცნება“ გახდა უარესი, ვიდრე სააკაშვილის პერიოდი. გაიმეორა და დაუმატა ერთი რამე, რაც არ ჰქონდა სააკაშვილის პერიოდს. ავტორიტარიზმს ერთპარტიულობას, არჩევნების გაყალბებას, ადამიანების უფლებების დარღვევას და ბიზნესის დამონებას, რაც ყველაფერი ხდება დღეს, დაუმატა რუსეთი. ამიტომ არის მიუღებელი და მიუღებელია ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობისთვის. დღეს ის ადამიანებიც […]
,, ვინმეს ავეფარები, მე თვალები მაინც არ დამეწვება… და ორივე კვდება სიცილით…” – ამბები აქციიდან

აქციია მონაწილე მარიკა პიტიურიშვილი: ,,ისე მჭიდროდ ვდგავართ ერთმანეთთან, ყველას საუბარი მესმის. ჩემ წინ ხელკავით მიდის წყვილი. ზურგიდან ვატყობ, საშუალო ასაკის იქნებიან. კაცი ეკითხება: -ჩვენ წინ ბევრი ხალხია? -კი, ბლომად. – ხო, წინ დავდგეთ, რა იცი, როდის დაიწყებენ… -თუ დაიწყეს, ჩვენ რა შეგვიძლია? -ვინმეს ავეფარები, მე თვალები მაინც არ დამეწვება… და ორივე კვდება სიცილით… გადავასწარი, შევხედე… […]
გიგა ბოკერია – პროტესტი არის საზოგადოების ბუნებრივი რეაქცია განაცხადზე, რაც ივანიშვილმა მისი პრემიერ-მინისტრის პირით გააკეთა – ყველამ უნდა დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: განცხადება არჩევნებამდე რატომ არ გააკეთა?

ეს არის ჩვენი საზოგადოების უდიდესი აქტიური ნაწილის ბუნებრივი რეაქცია იმ განაცხადზე, რაც ივანიშვილმა მისი პრემიერ-მინისტრის, ამ პოლიტიკური არარაობის კობახიძის პირით გააკეთა , – ამის შესახებ „ფედერალისტების“ დამფუძნებელმა, გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსთან“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ უთხრა საზოგადოებას, რომ ის ქვეყნის ისტორიული ამოცანის შესრულებას წყვეტს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა […]
რას წერენ ავსტრიისა და საქართველოს საგარეო სამინისტროები მინისტრების შეხვედრაზე მალტაში

მაკა ბოჭორიშვილი და მისი კოლეგა, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი 5 დეკებერს შეხვდნენ ერთმანეთს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში. შეხვედრის შესახებ მინისტრებმა/სამინისტროებმა განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ცნობაში არაფერი უთქვამს ამ უკანასკნელის მიერ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სრული პატივისცემის აუცილებლობაზე ხაზგასმის შესახებ. […]
პროკურატურა – ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება წარედგინა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და აფეთქების მომზადების ფაქტებზე პროკურატურამ ცხრა პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმე ეხება რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა. “საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და აფეთქების […]